ქუთაისში კერძო მესაკუთრეები შეზღუდვებზე ალაპარაკდნენ
ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებული ცენტრალური მოედნის ირგვლივ მყოფი კერძო მესაკუთრეები, ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებზე ღიად ალაპარაკდნენ.
უმოძრაოდ ქცეული სტრატეგიული ტერიტორია, საზოგადოების ნაკლები აქტივობა და შესუსტებული ბიზნეს წარმოება - ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ობიექტების მეპატრონეებს აწუხებთ. მათი მტკიცებით, მოედნის მიმდებარე ტერიტორია რეკონსტრუქციის შემდეგ, გააქტიურების ნაცვლად, დაცარიელდა. აღნიშნულ პრობლემას, კერძო მესაკუთრეები მოედანზე ავტომანქანების პარკინგის აკრძალვას უკავშირებენ.
„ცენტრალურ მოედანზე არსებულ მაღაზიებში არავინ აღარ შემოდის, რადგან კლიენტს ურჩევნია, ისეთ სავაჭრო ობიექტში შევიდეს, სადაც ახლომახლო ავტომანქანის პარკირებას შეძლებს. ტურისტების მოზიდვა რომ გვინდა და ქალაქის შუაგულში ავტომობილების და ტაქსების სადგომი არ არსებობს, მგონი სასაცილოა. რად უნდათ ეს ფასადები, თუ აქ ხალხმა არ იმოძრავა, რომ ჩაადუმეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი და უფუნქციო გახადეს. ეს ტერიტორია არასოდეს ყოფილა ასეთი ცარიელი, როგორც ახლა, ამ ე.წ. აღმშენებლობის პერიოდში, როგორც ,,ნაცები" გაიძახიან," - ამბობს ცენტრალურ მოედანზე არსებული შ.პ.ს ,,აისის" მფლობელი ლია სვანიძე.
ქუთაისის ცენტრალური ტერიტორიას, არააქტიურ და მეწარმეებისთვის წამგებიან ადგილად მიიჩნევენ სხვა ობიექტების მესაკუთრებიც. მათი თქმით, მოედანი მას შემდეგ დაცარიელდა, რაც ცენტრალური ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო. „რაც ეს ფანტანი გააკეთეს, ამის შემდეგ, ცენტრალური ნაწილის გამოცოცხლების ნაცვლად, მოედანი დაცარიელდა. უკეთესი იქნება, რომ გადახედონ მოედნის მოწყობის პროექტს და მასში კორექტივები შეიტანონ. ასე არც ჩვენ დავზარალდებით და არც კლიენტების ნაკლებობა შეგვაწუხებს. შესაბამისად, ეს ადგილიც უფრო აქტიური გახდება," - ამბობს ცენტრალურ მოედანზე არსებული რესტორან ,,ქალაქურის" თანამშრომელი დავით ჭეიშვილი.
მეწარმეების მსგავსად უკმაყოფილებას არც ტაქსის მძღოლები ფარავენ. რადგან მძღოლების განმარტებით, ავტოსადგომის გაუქმების შემდეგ, მათი სამუშაო პირობები გართულდათ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილების პარკირება გასულ წელს, რეაბილიტაციის დროს აიკრძალა. თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობას ავტოსადგომები, არც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ პარკინგის განახლების მოთხოვნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების მეპატრონეებმა მერიას არაერთხელ მიმართეს.
სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების მიერ გაგზავნილი ერთ-ერთ ასეთი განცხადების პასუხში ვკითხულობთ, რომ ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის დამტკიცებული პროექტი არ ითვალისწინებს მითითებულ ტერიტორიაზე ავტოსადგომის არსებობას. განცხადებას ხელს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ვასილ მებურიშვილი აწერს.
„თვითმართველობის მისამართით დაწერილმა კოლექტიურმა წერილმა შედეგი არ მოგვიტანა. ალბათ ვერ ამჩნევენ, რომ აქ არსებული გასაქირავებელი ფართების უმრავლესობას ჯერ კიდევ აწერია „ქირავდება". და დიდ ხანს კიდევ ასე ეწერება. არავინ გადაიხდის ფულს ისეთ ტერიტორიაზე განთავსებულ ფართში, სადაც ხალხი არ მოძრაობს. არ ვიცი, რას უნახავენ ამ ადგილს, ან რატომ არ შეიძლება აქ პარკინგი მოეწყოს," - ამბობს ცენტრალურ მოედანზე არსებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის" თანამშრომელი რამაზ გარუჩავა.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო ცენტრალურ მოედანზე ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით. თუმცა, განმარტავენ, რომ მისი ამ დრომდე მოწყობა რეალური მიზეზების გამო გადაიდო, რაც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს გამოსწორდება. „მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლომდე ჩაბარებული არ არის. რადგან ფანტანის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორია ჯერ კიდევ რესტავრაციის პროცესშია. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ამ
ავტორი: ანა ჯანაშია