ბუტაფორია ისტორიულ გარემოში
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იუნესკომ 1994 წელს სამი ქართული ძეგლი შეიყვანა - ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ჩაჟაში. თუმცა, უკვე 2009 წლისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს აღნიშნული ძეგლებიდან ორის - ბაგრატის ტაძრის (რომელსაც ავტომატურად გადაყვა გელათის სამონასტრო კომპლექსი) და მცხეთის ისტორიული მონუმენტების, „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა" სიაში გადატანა მოუხდა. ამათგან ბაგრატის ტაძარი დიდი ალბათობით, შესაძლებელია, 2013 წელს საერთოდ ამოვარდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან (http://newpress.ge/index.php?page=4&staties_id=131), ხოლო მცხეთის ისტორიულ ძეგლებს, მათსა და მათ შემოგარენზე წარმოებული სხვადასხვა დარღვევების გამო, სამი წლის განმავლობაში მყარად უნარჩუნდება „საფრთხის ქვეშ მყოფი" ძეგლის სტატუსი.
მიზეზები და რეკომენდაციები
მცხეთის ისტორიული მონუმენტებისთვის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭება განაპირობა რამოდენიმე მიზეზმა. ისინი ჩამოთვლილია 2008 წლის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 32-ე სესიისთვის მომზადებულ დასკვნაში ~http://whc.unesco.org/en/decisions/1697`. მიზეზთა ჩამონათვალში შედის: მცხეთის ისტორიული ძეგლების გარშემო არსებული მიწების პრივატიზაცია, ბუფერული ზონების განუსაზღვრელობა, კომპლექსური მართვის გეგმის უქონლობა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების არქეოლოგიური კომპონენტის მდგომარეობის გაუარესება, მათი დაუცველობა წევრი სახელმწიფოს (ანუ საქართველოს) მხრიდან. რის გამოც „ყველა ეს დანაკარგი ახდენს აუნაზღაურებელ გავლენას ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე, მის ორიგინალობასა და მთლიანობაზე" - წერია დასკვნაში.
ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად იუნესკომ მოითხოვა წევრი სახელმწიფოსგან ძეგლების ახლო-მახლო ტერიტორიაზე განთავსებული მიწების პრივატიზების შეჩერება, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის შემუშავება და პრიორიტეტად ქცევა, ბუფერული ზონების მკაფიო განსაზღვრა. მან ასევე, რეკომენდაცია მისცა, რომ შეიქმნას სპეციალური პროგრამა ყველა არქეოლოგიური კომპონენტის დასაცავად. ქართულ მხარეს მიეცა გაფრთხილება, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მცხეთის ისტორიულ მონუმენტებს შეიყვანდა „საფრთხის ქვეშ მყოფ" ძეგლთა სიაში.
მიუხედავად ამისა, მომდევნო 33-ე სესიაზე, 2009 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს ისევ მოუხდა შეშფოთების გამოხატვა მცხეთის ისტორიულ მონუმენტებთნ დაკავშირებით. 33-ე სესიისთვის მომზადებულ დასკვნაში ~http://whc.unesco.org/en/decisions/1894)იუნესკო საქართველოს საყვედურობს არასაკმარისი ძალისხმევის გამო იურიდიული და ტექნიკური პირობების მომზადების, მიწების პრივატიზაციის შეჩერების, მართვის გეგმის მოუმზადებლობის, საზღვრებისა და ბუფერული ზონების დაუდგენლობის საკითხებში. შენიშვნას აძლევს ყველა არქეოლოგიური კომპონენტის დამცავი სპეციალური პროგრამის შეუმუშავებლობაში. იქვე აღნიშნავს სავალალო შედეგს: მცხეთის ისტორიულ მონუმენტებში რამოდენიმე კომპონენტმა „დაკარგა თავისი ორიგინალობა სარესტავრაციო სამუშაოების მიუღებელი მეთოდებით წარმოების გამო". ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც მოელოდნენ ქართული მხარიდან, არ განხორციელდა. ამიტომ მმკ-მ (მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი) ძეგლი შეიყვანა „საფრთხის ქვეშ მყოფ" ძეგლთა სიაში.
აღნიშნულმა სტატუსმა გაზარდა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან მცხეთის ამოვარდნის საშიშროება. ასევე, გაზარდა მმკ-ს 34-ე სესიისთვის მომზადებულ დასკვნაში რეკომენდაციათა რიცხვი. რომლებიც ისევ დაცვის ზონებს, ბუფერული ზონის დადგენას, მემკვიდრეობის მართვის გეგმის შემუშავებას, არქეოლოგიური კომპონენტის დაცვას შეეხო. თუმცა მეტი დეტალური ხასიათი შეიძინა - ქართულ მხარეს მოენიშნა ვადები, მიეწოდა გარკვეული გეგმა, დაუკონკრეტდა ყოველი ნაბიჯი, რომლის თანმიმდევრულმა შესრულებამ საშუალება უნდა მისცეს მცხეთის ისტორიულ მონუმენტს „საფრთხის ქვეშ მყოფის" სტატუსიდან დააღწიოს თავი ~http://whc.unesco.org/en/decisions/4103`8
პროგრესი
აღნიშ
ავტორი: ეკა კუხალაშვილი