პოეტი, რომელსაც გაფრენა მოუნდა
„ნიუპრესი“ აგრძელებს მკითხველისათვის საინტერესო ადამიანების გაცნობას. ამჯერად კიდევ
ერთ ახალგაზრდას წარმოგიდგენთ, რომელმაც ლიტერატურულ კონკურსში „გალაკტიონობა“ მიიღო მონაწილეობა და
პირველ ათეულში მოხვდა.
„ნიუპრესის“ სტუმარი ბექა ფოცხვერიაა.
- გალაკტიონისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში ათეულში მოხვდი, გვიამბე ამ კონკურსის შესახებ.
- კონკურსი ვანში გაიმართა. სიტუაცია თავიდან ცუდი არ იყო, მერე მოხდა ის, რაც
ხდება ხოლმე
- ორგანიზატორებს დაფინანსებაზე უარი უთხრეს, რამაც
პრობლემები შექმნა, თუმცა ღონისძიება შედგა. მასში საინტერესო
ავტორები მონაწილეობდნენ. მე ათეულში მოვხდი, რამაც ძალიან გამახარა. წერო
გალაკტიონზე, იოლი არაა.
„შენ არ ბერდები, დღეები რბიან.
ვინ იცის რამდენ ოცნებას მალავ.
დღეს თუკი ყველას პოეტი ქვია
შენთვის სხვა სახელს მოვძებნი, გალა“, -
ასე დავასრულე მაშინდელი ჩემი ლექსი.
- შენს ლექსებში დიდი დოზითაა სიყვარული. ამართლებ იმას, რომ პოეტს სულ უყვარს ვიღაც, ან რაღაც?
- ამას იმით
ვამართლებ, რომ მიყვარდა და როცა გიყვარს, შეუძლებელია, არ წერდე სიყვარულზე.
- რატომ თვლი, რომ „ქალის ყველა ცრემლი კაცის სისუსტეა“.
- ვფიქრობ, რომ ყველა ქალს სურს მის გვერდით იყო ძლიერი(სულიერად) მამაკაცი, რომელიც შეძლებს მის დაცვას. რადგან ქალი სუსტ არსებად არის მიჩნეული, მისი დაცვა სწორედ მამაკაცის ვალდებულებააა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ "ქალის ყველა ცრემლი კაცის სისუსტეა"
- ერთგან დედაზე წერ და ამბობ, რომ მას არასოდეს დაუყვირია. ეს იმას ნიშნავს, რომ უპრეტენზიო ბავშვი იყავი?
- არა მარტო
დედას, არც
მამას.
მე
კარგი
მშობლები მყავს, ალბათ, არც დამიმსახურებია. ყოვეთვის კარგად ვსწავლობდი და ასე შემდეგ... თან
ჩემთვის არაფერი იყო იმაზე კარგი, როცა
მშობლები ჩემით ამაყობდნენ. რაც შეეხება პრეტენზიას, ახლაც
„უპრეტენზიო“ ვარ.
- ერთი ლექსის იტორია...
- ლექსები ყველაზე მეტად დედას უყვარს. მთხოვა, რომ ბანკეტზე წამეკითხა რომელიმე ლექსი. მე უარი ვითხარი. მახსოვს, მაშინ
დედას
ეწყინა. ეს იყო ბანკეტის წინა დღე, იმ
ღამით
ასე
4 საათზე გამეღვიძა. ლექსის წერა დავიწყე და როცა დავამთავრე, აღმოჩნდა, რომ დედაზე დამიწერია. მერე ბანკეტზე სიუპრიზი გავუკეთე და ის ლექსი წავუკითხე.
- შენს ლექსებში ასეთი სტროფიც ამოვიკითხე - „ჩემი ცხოვრება ავიკეცე შარვლის ტოტივით“ - რატომ?
- ეს იცით, როგორ არის? აი, შარვალი ცოტა დიდი რომ არის და ზედმეტ ნაწილს აიკეცავ. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც. ჩემი ცხოვრების ზედმეტი ნაწილების „აკეცვა“ მომიწია და ხაზის გადასმა. ვფიქრობ, ჯობდა ეს ცოტა ადრე გამეკეთებინა.
- „ეპოქა დგება გადარჯულების“ - ეს პროტესტია?
- კი, ეს პროტესტია, მაგრამ ცოტა სხვაგვარი გაგებით. ჯინსი მეც მაცვია ხოლმე, როცა
ქუჩაში გავდივარ, მაგრამ მიუღებლად მიმაჩნია ქორწილში სიძეს ჯინსი ეცვას, მაშინ როცა ტრადიციული სამოსი გვაქს. თუმცა ეს ჩემი აზრია.
ახლა საუკუნე დადგა facebook-ის ,
წიგნმა თაროებზე ობი მოიკიდა
ავტორი: ანა ჯიქია