2030 წელს მარსზე ადამიანის გამგზავრება იგეგმება
2030 წელს მარსზე ადამიანის გამგზავრება იგეგმება. ნასა ექსპედიციისთვის ემზადება. მარსზე მისიის იმიტაციის სამეცნიერო ექსპერიმენტი დაიწყო. 6 ამერიკელი, ერთი ფრანგი და ერთი გერმანელი მოხალისე სპეციალურ კომპლექსში გარესამყაროსგან ერთი წლის განმავლობაში იქნებიან იზოლირებული.
კომპლექსი ჰავაიზეა მოწყობილი, მძინარე ვულკან მაუნა–ლოას ფერდობზე, რომელიც წითელი პლანეტის ლანდშაფტს წააგავს.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი კონკურსის შედეგად შეარჩიეს. ისინი პროფესიით ეკოლოგი, ფიზიკოსი, ინჟინერი, ბიოლოგი, ექიმი და არქიტექტორი არიან.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა