ქუთაისის ,,ციფრული ფოტომატიანე“
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დაიწყო პროექტის ,,ციფრული ფოტომატიანე“ განხორციელება. პროექტის მიზანია, გააცოცხლოს ქუთაისის ისტორია, ახალი ფერები შესძინოს ქუთაისის წარსულს, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახში დაცული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტოკოლექციების ციფრული ვერსიები. "აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა "ციფრული ფოტომატიანის" შექმნაში. მოიძიონ ოჯახებში დაცული ფოტოები, საფოსტო ბარათები და მოგვაწოდონ. ყველა მასალა უვნებლად დაუბრუნდებათ იმავე დღეს. ფოტოკოლექციები კი იქცევა ქალაქის უნიკალურ ისტორიად", - განაცხადა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ციცი ჯინჯიხაძემ.
ავტორი: ნიუპრესი