|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროინტეგრაცია შეღავათებთან ერთად ვალდებულებებიც არის"

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით თემაზე: "რიგის სამიტი - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მომავალი" საჯარო დისკუსია გაიმართა. მომხსენებლებმა ევროკავშირის სამოზობლო პოლიტიკასა და საქართველოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს.                          დისკუსიას ბიოლის ცენტრის კოორდინატორი და ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი, ექსპერტი ევროპული პოლიტიკისა და ინტეგრაციის საკითხებში თამარ პატარაია,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით გეგეჭკორი და სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორი მიხეილ მირზიაშვილი უძღვებოდნენ.  

   როგორც  ექსპერტმა ევროპული პოლიტიკისა და ინტერგარციის საკითხებში თამარ პატარაიამ აღნიშნა, საქართველო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მეტნაკლებად კარგად ახერხებს, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ერთ–ერთ მთავარ პრობლემად საჯარო სამსახურების ერთიანი სისტემის არარსებობა და ბიუროკრატია ქმნის, სანაცვლოდ შედარებით კარგი მდგომარეობაა სასამართლოს კუთხით.                                             შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სავიზო რეჟიმის ხარვეზებსა და მოგვარების გზებზე. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით გეგეჭკორის განცხადებით, სავიზო რეჟიმმა ქვეყანაში შემომსვლელებს რიგი პრობლემები შეუქმნა, ამასთან ერთად მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მოხდებოდა. რიგის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება და ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირს შორის შედარება გამოიწვია. მისივე განმარტებით, მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ქვეყანას შეღავათებთან ერთად ვალდებულებებიც აქვს, რის დაძლევასაც დრო სჭირდება. 

  „მსგავსი შეხვედრების მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმირებაა, თუ რას გულისხმობს საქართველოს ევროინტერგაცია. ასოცირების ხელშეკრულების შესრულება  საზოგადოება ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია, ამასთან ერთად საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებას ახლავს“,–განაცხადა დავით გეგეჭკორმა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა