|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღარიბაშვილი: „ეს არ იყო იდეალური, მაგრამ კორექტული ვიყავი“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრასარა იდიალური, თუმცა კონსტრუქციულიუწოდა. მინისტრის შეფასებით მან დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ღიად და ამომწურავად უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯავახეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ნაციონალური  მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და დაძინა, რომ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გამოცდილების გაზიარება არ სჭირდება.



პარლამენტში საკუთარი ვიზიტი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ პატივისცემის გამოხატულებად შეაფასა. შეხვედრა უმცირესობის წევრებსა და მინისტრს შორის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტორი: სოფო ბობოხიძე