ფიზიკის გამოცდით აღმოჩენილი სპორტსმენი
სპორტით უცნაური შემთხვევის გამო დაინტერესდა. ფიზიკაში მიღებული დაბალი ნიშანი მისი სპორტული კარიერის საწინდარი გახდა. როგორც თავად ამბობს, ამ ამბავს ყოველთვის იხსენებს და მის წარმატებასაც სასკოლო საგანს უკავშირებს. მეათეკლასელი ნინო უჩაძე ეროვნული ნაკრების წევრი და არაერთი პრიზის მფლობელი გახდა. დღეს კი, თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს.
"სპორტით 1982 წელს დავინტერესდი. ამ წელს სკოლას ვამთავრებდი და ფიზიკაში დაბალი ნიშანი გამომყვა. იმ დროს, ასეთი პრაქტიკა იყო, ვინც ეროვნულ ნაკრებში ირიცხებოდა, მას გამოცდიდან ათავისუფლებდნენ, ამიტომ გადავწყვიტე ძალები სპორტში მომესინჯა. თითქმის სპორტის ყველა სახეობაში ვარჯიში დაგვიანებული იყო, ერთადერთი ტყვიით სროლა არ ზღუდავდა ასაკს. დავიწყე ვარჯიში ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე, ჩემი მწვრთნელი როლანდ გირგვლიანი იყო, როგორც აცხადებდა, ძალიან ნიჭიერი აღმოვჩნდი და მალე მივაღწიე შედეგს. მაგრამ, რაც მთავარია, გამოცდიდან ვერ გავთავისუფლდი და ფიზიკის გამოცდაში სასურველი შედეგის მიღება სწავლის ხარჯზე მომიწია. ამასთან ერთად შემიყვარდა ეს სპორტი, ძალიან დიდი შრომის შედეგად მივაღწიე წარმატებას. ეს ის დრო იყო, როდესაც პირობები არ არსებობდა, შეშა ხელით მიგვქონდა, რომ ცივი იარაღის დაჭერა შეგვძლებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებებთან ერთად ვარჯიშები მეხმარებოდა, რადგან ჩვენ დაბალი ხარისხის იარაღები გვქონდა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთში, საქართველოს სახელით გამოვდიოდი, მოულოდნელად იარაღის სასხლეტი ჩამოვარდა, ვერ ვამაგრებდით. ამ ხარვეზის გამო გუნდმა ერთი ქულით წააგო და საპრიზო ადგილზე ვერ გავიდა",-იხსენებს ჩვენთან საუბარში.
მიუხედავად არასათანადო პირობებისა, ქუთაისელი გოგონა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ამასთან ერთად არაერთი ტურნირის გამარჯვებული. "ერთ შეჯიბრზე ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვდიოდი და ოთხივე წარმატებულად დავასრულე. არაერთ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიურ ჩემპიონატებზე გამოსვლა იყო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც გამოდიხარ და შენს ქვეყანას წარმოადგენ",– აღნიშნა ნინო უჩაძემ.
პროფესიით პედაგოგმა 2011 წელს ქუთაისის მერიასთან ჩამოყალიბებულ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში დაიწყო მუშაობა. ამჟამად გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. მომავალ თაობებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. როგორც აღნიშნავს, დღეს სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ წარმატებისთვის. მთავარი შრომა და მიზანია.

მერიის ააიპ "სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულებამ" რეორგანიზაცია რამდენჯერმე განიცადა. დღეს მის ბაზაზე 11 სპორტული სკოლა და ერთი საცხენოსნო ბაზა არსებობს. სკოლებში სწავლება ბავშვებს სპორტის 39 სახეობაში უფასოდ შეუძლიათ, ამასთან ერთად ფასიანი ჯგუფებიც ფუნქციონირებს. როგორც ააიპის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ყველაზე პრიორიტეტულ და მოთხოვნად სახეობად ჭიდაობა რჩება, რომლითაც გოგონებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი. ჯამში უფასო ჯგუფებში 3400 ბავშვი ვარჯიშობს. სკოლების რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია ეტაპობრივად ხდება. როგორც ნინო უჩაძე აღნიშნავს, ბავშვებს 267 კვალიფიციური მწრთვნელი ავარჯიშებს, რომელთაგანაც 52 დამსახურებული სპორტსმენია. ნიჭიერი ბავშვები კი ეტაპობრივად ეროვნულ ნაკრებებში ხვდებიან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 85.71%
არა - 14.29%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა