„მფრინავი“ ქართველები
„ლეჩხუმი“ რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის ერთადერთი სერთიფირებული ანსამბლია, რომელითაც უცხოელები დაინტერესდნენ. „მფრინავი ქართველები“ - ასე უწოდა მათ ბულგარულმა მედიამ. ანსამბლი „ლეჩხუმი“ „ნიუპრესის“ სტუმარია.
ანსაბლი „ლეჩხუმი” 23 წელია, რაც არსებობს და ამ ხნის მანძილზე არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ქართულ და უცხოურ ფოლკორულ რესპუბლიკურ ფესტივალებში გამარჯვებული ანსამბლით ბელორუსიელები და ლატვიელები დაინტერსედნენ. ანსამბლმა სერთიფიცირებაც წარმატებით გაიარა. „ 2011 წელს ჩატარდა ფოლკლორული ანსამბლების სერთიფიცირება, რომელიც კულტურის სამინისტრომ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ჩაატარა. ჩვენი ანსამბლი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ერთადერთია, რომელმაც აღნიშნული სერთიფიკატის მიღება შეძლო. ანსამბლს სახალხო ანსაბლის წოდება მიენიჭა, ქართულ საბავშვო ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავს ანსამბლის ხელმძღვანელი ზურაბ ჩანქსელიანი.
ანსამბლი მაყურებელს
ქართულ ცეკვებთან ერთად უცხოურ ქორეოგრაფიულ ნომრებსაც სთავაზობს. როგორც ხელმძღვანელი
ამბობს, მაყურებლის მოთხოვნას მაქსიმალურად
ითვალისწინებენ. „ჩვენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოცეკვავეები გვყავს. გვაქვს როგორც გათანამედროვებული, ასევე ტრადიციული, ქართული პროგრამა. თუმცა გვესაჭიროება
მუსიკოსების ჯგუფი, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებს“,- ამბობს ზურაბ ჩანქსელიანი.
2013 წელს ანსამბლი ბულგარეთში მეთექვსმეტე საერთაშორისო
ფესტივალზე იმყოფებოდა. იქ სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს. ბულგარულმა მედიამ ანსამბლის გამოსვლა სრულად გააშუქა, სათაურით „მფრინავი ქართველები“.
მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებით კოლექტივს
ფინასნურ დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს, ეს მათთვის საკმარის არაა,
რადგან როგორც ჩვენთან საუბარში ხელმძღვანელი ამბობს საზღვარგარეთ წასვლა დიდ თანხებთანაა
დაკავშირებული. „ჩვენ ვიდეო რგოლი მოვამზადეთ, რომელსაც უცხოელებს ვუგზავნით. თუ შეეაბამება
მათ მოთხოვნებს, იმ შემთხვევაში სხვადსხხვა
ღონისძიებებზე გვიწვევენ. ერთ-ერთი მიწვევა
2013 წელს ბულგარეთში გამართული ფესტივალის შემდეგ მივიღეთ. სერბეთმა მიწვევა 2014 წლისთვის გამოგვიგზავნა, მაგრამ ფინასური
პრობლემების გამო ვერ ჩავედით. ამ ქვეყანას არც საელჩო ჰქონდა საქართველოში, განცხადება
ბაქოში, კიევში, ან სტამბულში უნდა შეგვეტანა,
რაც ვერ მოვახერხრეთ“, - ამბობს ზურაბ ჩანქსელიანი.
ამჯერად „ლეჩხუმმა“
მიწვევა ლატვიიდან მიიღო, თუმცა პრობლემა ისევ
ფინანსებს უკავშირდება. „მფრინავ ქართველებს“
საერთაშორიო ფოლკორულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი თანხა არ აქვთ. მათი შესაძლებლობები ლატვიაში დახმარების გარეშე
გადაფრენას კი ვერ წვდება.
ავტორი: ანა ჯიქია