"ახალი გაზეთის" 18-24 მაისის ნომერი გამოვიდა
"ახალი გაზეთის" 18-24 მაისის ნომერი გამოვიდა. აქ თქვენ წაიკითხავთ სტატიას "უსაფრთხოების კუნძულები" - ქალაქის საჭიროება თუ გაუმართლებელი ხარჯი?" - თემაზე ნესტან ჩაგელიშვილი მუშაობდა. ქუთაისში გარევაჭრობის რეგულირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ანა ჯიქია მოგიყვებათ "გარევაჭრობა - მოუგვარებელი პრობლემის შესახებ ქუთაისში". ყინულის მოედნის დაფინანსება სადაო ხდება, ნესტან ჩაგელიშვილი მოგიყვებათ "ქუთაისის ბიუჯეტიდან ყინულის მოედნისთვის გამოყოფილი380 ათასის ირგვლივ დაწყებული დავის შესახებ. იმერეთში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. ანა ჯიქია და ანი ლიპარიშვილი ტურისტული სეზონის სამზადისისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბუნდოვანი პერსპექტივის შესახებ. "ახალი გაზეთი" სოციალურ თემასაც გთავაზობთ, ანი ლიპარიშვილი გაეცნო "ცხოვრებას მუყაოს კედლებში". ამ და სხვა საინტერესო ამბებით "ახალი გაზეთი" უკვე გაყიდვაშია.
ავტორი: ანა ჯიქია