|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუცას სკოლა

ნუცა


 


მას შემდეგ, რაც მერაბ კოკოჩაშვილმა „ნუცას სკოლა“ გადაიღო, 15 წელი გავიდა. ნიკამ, ფილმის მთავარმა გმირმა, 15 წლის წინ ვერ შეძლო, ადამიანთა ერთი ნაწილისათვის დაენახვებინა ადამიანთა მეორე ნაწილი. დღეს, იმავეს, ნუცა ასოციაცია „ანიკაში“ ცდილობს.

ნუცა ყანადაშვილი ხელოვანია. კონკრეტულად რა „ხელობისაა“, ამის თქმა მიჭირს, რადგან არ ვიცი – უფრო მეტად, მხატვარია,  რეჟისორია,  თუ..? ამიტომ, ჯერ მოვყვები, სტატუსი კი, შემდეგ შევურჩიოთ…

სამხატვრო აკადემიაში სწავლისას,  „ხელოვნების თერაპიის“ ლექტორმა, – გოგა ჯაფარიძემ, „თემქედელში“ – სიღნაღის რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირში მუშაობა შესთავაზა. ნუცა დათანხმდა, – თბილისიდან სიღნაღში კვირაში ორჯერ ევლო და ბავშვებისთვის ხატვა ესწავლებინა.  „თემქედელში“ ხატვის თერაპიას განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს უტარებდა. როგორც ამბობს, გარემოს იმდენად შეეგუა, წამოსვლა ძალიან გაუჭირდა: – „განვიცადე, როგორც, მე ისე ბავშვებმა. განვიცადე, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულად თბილი იყო. დიდი ხნის მანძილზე  მკითხულობდნენ  და ვკითხულობდი“.

„თემიქედელიდან“ წამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდებთან ერთად ასოციაცია „ანიკას“ პროექტში ჩაერთო. უკვე, 4 წელია, რაც „ანიკაში“ განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  ბავშვებს  ხატვას ასწავლის: – „ხშირად, დასახატად, თავისუფალ  თემას  ვაძლევ ხოლმე. ასე უფრო მარტივია, არ მინდა თავები ერთმანეთისაგან  ძალიან  განსხვავებულად იგრძნონ. ზოგს  ხაზის  ისე ჩამოსმა არ შეუძლია, როგორც მეორეს. მეც მესმის, რომ მათთვის  მთავარი  არ არის, კარგად  ხატონ, მთავარია, პროცესი  დაეხმაროთ“, – აღნიშნავს ნუცა.

 

ნუცა და ბავშვები

ნუცას ბავშვებთან კონტაქტის  დამყარება  არ გასჭირვებია. როგორც თვითონ ამბობს, მთავარი ურთიერთობის სურვილი და მიდგომაა: – „ამ საქმეში არაფერი გამოგივა, თუ ურთიერთობა არ შეგიძლია. იმის ხარჯზე, რომ ბავშვებს ფიზიკური შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, განვითარებული აქვთ მგრძნობელობა. ადამიანთა დამოკიდებულებას ისინი გაცილებით უკეთ გრძნობენ ვიდრე მე, მაგალითად. თუკი გულწრფელი არ ხარ, ისინი შენში იმ მუხტს ვერ დაიჭერენ, რა მუხტსაც შენ მათში ეძებ და ურთიერთობაც ვერ შედგება, რადგან პრაქტიკულად არარსებობს შანსი, არ

იგრძნონ როდის ხარ გულწრფელი და როდის არა“, – ასე აღწერს ნუცა ბავშვების დამოკიდებულებას გარშემომყოფთა მიმართ.

 

კითხვაზე, – როგორ ახერხებს ბავშვების ხატვის პროცესში დამორჩილებას, მპასუხობს, რომ არ იცის, ამაზე არ უფიქრია და უბრალოდ, მიჰყვება მათ განწყობას: – „იყო რამდენიმე შემთხვევა, ბავშვს უთქვამს, არ მინდა და არ დავხატავო, – რთულია, აუხსნა, მაგრამ გამომდის. გამომდის, რამდენადაც, დღეს ეს ბავშვები ბევრად მონდომებულები და ჩართულები არიან“. ნუცა იმ ცვლილებებზეც საუბრობს, რომელსაც ბავშვებში ამჩნევს. მისი თქმით, თუკი თავიდან ხატვას უინტერესოდ ეკიდებოდნენ, ახლა, – ნუცასაც დახატვის თერაპიასაც მოუთმენლად ელოდებიან: – „არ ვიცი, რამდენად ვცვლი მათ ცხოვრებას, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველ იმ წუთს, როცა ბავშვები თავს სასიამოვნოდ გრძნობენ. მეც, როცა მათთან ერთად ვარ, ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახერხო ხატვის პროცესში ჩართვა, მოვახერხო, – ეს პროცესი გავხადო სასიამოვნო და ასე დავეხმარო. თუ ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ ბავშვების ცხოვრებას 1%-ით მაინც უკეთესობისკენ შეცვლის, ძალიან ბედნიერი ვიქნები. აი, ძალიან! ძალიან“, – მეუბნება ნუცა და ისე იღიმის, ვხვდები, რატომაც მოსწონთ ბავშვებს მასთან ურთიერთობა.

როცა, ურთიერთობების თემას ვუღრმავდები, ნუცამ პასუხობს: – „მუშაობის პროცესში ყველანაირი როლი თუ სტატუსი გარეთ უნდა დატოვო და შეხვიდე ისეთი, როგორიც ხარ. მე არ ვეძებ განსხვავებას ჩემსა და მათ შორის და ყველას ვეტყოდი ამას – თუ ურთიერთობისას თანაგრძნობა თქვენთვის პირველ ადგილზეა, ურთიერთობა, პრაქტიკულად, ვერ შედგება“.

 

ნუცა – ხელოვნება

ნუცა, მეამბოხე, – 25 წლის ახალგაზრდაა, რომლისთვისაც არსებობა საკუთარი თავის შეცნობაა: -„ სულ ძიებაში ვარ. ვეძებ ჩემს თავს, ოღონდ, სხვადასხვა გზით. არ ვეძებ ნუცა ყანადაშვილს, მე ვეძებ ჩემს თავს სახელისა და გვარის, სტატუსის, ყველანაირი როლისა თუ პროფესიის გარეშე. მიმაჩნია, რომ შეუძლებელია საკუთარი თავი იპოვო ერთ კონკრეტულ პროფესიაში. მაგალითად, მე ჩემს თავს ვერ ვიპოვიდი მხოლოდ მხატვრობაში, რადგან ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა ისევე, როგორც საკუთარი თავის ძიება“, – ასე აღწერს იმ მოუსვენრობას, რომლითაც, მე ვიტყოდი – შეპყრობილია.

ნუცა კი, მოკლედ რომ ვთქვა, ხელოვანის მოუსვენრობითაა შეპყრობილი.

სამყაროში ცვლილებების შესატანად ორფრონტად იბრძვის. ეს ცვლილებები ჯერ ხელოვნებაში თვითგამოხატვითა და პროტესტით დაიწყო. ინსტალაციები, ვიდეორგოლები, გამოფენები – მიუძღვნია და მოუწოდებია ცვლილებებისთვის.

 

 

 

ბავშვები და ნუცა (უკუკავშირი)

როცა გარემოს შეცვლას გეგმავ და ცვლილებების განხორციელებას იწყებ, ამ პროცესში შენ თვითონაც იცვლები. მიუხედავად იმისა, რომ ნუცას აღარ ახსოვს, როგორი იყო მანამ, სანამ ბავშვებთან მივიდოდა, მაინც გრძნობს, რომ ბავშვებმა ისიც შეცვალეს: – „კი, მეც ძალიან შევიცვალევისწავლე ცხოვრები სდაფასება, მადლიერება და სიყვარული. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებმა მასწავლეს სიკეთე და დროის შეგრძნება“, – ამბობს ნუცა.

