მერაბიშვილის დაუგეგმავი შეხვედრა და ქუთაისელი მხატვრის ახდენილი ოცნება
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ქუთაისელ მხატვარსა და კინოდოკუმენტალისტ, მერაბ ქაჯაიას (პიკასო) ესტუმრა.
დაახლოებით ორ საათიან შეხვედრას "ლიბერალური კლუბის" წევრები და დამფუძნებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 19 აპრილს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის ეშინია.
ქვეყნის ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მასპინძელს, მერაბ ქაჯაიას განცხადებით, შეხვედრა სპონტანური იყო. ქაჯაია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის სტუმრობით ჰოლანდიური ოცნება აიხდინა."მიშას რეჟიმით" მოხიბლულმა კინოდოკუმენტალისტმა ჟურნალისტებს გაუმხილა ისიც, რომ ვანო მერაბიშვილისთვის მადლობის გადახდა მისი ერთ–ერთი ოცნება იყო.
ვანო მერაბიშვილმა სანდრო გირგვლიანისა და პატრულის მიერ მოკლული 19 წლის ქუთაისელ ვალერი ფხაკაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა და განმარტა რომ მეგობრებს შეხვდა.

ქუთაისელი მხატვრის სახლში გამართული შეხვედრამდე ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის, სამტრედიისა და ბაღდათის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ავტორი: სოფო ბობოხიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა