საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გიზას პირამიდებთან აღინიშნა. 26 მაისს პირამიდებთან ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" კონცერტი საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მას 3000–ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის, ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი მამდუჰ ალ–დამატი, ეგვიპტის კულტურის მინისტრი აბდ ელ–ვაჰიდ ალ–ნაბავი, ეგვიპტის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სამი მაჰმუდი, ეგვიპტის თავდაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და ეგვიპტის ხელისუფლების სხვა მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე კაიროში იმყოფედნენ აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ეგვიპტის საზოგადოების ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ „სუხიშვილების“ კონცერტი პირდაპირ ეთერში სრულად გადასცა.