კიდევ, რასამბობსნუცადა: – „ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ვაკეთებ იმას რასაც უნდა ვაკეთებდე, ამიტომ მიყვარს ეს საქმე. ძალიან მოუსვენარი ვარ და სულ მაქვს შეგრძნება, რომ იქ არ ვარ სადაც უნდა ვიყო, სულ ვეძებ , მოუსვენრად ვარ, მაგრამ ამ ბავშვებთან ყოფნისას, მშვიდად ვგრძნობ თავს. მიყვარს ეს პროცესი დაალბათ, ამიტომ. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, ამ ბავშვებთან ურთიერთობისა“.

ვკითხე, ბოლოს რა დახატე-მეთქი და მიპასუხა, – დიდი ხანია, არაფერი დამიხატავს, თუმცა, ორი ვიდეო გადავიღეო. ერთ-ერთსნაწილი და მთელიდაარქვა: – „ ჩვენ, ყველანი სინამდვილეში, – ერთნივ ართ, როგორც წვეთი თავის თავში მოიცავს ოკეანეს, ასევე მოიცავს ოკეანე წვეთებს. ვიდეოში პროტესტს განცალკევებულობის მიმართ გამოვხატავ. დროა, ადამიანებმა შეწყვიტონ, რაღაცების დახარისხება ,-კარგებად და ცუდებად, ბოროტებად და კეთილებად; უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ“, – ასე ხსნის ნუცა იმნაწილისა და მთელისარსს, რომლის ნახვაც ამვიდეოში თქვენცშეგიძლიათ:



ნუცას სჯერა, რომ თუ ადამიანში ჰარმონია დაისადგურებს, ჰარმონია დაისადგურებს ამ ადამიანის გარშემოც: – „ მე ვეძებ ამ ჰარმონიას ჩემში. ეს ნიშნავს, რომ მე ვცდილობ ადამიანები მივიღო ისეთები, როგორებიც ისინი რეალურად არიან“- ამბობს იგი.

 

ნუცას სკოლა

-„როცა არუნდა მკითხონ, რა იყო შენთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი ცხოვრებაშიო, მე ვიტყვი, რომ ეს იყო დღეთემქედელში“. ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე. – წარმოიდგინე, ძალიან დიდი მაგიდა, ძალიან ბევრი ბავშვით. მეც წამიყვანეს, დამისვეს მაგიდასთანიმ ბავშვების უმრავლესობას, რომელიც იქ ისხდა, მეტყველების პრობლემა ჰქონდა, დანაწევრებულ ბგერებს წარმოთქვამდნენ. ყველა სათითაოდ დგებოდა და თავიანთი დატეხილი ბგერებით ადღეგრძელებდნენ იუბილარს. ვერავინ, იმ ბავშვების გარდა, ვერ გაიგებდა ვერბალურად, რას ამბობდნენ, მაგრამ მათ ესმოდათ ერთმანეთის, მათ არ სჭირდებოდათ სიტყვები ემოციის გამოსახატად. არც მე მესმოდა სიტყვები, მაგრამ მესმოდა ემოცია და სანამ მანქანა სიღნაღიდან თბილისში ჩამოვიდა, ვტიროდი

ვტიროდი, რადგან მაშინ ვიგრძენი ყველაზე კარგად, რომ ურთიერთობის დასამყარებლად არ არის საჭირო სიტყვა, ვერბალური კომუნიკაციადა ის, რაც მე იმ დღეს ვნახე, იყო სულების ურთიერთობა. გაოგნებული ვუსმენდი, როგორ უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს და უსურვებდნენ ყველაფერ კარგს

ძალიან მინდა, გადავიღო ფილმი, რომელშიც ეს სცენა აუცილებლად შევა!..



ავტორი: თამარ კურატიშვილი