სტუდენტების აქცია პარლამენტის წინ და შეძახილები "ნაციონალებს"
,,ლაბორატორია 1918“–ის სტუდენტებმა ქუთაისში, პალამენტის შენობის წინ ჭიათურის მაღაროელთა მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათი აზრით, აუცილებელია ახალმა მთავრობამ
შრომის კოდექსის შეცვლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს. ,,დასრულდეს მშრომელი ადამიანების აღქმა, როგორც მონების. უკვე დროა, საქართველოში
ნორმალური შრომითი კოდექსი არსებობდეს“, – განმარტავენ ,,ლაბორატორია 1918“ – ის
სტუდენტები.
„მკვლელებო“ – ამ შეძახილებით შეაცილეს სტუდენტებმა აქციის დროს „ნაციონალები“ პარლამენტის შენობაში.
,,ლაბორატორია
1918“ –ის სტუდენტები, აქციის დასრულების შემდეგ, მაღაროელთა მხარდასაჭერად, ჭიათურაში
გაემგზავრნენ.
ავტორი: ანა ჯანაშია