"მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან" - პროტესტი პარლამენტთან
ქუთაისში, საზოგადოების ნაწილმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით,  21–ე საუკუნეში ადამიანები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ.
"მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან",  – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ლაშა მესხი: "23 მარტი ჩემთვის არის საყოველთაო სირცხვილის დღე".
1 წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. 
გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს. 
        
        ავტორი: სოფო ბობოხიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა


![ქოლგების ორდენოსანი  შემკეთებელი ქუთაისიდან [VIDEO]](http://newpress.ge/uploads/all/00512.00_00_14_34.Still003_3.bmp)
![ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა  [VIDEO]](http://newpress.ge/uploads/all/bandicam%202020-01-14%2015-02-47-730.jpg)

18:30
16:36
10:58
23:12
12:36
















