"დათოიას" მხოლოდ იმით ვგავარ, რომ ორივე ქუთაისელები ვართ"
- რა შეცვალა "კომედი შოუმ " შენში ?
- პირველ რიგში ის, რომ ხალხმა გამიცნო და შემიყვარა. გავხდი უფრო შრომისუნარიანი და პასუხილმგებლიანი.
- ქუჩაში გასვლის დროს თუ გცნობენ?
-მიცნობენ, როგორც "ქუთაისელი დათოიეს".
"როგორ ხარ, დათოიე", არის შემოძახილები ქუთაისური ფრაზებით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც პატივისცემის გამოხატვა ცოტა უზრდელობაში გადასდით.
-შენი რეაქცია როგორია?
-მაქსიმალურად ვცდილობ, თუ რამე არ მესიამოვნა,
თავი შევიკავო შენიშვნისგან, რა თქმა უნდა, თუ ძალიან ზედმეტი არ მოუვათ.
-შენს მიერ შენსრულებული პერსონაჟებიდან რომელს გამოარჩევ?
- იყო ასეთი სკეტჩი "მარიხუანის დეკრიმინალიზაცია". მანდ ვითამაშე
და ვფიქრობ, ეგ იყო ყველაზე დადებითი ტიპი ჩემი პერსონაჟებიდან.
-რამდენად გავხარ "ქუთაისელ დათოიას" ?
-მხოლოდ, იმით რომ ქუთაისელები ვართ ორივე.
- ხასიათით?
-არავითარ შემთხვევაში.
-რთულია იყო წარმატებული ?
-მე რა დონეზეც წარმატებული ვარ, ვფიქრობ, რომ არ არის რთული.
-სამომავალო გეგმებზე რას გვეტყვი?
-მომავალის გეგმები არის ის, რომ უფრო განვითარდე ამ სფეროში
და უფრო მეტად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი