|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკური კონიუქტურა - ტენდენცია და საფრთხე

350-დან 800 ლა­რამ­დე,  და­კა­ვებული თა­ნამ­დებობის მიხედ­ვით მერყეობს იმ სახელ­ფა­სო სარ­გოს ოდე­ნობა, რო­მელ­ზეც უა­რის თქმა ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ დღემ­დე უწევთ. მი­ზე­ზი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად - განსხვა­ვებული პო­ლი­ტი­კუ­რი შეხედუ­ლებები გახლავთ, ხოლო  ოფი­ცი­ა­ლუ­რად - პი­რა­დი განცხადებები, რომ­ლებსაც ის საჯარო მოხელეები წე­რენ, ვის­თვი­საც  შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყარო უკ­ვე ყოფი­ლი სამ­სახურებია. ამა­ვე დროს  ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობების პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კომ­პლექ­ტების ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დება. 2012 წლის 1 ოქ­ტომბრის შემ­დეგ რე­გი­ო­ნებსა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებში გან­ვი­თა­რებულ მოვ­ლე­ნებს უფ­ლებადამ­ცვე­ლები  კვლე­ვის საგ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ. ქვეყნის ხელი­სუფ­ლების ცვლის პა­რა­ლე­ლუ­რად ცვლი­ლებები პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რეობს თვით­მმარ­თვე­ლობებში, და ხშირ შემთხვე­ვა­ში ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას მე­ო­რე ანაც­ვლებს, რაც თა­ვის მხრივ  ასე­ვე იწ­ვევს სხვა­დასხვა დარ­ღვე­ვებს.

პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით საჯარო სამ­სახურებიდან  გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა თე­მამ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებამ­დე მე­დი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობრი­ვი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების ყურად­ღება არა­ერთხელ მი­იქ­ცი­ა. უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ­თა  დი­დი ნა­წი­ლი სა­კუ­თარ გა­თა­ვი­სუფ­ლებას „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" მხარ­დამ­ჭერ­თა ზე­წო­ლა­სა და  სა­კუ­თარ განსხვა­ვებულ პო­ლი­ტი­კურ შეხედუ­ლებებს უკავ­ში­რებდა. არ­ჩევ­ნებამ­დე გან­სა­კუთ­რებით ბევ­რი იყო ასე­თი ადა­მი­ა­ნის რიცხვში საჯარო სკო­ლების პე­და­გო­გები, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებლების ლექ­ტორ-მას­წავ­ლებლები, შე­და­რებით ცო­ტა კერ­ძო სექ­ტო­რი­დან და ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სამ­სახურებიდან  დათხოვ­ნილ­ნი. რო­გორც უფ­ლებადამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციების წარ­მო­მად­გენ­ლები გან­მარ­ტა­ვენ, სა­ვა­რა­უ­დო პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სამ­სახურებიდან გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა საქ­მეების დი­დი ნა­წი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში არ გაგ­რძე­ლებულა, რად­გან საჯარო სამ­სახურებიდან დათხოვ­ნილ­ნი  ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე არი­ან  გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­ნი.

ტენ­დენ­ცი­უ­რი თვით­მმარ­თვე­ლობები

ბოლო წლების მან­ძილ­ზე საჯარო სამ­სახურებიდან დათხოვ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნები საუბრობენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი რეჟიმის მსხვერ­პლნი არი­ან, ამას­თან ჩა­მოყალიბდა და­მო­კი­დებულება და საჯარო სამ­სახურები ძი­რი­თა­დად კომ­პლექ­ტდება პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რებული მოხელეებით. იქ­მნება სა­შიშ­როება, რომ ბოლო დროს ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობებში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სების გა­მო, ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ჩა­ა­ნაც­ვლებს მე­ო­რე. ექ­სპერ­ტების გან­მარ­ტებით კი, საჯარო სამ­სახურ­ში და­ნიშ­ნუ­ლი თუ არ­ჩე­უ­ლი კად­რი შე­საბამის კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მაყოფი­ლებდეს. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყრდნობით ჩა­ტა­რებულ­მა კვლე­ვებმა აჩ­ვე­ნა, ერ­თის მხრივ,  სამ­სახურებიდან დათხოვ­ნით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გათ ადა­მი­ა­ნებს. მე­ო­რეს მხრივ კი, ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნების ინ­ტე­რე­სის გა­მო შე­იძ­ლება და­ზა­რალ­დეს ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ბიუჯეტი, რომ­ლის დი­დი ნა­წი­ლი ხშირ შემთხვე­ვა­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარჯების და­ფარ­ვას ხმარ­დება.

არა­სამ­თავ­რობო  ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა - სა­ქარ­თვე­ლოს" ქუ­თა­ი­სის ოფი­სის მი­ერ იმე­რე­თის თერ­თმე­ტი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მოთხოვი­ლი
საჯარო ინ­ფორ­მა­ცია  2012 წლის 1 ივ­ნი­სი­დან 2013 წლის 1 თებერ­ვლამ­დე ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ორ­გა­ნოებში გა­თა­ვი­სუფ­ლებული და და­საქ­მებული თა­ნამ­შრომ­ლების შე­სახებ,  გარ­კვე­უ­ლი დას­კვნების გა­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლებას იძ­ლე­ვა. იკ­ვე­თება ტენ­დენ­ცი­ა, რომ 1 ოქ­ტომბრის შემ­დეგ და­საქ­მებულ­თა რიცხვი მე­ტი­ა, ვიდ­რე გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა. ამას­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა დამ­ცვე­ლები საჯარო სამ­სახურებში და­საქ­მებულ­თა და  ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობებიდან დათხოვ­ნილ­თა სა­მარ­თლებრივ სა­ფუძ­ვლებს იკ­ვლე­ვენ.

„ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სამ­სახურებში ყვე­ლა­ზე მე­ტი თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში და­ნიშ­ნუ­ლია წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გეობის სამ­სახურებში, სა­დაც საჯარო მოხელე­თა რიცხვი მხოლოდ 2 -ით შემ­ცირ­და და 52-ით გა­ი­ზარ­და. ბაღ­დათ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა 21 თა­ნამ­შრო­მე­ლი და და­ი­ნიშ­ნა - 50. ყვე­ლა­ზე მე­ტი საჯარო პი­რი დათხოვ­ნი­ლია ჭი­ა­თუ­რის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სამ­სახურებიდან  და მა­თი რიცხვი 94-ს შე­ად­გენს, და­საქ­მებულ­თა რა­ო­დე­ნობა კი გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა რა­ო­დე­ნობის ნახევარს მცი­რე­დით აჭარბებს და 52-ია. 11-ჯერ მე­ტია საჯარო სამ­სახური­დან დათხოვ­ნილ­თა რიცხვი და­საქ­მებულ­თა რა­ო­დე­ნობაზე ხარა­გა­ულ­ში, აქ 22 ადა­მი­ა­ნია გა­თა­ვი­სუფ­ლებული და 2 და­საქ­მებული.  დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ზეს­ტა­ფონ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა 22 საჯარო მოხელე და და­ი­ნიშ­ნა
2-ჯერ მე­ტი-44. ორჯერ მე­ტი თა­ნამ­შრო­მე­ლია აყვა­ნი­ლი  თერჯოლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, - საჯარო სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 6  და და­ი­ნიშ­ნა 12 ადა­მი­ა­ნი. ტყიბულის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში  გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა და სამ­სახურ­ში მი­ღებულ­თა რიცხვი თა­ნაბარია - 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვან­სა და სამ­ტრე­დი­ა­ში ერ­თით მე­ტი-5 პი­რია და­საქ­მებული საჯარო სამ­სახურ­ში, ვიდ­რე გა­თა­ვი­სუფ­ლებული.  ხონ­ში 10 ადა­მი­ანი ანუ 2 -ით მე­ტია გა­თა­ვი­სუფ­ლებული, ვიდ­რე და­საქ­მებული. საჩხერე­ში 6-ით მე­ტი, 36 პი­რია და­ნიშ­ნუ­ლი, ვიდ­რე დათხოვ­ნი­ლი.

პი­რა­დი განცხადება - ნება, თუ ზე­წო­ლა?!

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მებით, საჯარო სამ­სახურებიდან თა­ნამ­შრომ­ლების დი­დი ნა­წი­ლი პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზეა გა­თა­ვი­სუფ­ლებული, „საჯარო სამ­სახურის შე­სახებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 95-ე მუხლის შე­საბამი­სად. მცი­რეა იმ ადა­მი­ა­ნების რა­ო­დე­ნობა, რომ­ლებიც ხელ­შეკ­რუ­ლებით იყვნენ და­საქ­მებულ­ნი და  ვა­დის ამო­წურ­ვის გა­მო მოუხდათ სამ­სახურის და­ტო­ვება. ერ­თე­უ­ლია ისე­თი შემთხვე­ვები, რო­ცა საჯარო მოხელის გა­თა­ვი­სუფ­ლებას სამ­სახურებრი­ვი გა­დაც­დო­მა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად.

რო­გორც „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა - სა­ქარ­თვე­ლოს" ქუ­თა­ი­სის ოფის­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ მო­ნა­ცე­მების გა­ა­ნა­ლი­ზებით გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩნე­ვა და მა­გა­ლი­თად ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი  მოჰყავთ, სა­დაც 2012 წლის 1 ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებამ­დე საჯარო სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებულია 1 პი­რი, მი­ღებულია - 9, ხოლო არ­ჩევ­ნების შემ­დეგ  დათხოვ­ნი­ლია - 21 და მი­ღებულია - 35 ადა­მი­ა­ნი. ოფი­სის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, თა­მარ ჭარბაძის აზ­რით, „შე­ი­ნიშ­ნება ტენ­დენ­ცი­ა, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებში არ­ჩევ­ნების შემ­დეგ საჯარო სამ­სახურებში და­საქ­მებულ­თა რიცხვი გაზ­რდი­ლი­ა. ამას­თან, გა­თა­ვი­სუფ­ლების შემთხვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, ეჭ­ვქვეშ დგება რამ­დე­ნად შე­ე­საბამება პი­რა­დი განცხადება ამ ადა­მი­ა­ნების ნება-სურ­ვილს. გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით,
საჯარო სამ­სახურებში და­ნიშ­ვნა არ მომხდა­რა კონ­კურ­სი­ს წე­სით. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით „ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის შე­სახებ" კი შე­საძ­ლებელია პი­რის 3 თვემ­დე ვა­დით მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებლად და­ნიშ­ვნა. თუმ­ცა დღე­ის მდგო­მა­რეობით, საჯარო სამ­სახურებში იმე­რე­თის 11 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შტაბით, კონ­კურ­სი არ ჩა­ტა­რებულა. ამა­ვე დროს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი წერს განცხადებას, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს საჯარო სამ­სახურ­ში და­კა­ვებული თა­ნამ­დებობიდან და ამ ადა­მი­ანს არ აქვს სხვა სამ­სახური, არ აქვს შე­მო­სავ­ლის სხვა წყარო და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი მი­დის სა­სა­მარ­თლო­ში ამა­ვე სა­კითხთან და­კავ­ში­რებით, ეჭ­ვქვეშ დგება - რამ­დე­ნად ნამ­დვი­ლი იყო მი­სი ნების გა­მოხატ­ვა".

პრე­ცენ­დენ­ტი დათხოვ­ნი­ლის სა­სარ­გებლოდ

ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გეობის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნამ­შრო­მელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა და­კა­ვებული თა­ნამ­დებობა პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა, მათ შო­რი­საა ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძე, რო­მე­ლიც გამ­გეობის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლ სამ­სახურს ხელ­მძღვა­ნე­ლობდა  2013 წლის 30 იან­ვრამ­დე, ვიდ­რე მას გა­თა­ვი­სუფ­ლების ბრძა­ნება ჩაბარ­დებოდა. „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა - სა­ქარ­თვე­ლოს" იუ­რის­ტის თეო ზა­ქა­რაშ­ვი­ლის განცხადებით, რო­მე­ლიც ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძის საქ­მის ად­ვო­კა­ტი­რებას აწარ­მოებს,  უკ­ვე და­იშ­ვა პრე­ცენ­დენ­ტი, რო­ცა სამ­სახური­დან უკა­ნო­ნოდ დათხოვ­ნი­ლის მი­მართ სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლებელი გა­დაწყვე­ტი­ლება დად­გა. „ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გეობის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლებული იყო 30 იან­ვარს გამ­გებლის ბრძა­ნების სა­ფუძ­ველ­ზე და არა პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გორც ეს ზეს­ტა­ფო­ნის   მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გეობის მი­ერ მო­წო­დებულ საჯარო ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია მი­თი­თებული. ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ  15 მარტს, მო­სა­მარ­თლე გე­ლა ქი­რი­ას გა­დაწყვე­ტი­ლებით, სამ­სახური­დან დათხოვ­ნის ბრძა­ნებაში მოყვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტები ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლების­თვის არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნია და და­აკ­მაყოფი­ლა მო­სარ­ჩე­ლე მხარის მოთხოვ­ნა სრუ­ლად. მო­სა­მარ­თლემ გა­ა­უქ­მა გამ­გებლის ბრძა­ნება და და­ა­ვა­ლა გამ­გეობას,  რომ ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძე დაუყოვ­ნებლივ აღ­დგეს სამ­სახურ­ში და აუ­ნაზ­ღა­ურ­დეს გა­ნაც­დუ­რი სარ­გო", - აცხადებს თეო ზა­ქა­რაშ­ვი­ლი. იუ­რის­ტის თქმით,  საჯარო სამ­სახური­დან დათხოვ­ნილ სხვა პი­რებს ამ დრო­ის­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის არ მი­უ­მარ­თავთ. თუმ­ცა, არის პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა საქ­მეები, რომ­ლებსაც ასე­ვე მოჰყვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სები.

მაჟორი­ტა­რის კონ­ტრარ­გუ­მენ­ტები 

ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძე სამ­სახური­დან დათხოვ­ნას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რებულს უწო­დებს და ზეს­ტა­ფო­ნის მაჟორი­ტარ დე­პუ­ტატს გო­გი ქავ­თა­რა­ძის პი­რად სურ­ვილს უკავ­ში­რებს: „გა­თა­ვი­სუფ­ლების წი­ნა დღით დაბარებული ვიყავი მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბიუ­რო­ში. შევხვდი გო­გი ქავ­თა­რა­ძეს, მი­სი მრისხანება და აგ­რე­სია გა­მო­ვიწ­ვიე მხოლოდ იმი­ტომ, რომ მე არ მქონ­და და­წე­რი­ლი სამ­სახური­დან წას­ვლის შე­სახებ  განცხადება და ვიყავი სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი.  რო­გორც ძვე­ლი ხელი­სუფ­ლების „გად­მო­ნაშ­თი",  უნ­და მივმხდა­რიყავი და სამ­სახური­დან წავ­სუ­ლიყავი. ამას მოჰყვა შე­კა­მა­თება, ვცდი­ლობდი კონ­ტრარ­გუ­მენ­ტები მეთ­ქვა. ის არ მის­მენ­და და მპა­სუხობდა, რომ არ იყო სა­ჭი­რო მოს­მე­ნა, იცო­და ყვე­ლა­ფე­რი და უნ­და წავ­სუ­ლიყავი. ჩვე­ნი ხმა­უ­რი­ა­ნი დი­ა­ლო­გი დაახლოებით ნახევა­რი სა­ა­თი გაგ­რძელ­და. ეს იყო აშ­კა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა. ისიც მითხრა: „შენ „ნა­ცი­ო­ნა­ლი" ხარ და უნ­და წახვი­დე­ო", მითხრა - „სა­დაც გინ­და წა­დი, სა­დაც გინ­და იჩივ­ლე, მე გო­გი ქავ­თა­რა­ძეს მინ­და ასე და თქვენ  ყვე­ლა­ნი უნ­და წახვი­დე­თო", - აცხადებს ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძე.

სამ­თე­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლების პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარყოფს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გეობის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით კამ­კა­ძე: „ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძე სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებულია სა­მუ­შა­ოს არაჯეროვ­ნად შეს­რუ­ლების­თვის. რა­ტომ­ღაც, ამ ქალბატონს უნ­და, რომ მი­სი სამ­სახური­დან წას­ვლას პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი მის­ცეს. ის მარ­თლაც აქ­ტი­უ­რი წევ­რია „ნაც­მოძ­რაობის" და სა­მუ­შაო კაბინეტ­ში თათბირიც კი ქონ­და მის თა­ნამ­შრომ­ლებთან და მხარ­დამ­ჭე­რებთან. თუმ­ცა,  ხაზ­გას­მით მინ­და ა­ღვნიშ­ნო, რომ მი­სი სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლების მი­ზე­ზი სა­მუ­შა­ოს არაჯეროვ­ნად შეს­რუ­ლებაა."

ნა­ტა­ლია სამ­თე­ლა­ძეს­თან შეხვედ­რის დე­ტა­ლებს იხსე­ნებს გო­გი ქავ­თა­რა­ძე. მი­სი­ვე თქმით, სამ­თე­ლა­ძის სამ­სახური­დან დათხოვ­ნის მიზე­ზი პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნე­ა. „აქ იყო, ავუხსე­ნით, რომ მი­სი დო­ნე არ აკ­მაყოფი­ლებდა ჩვენს პრო­ფე­სი­ულ მოთხოვ­ნებს - ეს არის და ეს. თა­ნამ­შრო­მელს ათა­ვი­სუფ­ლებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელი ნუგ­ზარ ქა­მუ­შა­ძე. გა­თა­ვი­სუფ­ლების ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი იყო დაბალი პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნე. თა­ვად მი­აჩ­ნია, რომ მა­ღა­ლი აქვს, რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ჩვენ  ახლა ეს? პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არა­ფერ შუ­ა­ში­ა, მე და­უ­ფა­რა­ვად ვუთხარი: „თქვენ რომ იყოთ ჩემს ად­გილ­ზე, ან თვეების წინ რომ ყოფი­ლიყავით, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით?", - ამბობს ზეს­ტა­ფო­ნის მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი.

უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლებისა და და­საქ­მების ტენ­დენ­ცია  გრძელ­დება

იმე­რე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებში 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების შემ­დეგ საჯარო სამ­სახურებიდან გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა და თვით­მმარ­თვე­ლობებში და­საქ­მებულ­თა სა­მარ­თლებრივ სა­ფუძ­ვლებს იკ­ვ­ლევს კი­დევ ერ­თი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა.  „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის მო­ნა­ცე­მებით, იმე­რე­თის მას­შტაბით, თით­ქმის ყვე­ლა თვით­მმარ­თვე­ლობაში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტების საკ­რებულოების თავმჯდო­მა­რეებმა და გამ­გებელ­მა  და­წე­რეს განცხადებები და და­ტო­ვეს თა­ნამ­დებობები. „სამ­წუხარო ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნება, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებში პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე არი­ან ადა­მი­ა­ნები დათხოვ­ნილ­ნი, რა­საც არამც და არამც არ ვე­თანხმებით. არ­სებობს და­დას­ტუ­რებული ეჭ­ვი, რომ პი­რა­დი განცხადებები არაა ნების გა­მომხატ­ვე­ლი," - აცხადებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ფა­ჩუ­ლია და პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე დათხოვ­ნებს არას­წო­რად დამ­კვიდ­რებულ პრაქ­ტი­კას უწო­დებს. „ ჩვენ გვაქვს სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში და გვაქვს მტკი­ცებულება, რომ დათხოვ­ნა არ იყო პი­რა­დი ნების გა­მოხატ­ვა და ეს გახლდათ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნების გა­მო­ძახილი. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებამ­დე და მის შემ­დე­გაც ეს გახდა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი და ჩვენ მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს ვა­წარ­მოებთ. ჩვე­ნი კვლე­ვის მიხედ­ვით, რო­მე­ლიც 1 ოქ­ტომბრი­დან მიმ­დი­ნა­რე წლის თებერ­ვლის პირ­ველ ნახევარს მო­ი­ცავს,  სტა­ტის­ტი­კუ­რად,  ძი­რი­თა­დი დათხოვ­ნები მო­დის სოფ­ლების რწმუ­ნებულებზე. ანუ ამ ადა­მი­ა­ნებმა იმე­რე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თით­ქმის ერთ დღეს და­წე­რეს განცხადება გა­თა­ვი­სუფ­ლების შე­სახებ. ვინც არ და­წე­რა განცხადება, აბსურ­დუ­ლი ბრძა­ნების სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლებული. არის ფაქ­ტები, რო­ცა ჩვენ­თან მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნები პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებენ გა­თა­ვი­სუფ­ლებისას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ზე­წო­ლა­ზე. გვაქვს ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მეები, რომ­ლებზეც ჯერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი არ გა­მარ­თუ­ლა, ვი­ცავთ სოფ­ლების ყოფილ რწმუ­ნებულებს და რა შე­დე­გი დად­გება, რა თქმა უნ­და, ჯერჯერობით უც­ნობია," - აცხადებს თა­მარ ფა­ჩუ­ლი­ა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის მო­ნა­ცე­მებით, საჩხერის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გეობიდან ერთ დღეს პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა 26 საჯარო მოხელე, რაც გამ­გეობაში და­საქ­მებულ­თა რიცხვის გათ­ვა­ლის­წი­ნებით მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი­ა. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების შემ­დეგ, ასე­ვე პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა სამ­სახური ჭი­ა­თუ­რის გამ­გეობის 51 თა­ნამ­შრო­მელ­მა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ხონის  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რებულო­დან 23 თა­ნამ­შრო­მე­ლი  გა­თა­ვი­სუფ­ლდა ასე­ვე პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე. იუ­რის­ტების განცხადებით, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შემ­დგო­მი კვლე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი­ა, რად­გან შე­იძ­ლება ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 23 ადა­მი­ა­ნის დათხოვ­ნა ხონის საკ­რებულოს მთლი­ა­ნი აპა­რა­ტის  დათხოვ­ნას ნიშ­ნავს. „სა­ი­ა"-ს ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის განცხადებით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის ობიექტს საჯარო სამ­სახურებიდან გა­თა­ვი­სუფ­ლებას­თან ერ­თად ახალი კად­რის და­ნიშ­ვნაც წარ­მო­ად­გენს. უფ­ლებადამ­ცვე­ლის აზ­რით, 1 ოქ­ტომბრამ­დე და მას შემ­დეგ ამ კუთხით პრო­ცე­სები არ შე­ჩე­რებულა.

უფ­ლებადამ­ცველ­თა კვლე­ვის ობიექ­ტია ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თველობებში და­საქ­მებულ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა, ახალი კად­რის აყვა­ნის სა­ჭი­როება, შტა­ტების ზრდის ტენ­დენ­ცია და ხელ­შეკ­რუ­ლებით და­საქ­მებულ­თა რიცხვი და სა­ჭი­როება.  „ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ა­ა, რომ რო­დე­საც საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე, მე­რი ან  გამ­გებელი ტო­ვებს თა­ნამ­დებობას, აუ­ცი­ლებელია და­ი­ნიშ­ნოს დროებითი  მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი, მი­სი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, რა­საც „ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის შე­სახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამა­ვე დროს სა­ჭი­როა გა­მოცხად­დეს კონ­კურ­სი და ვა­კან­ტურ თა­ნამ­დებობაზე კონ­კურ­სის წე­სით შე­ირ­ჩეს პი­რი. კონ­კურ­სის წე­სით უნ­და ირ­ჩე­ოდ­ნენ სხვა საჯარო მოხელეებიც, თუმ­ცა ჩვენს მი­ერ მო­პო­ვებული  ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმე­რე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებში მსგავ­სი კონ­კურ­სები ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სამ­სახურებში საჯარო მოხელის თა­ნამ­დებობაზე არ გა­მოცხადებულა. მხოლოდ ხარა­გა­ულ­სა და ბაღ­დათ­ში აირ­ჩი­ეს კონ­კურ­სის წე­სით გამ­გებლები,“- გან­მარ­ტავს ფა­ჩუ­ლია.

შტა­ტების ოპ­ტი­მი­ზა­ცია ზრდის ხარჯზე

სა­ზო­გა­დოებრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ციების კვლე­ვი­ს სა­გა­ნი გახდა გა­და­ა­ჭარბეს თუ არა კონ­კრე­ტულ­მა საჯარო მოხელეებმა მი­ნი­ჭებულ უფ­ლებამო­სი­ლებას, აქვს თუ არა ად­გი­ლი თა­ნამ­დებობის ბორო­ტად გა­მოყენებას, რა ზა­რა­ლი მი­ად­გა ბიუჯეტს, ირ­ღვე­ვა თუ არა საჯარო სამ­სახურ­ში მი­ღების, და­წი­ნა­უ­რების, ატეს­ტა­ცი­ის, საკ­ლა­სო ჩი­ნების, დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუხის­მგებლობის და სხვა წე­სები. 2013 წლი­დან ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში  რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით მე­ტი თა­ნამ­შრო­მე­ლი  მუ­შაობს. ხელოვ­ნუ­რად გაზ­რდილ შტა­ტებზე ოპო­ზი­ცი­ი­სა  და არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების წარ­მო­მად­გენ­ლებთან ერ­თად საჯაროდ საუბრობს  მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. თენ­გიზ თო­ფუ­რი­ძის განცხადებით, მე­რი­ა­ში საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლების გაზ­რდის აუ­ცი­ლებლობა არ არ­სებობდა, მით უფ­რო, რომ  თა­ნამ­დებობებზე ადა­მი­ა­ნები კონ­კურ­სის გა­რე­შე  და­ი­ნიშ­ნენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლობაში  ამ დრო­ის­თვის 574 თა­ნამ­შრო­მე­ლი შტატ­ში მუ­შაობს,  ამას ემა­ტება  შტატ­გა­რე­შე 93 თა­ნამ­შრო­მე­ლი და მე­რი­ის სამ­სახურების პროგ­რა­მებში და­საქ­მებული 73 ადა­მი­ა­ნი. მიმ­დი­ნა­რე წლი­დან მე­რი­ა­სა და საკ­რებულოს სტრუქ­ტუ­რულ და­ნაყოფებში შტატ­ში და ხელ­შეკ­რუ­ლებით სულ 740 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მებული. ამა­ვე მო­ნა­ცე­მებით,  2012 წელს თვით­მმარ­თვე­ლობაში შტატ­ში 534 თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შაობდა, ამას ემა­ტებოდა 93- ხელ­შეკ­რუ­ლებით აყვა­ნი­ლი, 125 - მე­რი­ის
ჯან­დაც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კის სამ­სახურებისა და საბინაო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რების სამ­სახურის პროგ­რა­მა „კორ­პუს­ში",  2- ეკო­ნო­მი­კის პროგ­რა­მებში და 18- ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მებში და­საქ­მებულ­თა  რა­ო­დე­ნობა. შტა­ტების მა­ტების გა­მო გა­ი­ზარ­და სახელ­ფა­სო ფონ­დიც. ქა­ლა­ქის  წლე­ვან­დე­ლი ბიუჯეტი 43 მი­ლი­ო­ნი ლა­რია და ამ თანხიდან 8 მი­ლი­ო­ნი ლა­რი ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში და­საქ­მებულ­თა ხელ­ფა­სების­თვის დაიხარჯება.

რო­გორც მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ თო­ფუ­რი­ძე გან­მარ­ტავს, 2008 წლი­დან 2012 წლამ­დე ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სამ­სახურებში და­საქ­მებულ­თა რიცხვი თით­ქმის გა­ორ­მაგ­და. ამას­თან, თო­ფუ­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარჯები ქა­ლა­ქის ბიუჯეტის შე­მო­სავ­ლების 85%-ს, ხოლო მთლი­ა­ნი ბიუჯეტის 25% -ს შე­ად­გენს. თენ­გიზ თო­ფუ­რი­ძის განცხადებით, მან კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მებით და შე­საბამი­სი განცხადებებით ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს არერთხელ მი­მარ­თა. „სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად 2013 წლი­დან 3 სამ­სახური შე­იქ­მნა, მათ შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზე­დამხედ­ვე­ლობის სამ­სახური და სამ­შე­ნებლო საქ­მი­ა­ნობაზე ზე­დამხედ­ვე­ლობის სამ­სახური, მო­ი­მა­ტა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა ხარჯმა. სახელ­ფა­სო ფონ­დი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარჯი
ჯამ­ში შე­ად­გენს ქა­ლა­ქის ბიუჯეტის 25%-ს. ამას­თან, თა­ნამ­დებობებზე ინიშ­ნებიან ყოველ­გვა­რი კონ­კურ­სის გა­რე­შე, შე­საბამი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცის არ­მქო­ნე პი­რები, "- აცხადებს თო­ფუ­რი­ძე.

შტა­ტების ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­სათ­ვის 2013 წლის ბიუჯეტის პრო­ექ­ტის განხილ­ვის შემ­დეგ მე­რი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა ად­გი­ლობრივ­მა არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პა­ა­ტა კლდი­აშ­ვი­ლის განცხადებით, ერ­თია თუ ოპ­ტი­მა­ლუ­რის რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია შტატ­ში და­საქ­მებულ თა­ნამ­შრო­მელ­თა ოდე­ნობა, მე­ო­რეა ის, რომ შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მელ­თა რიცხვია ძა­ლი­ან დი­დი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია ხელ­შეკ­რუ­ლებით და­საქ­მებულ­თა ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას შეეხებოდა და მა­თი აუ­ცი­ლებელი სა­ჭი­როების შემთხვე­ვა­ში შტატ­ში აყვა­ნას გუ­ლისხმობდა, რა­თა სახელ­ფა­სო ხარჯები ბიუჯეტ­ში სწო­რად ასახულიყო. პა­ა­ტა კლდი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით: „მიმ­დი­ნა­რე წლის მო­ნა­ცე­მებით ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში ამ დრომ­დე და­მა­ტებით და­საქ­მებულია ხელ­შეკ­რუ­ლების პი­რობებით 7 ადა­მი­ა­ნი. ჯერ პირ­ვე­ლი დე­კა­და არ დამ­თავ­რებულა და ჩვე­ნი აზ­რით,  ეს არც თუ ისე ცო­ტა რა­ო­დე­ნობაა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მებით 2012 წ­ლის მან­ძილ­ზე თვით­მმარ­თვე­ლობაში ხელ­შეკ­რუ­ლებით შტატ­გა­რე­შედ აყვა­ნი­ლი იქ­ნა 174 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამა­ვე დროს შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მელ­თა აყვა­ნას­თან და­კავ­ში­რებული პო­ლი­ტი­კა ნა­თე­ლი არ არის და მო­ითხოვს და­მა­ტებით გან­მარ­ტებებს (და­ზუს­ტებებს). თუ სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ჭი­როა მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე, მა­შინ სა­თა­ნა­დო და­საბუთების შემ­დეგ უნ­და მოხდეს შტა­ტების და­მა­ტება, ხოლო შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მელ­თა აყვა­ნა უნ­და ხორ­ცი­ელ­დებოდეს კონ­კრე­ტუ­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლების მიზ­ნით, წი­ნას­წარ გან­საზ­ღვრუ­ლი ვა­დით. ამას­თან, თი­თო­ე­ულ­მა სამ­სახურ­მა, რო­მელ­საც გა­მოყოფი­ლი აქვს სახსრები შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლების­თვის, ნათ­ლად უნ­და აღ­წე­როს ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლების მი­ერ შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოს ში­ნა­არ­სი და და­ა­საბუთოს მა­თი სა­ჭი­როება".

„სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ გა­მოქ­ვეყნებულ  სა­ინ­ფორ­მა­ციო ბიუ­ლე­ტენ­ში „თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქის ქუ­თა­ი­სის 2012 წლის ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტის შეს­რუ­ლების მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გების" მიხედ­ვით, ბოლო სა­მი წლის მან­ძილ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარჯების (ხელ­ფა­სები, პრე­მიები, სატ­რან­სპორ­ტო ხარჯები და ა.შ.)  ზრდა ფიქ­სირ­დება. კერ­ძოდ: 2011 წელს წი­ნა წელ­თან შე­და­რებით ზრდამ შე­ად­გი­ნა 7,5%,  ხოლო 2012 წელს -25%. „გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ გა­ნი­საზ­ღვროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარჯების ზე­და ზღვა­რი ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტის სა­კუ­თა­რი შე­მო­სუ­ლობების მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზღვა­რი პირ­ველ ეტაპ­ზე უნ­და და­წეს­დეს საკ­რებულოს დად­გე­ნი­ლებით, ხოლო შემ­დეგ, დაყენებული იქ­ნეს სა­კითხი სა­ქარ­თვე­ლოს საბიუჯეტო კო­დექ­სის შე­საბამი­სი სა­კა­ნონ­მდებლო ცვლი­ლებების განხორ­ცი­ე­ლების შე­სახებ", - აცხადებს პა­ა­ტა კლდი­აშ­ვი­ლი. 

ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის საქ­მი­ა­ნობის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის შექ­მნი­ლი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა კო­ა­ლი­ცი­ის „გამ­ჭვირ­ვა­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერ­თი წევ­რის „კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია-სა­ჩი­ნოს”აღ­მას­რუ­ლებელი დი­რექ­ტო­რის  ზუ­რაბ ხურ­ცი­ძის განცხადებით, კო­ა­ლი­ცი­ამ წე­რი­ლით მი­მარ­თა  ქა­ლა­ქის საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რეს,  რა­თა საკ­რებულომ ქა­ლა­ქის მე­რი­ის სამ­სახურების საქ­მი­ა­ნობის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის შექ­მნა უზ­რუნ­ველყოს. ამას­თან ზუ­რაბ ხურ­ცი­ძის აზ­რით, აუ­ცი­ლებელია სამ­სახურების დებულებების შეს­წავ­ლა, რად­გან მიმ­დი­ნა­რე წელს შექ­მნი­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლებით დებულებების დუბლი­რება მოხდა, ერ­თი და იმა­ვე საქ­მი­ა­ნობაში გახარჯული თანხა კი  ბიუჯეტის არა­მიზ­ნობრი­ვ ხარჯვაა: „ნების­მი­ე­რი ხარჯვი­თი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არ არის გათ­ვლი­ლი მიზ­ნობრი­ვად, რო­ცა თა­ნამ­შრო­მელს ზუს­ტად არა აქვს გან­საზ­ღვრუ­ლი თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ა, ეს არა­მიზ­ნობრი­ვი ხარჯვა­ა.­ მა­გა­ლი­თად, ერ­თი და იგი­ვე რა­ო­დე­ნობის თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შაობს მარ­თვის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნოებში, რო­მელ­თა დაქ­ვემ­დებარებაშია 500-დან  ათა­სამ­დე  და 35-დან 40 ათა­სამ­დე მცხოვ­რებით და­სახლებული პუნ­ქტი. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­ორ­დი­ნა­ცია გვინ­და მო­სახლეობას­თან, საკ­მა­რი­სია 4 - 4 თა­ნამ­შრომ­ლის და­საქ­მება მე­რი­ის დაქ­ვემ­დებარებაში მყოფი მარ­თვის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნოებში, თუ ეს ადა­მი­ა­ნები და­იტ­ვირ­თებიან სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლობის შე­საბამი­სად, უფ­რო გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებენ ვიდ­რე დღეს. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით, უპ­რი­ა­ნი იქ­ნება, მოხდეს  მარ­თვის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი  ორ­გა­ნოების დამსხვი­ლება და 12 -ის  ნაც­ვლად 5 ერ­თე­უ­ლამ­დე დაყვა­ნა, ჩვენ გვჭირ­დება მობილუ­რი ჯგუ­ფი, რომ ეფექ­ტუ­რად განხორ­ცი­ელ­დეს შე­საბამი­სი სერ­ვი­სები," - აცხადებს  „კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია - სა­ჩი­ნოს”აღ­მას­რუ­ლებელი დი­რექ­ტო­რი.

  ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის მე­რის, ბესიკ ბრე­გა­ძის გან­მარ­ტებით, მე­რი­ა­ში საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის ზრდა ხელ­შეკ­რუ­ლებით და­საქ­მებული თა­ნამ­შრომ­ლების შტატ­ში გა­დაყვა­ნამ გა­ნა­პი­რობა. „და­ე­მა­ტა რა­ღაც რა­ო­დე­ნობა თა­ნამ­შრომ­ლები, თუმ­ცა ჩე­მი პო­ზი­ცი­ა­ა, კი­დევ ერთხელ ვამბობ, ფუნ­ქცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდებოდეს გან­საზ­ღვრა რა­ო­დე­ნობისა და შე­საბამი­სი გა­დაწყვე­ტი­ლება უნ­და იყოს მი­ღებული. ჩვენ გვყავ­და რო­გორც საშ­ტა­ტო ერ­თე­ულ­ზე, ასე­ვე შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლები-ხელ­შეკ­რუ­ლებით აყვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებზეც ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვა­თავ­სოთ იმ ჩარ­ჩო­ში, რა­საც საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი ქვი­ა, და მა­თი ფუნ­ქცია იყოს გან­საზ­ღვრუ­ლი და შე­საბამი­სად ხდებოდეს ანაზ­ღა­უ­რებაც. რაც შეეხება სახელ­შეკ­რუ­ლებო ურ­თი­ერ­თობებს, ზო­გა­დად მთლი­ა­ნად უნ­და ამო­ვი­ღოთ და ხელ­შეკ­რუ­ლების გა­უქ­მების გზით თუ წა­ვალთ, ძა­ლი­ან კარ­გი­ა", - მი­იჩ­ნევს ბესიკ ბრე­გა­ძე.

პო­ლი­ტ

ავტორი: თათა კაჭკაჭიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა