|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილთა განსახლება გარიგებებითა და მოტყუებით(?!)

დევ­ნილ­თა დარ­ღვე­­ლი უფ­ლებები, თხოვ­ნი­თა და გა­რი­გებებით მი­ღებული ახალი საცხოვ­რებელი ფარ­თები  - ასეთ ფაქ­ტებსა და ის­ტო­რიებს ჰყვებიან იმე­რეთ­ში მცხოვ­რები დევ­ნი­ლები, რო­მელ­თა უმე­ტე­სობა, ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზის გა­მო, დღემ­დე გა­­სა­ძლის პი­რობებსა და ამორ­ტი­ზებულ შე­ნობებში ცხოვ­რობს.

500 დო­ლა­რი სახელმ­წი­ფოს­გან კუთ­ვნი­ლი ერ­თო­თახია­ნი ბინის სა­ნაც­ვლოდ - ეს არის თანხის მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნობა, რო­მე­ლიც კომ­პაქ­ტურ ჩა­სახლებაში მცხოვ­რებ დევ­ნი­ლებს ახალი, რეაბილი­ტი­რებული ფარ­თების „უპ­რობლე­მოდ" მი­სა­ღებად უნ­და გა­დაეხადათ, თუმ­ცა ესეც მხოლოდ - „კარ­გი ნაც­ნობობით". კი­დევ რა გა­რი­გებებზე საუბრობენ იმე­რეთ­ში მცხოვ­რები დევ­ნი­ლები და რა­ტომ ვერ ახერხებენ რამ­დე­ნი­მე წლი­­ნი ლო­დი­ნის მიუხედა­ვად, კუთ­ვნი­ლი, რეაბილი­ტი­რებული ფარ­თების მი­ღებას? „ახალი გა­ზე­თი" ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძიებაში ყვე­ლა ამ ის­ტო­რი­ის კვალ­დაკ­ვალ წა­ვი­და. ყვე­ლა კვა­ლი კი საქართველოს ლტოლ­ვილ­თა და განსახლების სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­თან,  და­ვით აფ­ცი­­ურ­თან მი­დის.

***

ქუ­თა­ის­ში, ჯერ კი­დევ 2009-2010 წლებში, დევ­ნილ­თათ­ვის ახალი საცხოვ­რებელი ობიექ­ტების რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ზო­გი­ერთ შე­ნობაში გა­მოჩ­ნდა და­კე­ტი­ლი ოთახები, წარ­წე­რით: „და­კა­ვებულია". პირ­ვე­ლად წო­რედ მა­შინ გაჟღერ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლობრივ­მა შტაბმა ყვე­ლა­ზე დი­დი ოთახები წი­ნას­წარ გას­ცეს, გარ­კვე­­ლი თანხის მი­ღების სა­ნაც­ვლოდ. თუმ­ცა მეტს არც დევ­ნი­ლები ამბობდ­ნენ და ინ­ფორ­მა­ცი­ას შტაბშიც უარყოფ­დნენ.

ახლა კი, მო­ლო­დი­ნის მიუხედა­ვად, კუთ­ვნი­ლი ფარ­თების მი­­ღებლობამ, დევ­ნი­ლები კო­რუფ­ცი­ულ გა­რე­გებებსა და სა­კუ­თარ გა­სა­ჭირ­ზე აა­ლა­პა­რა­კა.

***

ნა­ტო ხარა­იშ­ვი­ლი, ქუ­თა­ის­ში სას­ტუმ­რო „თბილი­სის" ძველ, ამორ­ტი­ზებულ შე­ნობაში წლებია ცხოვ­რობს. სახელ­მწი­ფოს მი­ერ გან­სახლების პრო­ცე­სის დაწყების მიუხედა­ვად, აფხაზე­თი­დან დევ­ნილ 7 სუ­ლი­ან ოჯახს ახალი საცხოვ­რებელი ფარ­თი ჯერ არ მი­­ღი­ა. მი­ზე­ზი მათ­თვის შე­თა­ვა­ზებული მცი­რე ფარ­თი­ა.

ნა­ტო ხარა­იშ­ვი­ლი ამბობს, რომ სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლობრივ­მა შტაბმა 7 სუ­ლი­ან ოჯახს მხოლოდ ერ­თო­თახია­ნი ბინა შეს­თა­ვა­ზა,  რა­ზეც მათ უა­რი გა­ნაცხადეს.

„თუ და­მაკ­მაყოფი­ლებენ ორო­თახია­ნი ბინით გა­და­ვალ, თუ არა, აქე­დან გამ­სვლე­ლი არ ვარ. მაგ­რამ აქ ცხოვ­რებაც უკ­ვე გა­­საძ­ლი­სი­ა.  შტაბის უფ­რო­სი და­ვით აფ­ცი­­­რი იყო მო­სუ­ლი ერთხელ, და­ვი­ჭი­რე, ვუთხარი - წა­მო­დი ნახე თუ არ მე­კუთ­ვნის ერთ ოთახზე მე­ტი-თქო, მის­გან პა­სუხად მი­ვი­ღე: და­მა­ნებე თა­ვი, შენ­თან ლა­პა­რა­კი არ გა­მო­დის-ო და გა­მექ­ცა. მას შემ­დეგ აღარ მი­მი­მარ­თავს განცხადებით. აზ­რი არ აქვს. ახლა ამბობენ, თუ იქ­ნება ახალი მშე­ნებლობა ქუ­თა­ის­ში, ისე­დაც ყვე­ლას და­აკ­მაყოფი­ლებენო. იმა­საც კი ამბობენ, ვინც თანხა გა­დაიხადა, ეკუთ­ვნო­და თუ არა, ყვე­ლა დაკ­მაყოფილ­და ახალი ფარ­თებით. ქუ­თა­ის­ში, სა­ღო­რი­­ზე ვინც გა­და­ვი­და რეაბილი­ტი­რებულ შე­ნობაში და კარგ ოთახებში მოხვდნენ, ყვე­ლამ ფუ­ლი გა­დაიხადა­ო," - ამბობს ნა­ტო ხარა­იშ­ვი­ლი, რომ­ლის მსგავ­სად, სას­ტუმ­რო „თბილის­ში", ახალი საცხოვ­რებელი ფარ­თებით დაკ­მაყოფი­ლებას 35-მდე ოჯახი ელო­დება. თუმ­ცა, ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­თა­ვა­ზებული ფარ­თების სიმ­წი­რე­ზე საუბრობს. მა­შინ რო­დე­საც სტან­დარ­ტების მიხედ­ვით, გა­ცი­ლებით მე­ტი ფარ­თი ეკუთ­ვნით.

დევ­ნილ­თა მი­მართ სახელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის განხორ­ცი­­ლების სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში ხაზ­გას­მით აღ­ნი­შუ­ლია ის სტან­დარ­ტები, რომ­ლი­თაც დევ­ნი­ლების საცხოვ­რებელი ფარ­თებით დაკ­მაყოფი­ლება უნ­და მოხდეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტების მიხედ­ვით, 1-2 მო­სახლე­ზე ერ­თო­თახია­ნი ბინაა გან­კუთ­ვნი­ლი (25-35 მ2), 3-4 მო­სახლე­ზე - ორო­თახია­ნი (40-45 მ2), 5-6 მო­სახლე­ზე - სა­მო­თახია­ნი (50-60 მ2) და და­მა­ტებით 5 მ2 - თი­თო­­ულ და­მა­ტებით მო­სახლე­ზე.

სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლობრივ შტაბს აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტების დარ­ღვე­ვა­ში იმე­რეთ­ში მცხოვ­რები დევ­ნილ­თა უმე­ტე­სობა ადა­ნა­შა­­ლებს და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გებებზე საუბრობენ.

მოტყუებული ოჯახი

ვა­ლენ­ტი­ნა ქურ­დობაძე ამჟამად წყალ­ტუბოში, სას­ტუმ­რო „ა­­ა"-ს ძველ შე­ნობაში აფა­რებს თავს. თა­ვის დრო­ზე „ა­­ა"-ში მცხოვ­რები დევ­ნი­ლის 6 სუ­ლი­­ნი ოჯახი ახლა სას­ტუმ­რო­ში მე­ზობლების კე­თი­ლი ნების იმე­დად არის. რად­გან, ცო­ტა ხნის წინ, ისი­ნი ფოთ­ში, ახალ შე­ნობაში გან­სახლების გა­მო, სას­ტუმ­რო­დან ამო­წე­რეს.

თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ 6 სუ­ლი­ან ოჯახს ფოთ­ში მხოლოდ ორო­თახია­ნი ბინა (ერ­თი სა­ძი­ნებელი ოთახი და ერ

ავტორი: თეა ზიბზიბაძე