|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მტერი-მხსნელი" ოპოზიცია დამახასიათებელია პოსტავტორიტარული საზოგადოებებისათვის“

საქართველოში აქტიურად იქმნება მითები. ამ მითთა შორის არიან განსაკუთრებით პოპულარული მითებიმაგალითად, მითიმხსნელისშესახებ, ან მითიმტრის ხატებზედა .. რა ხდება, ან კონკრეტულად ჩვენს (პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოების) შემთხვევაში, რა გახდა მიზეზი აღნიშნული მითების გაჩენისა?

newpress.ge-ის კითხვებს პასუხობს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი.

-რატომ არისმესიისმოლოდინისა დამტრის ხატისძიების მითები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აქტუალური მითები დღევანდელ საქართველოშიმხსნელის როლში ხშირად გვევლინება რომელიმე ხელისუფლება, ან ვინმე ერთი სასულიერო ან საერო პირი. მტრის ხატის ფუნქცია კი შეიძლება იმას შეუთავსონ, ვინც ან რამაც ამ გადარჩენას სავარაუდოდ შეუშალა ხელი. მტერი შეიძლება ყოფილი მესიაც გახდეს. მოკლედ, რა კვებავს ამ ორ მითს ასე ნაყოფიერად?

- “მტერი-მხსნელიოპოზიცია დამახასიათებელია პოსტავტორიტარული საზოგადოებებისათვის. როდესაც მოქალაქეები დიდი ხანი ცხოვრობენ სიტუაციაში, სადაც მათი კეთილდღეობა კეთილ პატრონზეა დამოკიდებული, მაშინ მათ ძალიან უჭირთ საკუთარ ბედზე, ცხოვრებაზე და წარმატებაზე დამოუკიდებლად ფიქრი. თუმცა, ამ მდგომარეობას დიდწილად განსაზღვრავენ ხელისუფლების წარმომადგენლები და იდეოლოგები, რომელთა ძალაუფლება მთლიანად დგას მათზე დამოკიდებულ, გაუთვითცნობიერებელ, ინდივიდუალურ თავისუფლებას მოკლებულ ადამიანებზე. რაც ეხებამტერს”, იგი არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში მყოფმა ძალებმა თავიანთი გავლენა და მნიშვნელობა შეინარჩუნონ.

-  საკმაოდ თვალშისაცემ მითად შეიძლება ჩაითვალოს მითი ნიჭიერების შესახებ. ანუ ისეთი ნიჭი, რომლის პატრონიც შრომისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ქმნის შედევრებს. ამის მაგალითად მოჰყავთ ფიროსმანი, ან გალაკტიონი (ანგელოზი რომ უჩურჩულებდა ყურში ლექსებს). რა კვალი დააჩინა (ან დააჩინა თუ არა კვალი) ნედლმა, შრომის გარეშე სრულყოფილების მბადი ნიჭის მითმა ქართულ კულტურას?

- საქართველო აგრარული ქვეყანაა და შრომისადმი დამოკიდებულება აქ არასოდეს ყოფილა ზედაპირული, არასერიოზული. მას ადასტურებს შრომის, ნაყოფიერების, მოსავლის კულტთან დაკავშირებული რიტუალები და ფოლკლორი. რუსეთის იმპერიის მიერ შემოტანილმა ბიუროკრატიის სისტემამ და საბჭოთა ინდუსტრიალიზაცი-კოლექტივიზაციამ საბოლოოდ გაასწორა მიწასთან აგრარული, ტრადიციული დარგები და შექმნა გარანტირებული დასაქმების ადგილები, სადაც ადამიანები სახელმწიფოსთვის შრომობდნენგოსპლანების შესასრულებლად და არასაკუთარი კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ამიტომაა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში ადამიანები ისევ სახელმწიფოსგან ელოდებიან დასაქმებას და სოციალურ გარანტიებს.

-  საქართველოში სჯერათ ავტორიტეტების, სახელოვანი წინაპრების, მამების. ისეთი შტაბეჭდილება რჩება, რომ მათი საქმეები, შემოქმედება, მთელი მემკვიდრეობა მძიმე ტვირთად აწევს შვილების თაობას, შვილები ვერ ან არ თავისუფლდებიან მამების გავლენებიდან. იქამდე პირიქითმშობლები იმორჩილებენ შვილებს. რატომ არის, რომ ქართულ სინამდვილეშიმამისმკვლელიოიდიპოსის მითს აშკარად სძლია შვილებისმკვლელი მედეას მითმა?

 - ავტორიტეტი ადამიანისთვის უსარგებლო და ხელისშემშლელი ხდება მაშინ, როცა იგი ერთპიროვნულად ზღუდავს, ავიწროებს ინდივიდის განვითარების ასპარეზს. პატრიარქატულ კულტურათა უმრავლესობაში ასეთი ავტორიტეტი ერთნაირადაა უფროსი თაობა და წინაპართაგან გადმოცემული სტერეოტიპული წარმოდგენები, რომელთა სიკეთეში ეჭვის შეტანას ცოტა თუ ბედავს. ადამიანი, ახალგაზრდა შეუძლებელია დამოუკიდებელ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, თუ ის არგამოეყოწინაპრებს/უფროსებს და არ შედგათვით”-ად. ასეთი რამე კი ჯერ ფიზიკური ავტონომიით იწყება (ცალკე ცხოვრება), ხოლო შემდეგ მენტალურ ავტონომიას მოიპოვებს: საკუთარი შრომით, მიზანსწრაფვით აშენებს საკუთარ ცხოვრებას.

-  საქართველოში ასევე ძლიერია სასულიერო, კაბიანწვეროსან პირთა აბსოლუტური უცოდველობისა და ხელშეუხებლობის მითი. რატომ?

- ადამიანი მიდრეკილია გაექცეს პასუხისმგებლობას. ასეთი რამ განსაკუთრებით ახასიათებთ მათ, ვისაც მისი ცხოვრების არცერთ ეტაპზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. ამიტომ ასეთი ახალგაზრდა ან მოწიფული ასაკის ქალი/მამაკაცი სულ ეძებს ვიღაცას, ვისაც მის სინდისს მიაბარებს. ეს მექანიზმი ასაზრდოებს თანამედროვე საქართველოში საეკლესიო პირებისადმი განსაკუთრებულ ნდობას. თუმცა, აქ არის უმნიშვნელოვანესი, ანგარიშგასაწევი ფაქტორი: 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე უმძიმესმა სოციალურ-პოლიტიკურმა პროცესებმა უამრავ ადამიანს გამოაცალა ემოციური საყრდენები, რის გამოც ისინი ეძებენ ადგილს, სადაც დამშვიდდებიან, გონს მოეგებიან და შემდეგ გამოვლენ ამ დაუნდობელ რეალობაში!

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა