|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები საზოგადოებრივი ტუალეტების გასახსნელად პრეზენტაციას ელოდებიან

ქუთაისში,საზოგადოებრივი ტუალეტების ამ დრომდე უფუნქციოდ ყოფნა მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ადგილობრივების თქმით, ქალაქში საპირფარეშოები მათი მოთხოვნით გაიხსნა. თუმცა, საჭიროების მიუხედავად, ამ დრომდე საპირფარეშოების სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცემიათ.
"პრეზენტაციას უცდიან ალბათ" – ამბობენ ქუთაისელები.




ქუთაისში, გასულ წელს ქალაქის ოთხ სხვადასხვა ადგილზე საპირფარეშო  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომაპნიამ ააშენა.

ავტორი: თეკლა მორგოშია