სად შეუძლიათ დასვენება მათ, ვინც ქალაქიდან ვერ გადის?
ზაფხულზე აქტუალური დასვენებისა და გართობის თემაა. "ნიუპრესი" დაინტერესდა, როგორ და სად შეუძლიათ ქუთაისელებს სიცხისგან თავის დაღწევა. როგორც აღმოჩნდა, "აკვაპარკი", რომელიც წინახელისუფლების დროს მოეწყო, დახურულია. უფუნქციოდ დარჩენილი ატრაქციონები და აუზი კი განადგურების პირასაა. გაცილებით აქტუალურია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზი, სადაც ერთჯერადად შესვლა 5 ლარი ღირს, აბონომენტი კი ხანგრძლივობის მიხედვით, 65 და 100 ლარი. ადგილზე სამი სხვადასხვა ზომის აუზი და ღია ბარი ფუნქციონირებს.
ხოლო მოქალაქეები, რომლებიც ვერც ზღვაზე წასვლას და ვერც აუზზე შესვლას ახერხებენ, გაგრილებას პარლამენტთან მდებარე აუზზე ცდილობდნენ. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, აუზი დააშრეს, რომელიც ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი