უპატრონო ძაღლების "გაძაღლებული" ბედი
ავტოქარხანაში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ამ დროისთვის 50–მდე ძაღლია. ვოლიერებში 5, ზოგან 8 უპატრონო ცხოველი ჰყავთ მოთავსებული, რომელთა დაკავებასა და ვაქცინაციას ტენდერში გამარჯვებული შპს "უნივერსჯგუფი" ახორციელებს.
როგორც კომპანიის მენეჯერი, სერგო ვერულაშვილი აღნიშნავს, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ქუჩაში ექიმის დასკვნის საფუძველზე უშვებენ.
მიმდინარე თვეში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა, ამიერიდან უპატრონო ცხოველთა ბედზე მერიის მიერ დაფუძნებული მუნიციპალური საწარმო იზრუნებს, რომლის ბიუჯეტიც ჯერ არაა დაზუსტებული. ამავდროულად, არსებობს ეჭვი, რომ მერიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური საწარმოს გაკონტროლება არ მოხდება, რაც ცხოველთა მძიმე ყოფას კიდევ უფრო დაამძიმებს.
მოსაზრებას არ იზიარებს მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსი არჩილ ტყაბლაძე და აღნიშნავს, რომ ახალ თავშესაფარში ძაღლებისათვის ყველა პირობა იქნება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი