რეგიონული მედიის ასოციაცია გორში ახალგაზრდებისთვის სემინარს გამართავს
3 სექტემბერს 12 საათზე, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარს გამართავს.
სემინარის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა.
სემინარი ორგანიზებულია „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
· * საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის - პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);
· * ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (უშუალო დემოკრატია - არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი);
· * როგორ ხდება არჩევითი ორგანოების ფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში);
* მოქალაქეებს და არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების
ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).
სემინარის
მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო მასალები და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ
პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო
სლოგანი.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს ველოდებით გორში, 3 სექტემბერს 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შემდეგ მისამართზე: სტალინის ქუჩა#7
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს, 577 247711 ან 599 107794
ავტორი: ნიუპრესი