|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კურთხეული" ბიზნესი

„გთხოვთ შე­ი­ძი­ნოთ ნა­კურთხი სან­თლები და ხატები",  „და­ვეხმა­როთ მო­ნას­ტრის მშე­ნებლობას",  „გთხოვთ გა­ი­ღოთ შე­მო­წი­რუ­ლობა გა­ჭირ­ვებული ოჯახისათ­ვის", - ამ და სხვა მსგავს მო­წო­დებებს ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ადა­მი­ა­ნებისა­გან, რომ­ლებიც დახმა­რებას უფ­ლის სახელით ითხოვენ. თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, ხშირ შემთხვე­ვა­ში მოწყალების მთხოვ­ნე­ლი პი­რები ფულს სა­კუ­თა­რი მიზ­ნების­თვის, ქველ­მოქ­მე­დების გვერ­დის ავ­ლით აგ­რო­ვებენ.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ად­გი­ლებში ხში­რად შეხვდებით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებიც ან სან­თლებს და ხატებს ყიდი­ან, ან კი­დევ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რების ანა­ფო­რით, ხატი­თა და ყუთით დახმა­რებას ითხოვენ. ეს ადა­მი­ა­ნები სა­კუ­თარ ვი­ნაობას არ ასახელებენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გა­რეთ სა­კუთა­რი სურ­ვი­ლით გა­მო­დი­ან. აქ­ვე იმ­ასაც აცხადებენ, რომ მათ შო­რის არი­ან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლების­თვი­საც უფ­ლის სახელით მოწყალების თხოვ­ნა ერ­თგვარ ბიზ­ნესს წარ­მო­ად­გენს.

„ქველ­მოქ­მე­დებას ჩე­მი სურ­ვი­ლით ვა­კე­თებ. თანხის ნა­წილს მო­ნას­ტერს ვწი­რავ, თუმ­ცა რო­მე­ლი მო­ნას­ტე­რია არ ვი­ცი. ად­რე მა­მა­ოს კურთხევით გა­მოვ­დი­ო­დი. ახლა ჩე­მით, და­მო­უ­კი­დებლად გა­მოვ­დი­ვარ. დღე­ში რამ­დენს ვყიდი არ ვი­ცი, თუმ­ცა ტყუი­ლად ხომ არ დავ­დგები?!" - ამბობს ერთ-ერ­თი პი­რი, რო­მე­ლიც  ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ში თანხის შეგ­რო­ვებითაა  და­კა­ვებული.

მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე, ვი­ნაობას არ ასახელებს, აცხადებს, რომ თბილის­ში გა­მომ­ცემ­ლობა „ტიფ­ლი­სი" არ­სებობს, რო­მე­ლიც ხატებს ბეჭ­დავს, ის კი გა­მომ­ცემ­ლობის პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახდენს. და­მა­ტებით დე­ტა­ლებზე „ქველ­მოქ­მე­დი" პი­რი არ საუბრობს. თუმ­ცა ქა­ლაქ­ში მას  ხში­რად შეხვდებით, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გამ­ვლელ მო­ქა­ლა­ქეებს და­უ­ღა­ლა­ვად ხატების შე­ძე­ნი­სა­კენ და მოწყალების გა­ღებისა­კენ მო­უ­წო­დებს.

გა­რეთ, მოწყალების სათხოვ­ნე­ლად გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნების ნა­წი­ლი თავს კე­თილ­შობილუ­რი მიზ­ნების გამ­ტა­რებლად მი­იჩ­ნე­ვენ. ისი­ნი თვლი­ან, რომ არა­ვის ატყუებენ. მე­ო­რე მხრივ აცხადებენ, რომ მათ გარ­და, არი­ან ადა­მი­ა­ნები, რო­მელ­თა ქველ­მოქ­მე­დების სა­კითხი გა­მო­სა­ძიებელი­ა.

„მე ჩე­მი სურ­ვი­ლით გა­მოვ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში და ვითხოვ მოწყალებას. თუ ის ქმნის პრობლე­მას, რომ მე აქ ყუთით ვდგა­ვარ, ყუთის გა­რე­შე ვი­მათხოვ­რებ. ადა­მი­ა­ნები მო­სუ­ლან და ხში­რად უთ­ქვამთ, მარ­თლა თუ ეხმა­რები ვინ­მე­სო. რამ­დე­ნი­მე გა­ჭირ­ვებულ ადა­მ­ი­ანს მარ­თლაც და­ვეხმა­რე.  მოწყალებას მოწყალების­თვის ვითხოვ და ამი­სი არ მრცხვე­ნი­ა. სურ­ვი­ლი მაქვს დან­გრე­უ­ლი ტაძ­რების რეს­ტავ­რა­ცია გა­ვა­კე­თო და თუ ამა­ში ვინ­მე შე­მო­მი­ერ­თდება, კარ­გი იქ­ნება," - ამბობს ქუ­ჩა­ში დახმა­რების სათხოვ­ნე­ლად გა­მო­სუ­ლი ერთ-ერ­თი პი­რი.

"არ­სებობს ხმები, რომ ქუ­ჩა­ში რე­­ლი­ზებული ხატების და სან­თლების თანხა და­ნიშ­ნუ­ლების მიხედ­ვით არ იხარჯება. ქველ­მოქ­მე­დება ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­­კე­თოს, თუ ეს მას სურს, შე­­­ლება ვცდები, მაგ­რამ ვთვლი, რომ ქუ­ჩა­ში ყუთებით მო­სი­­რუ­ლე სა­სუ­ლი­­რო პი­რები და ხატებით მო­ვაჭ­რეები ცუ­დი რეკ­ლმაა ეკ­ლე­სი­­სათ­ვის. ბევ­რი ადა­მი­­ნი მი­ნახავს, რო­მე­ლიც ამით უბრა­ლოდ გა­ღი­ზი­­ნებულა. ვი­საც ქველ­მოქ­მე­დების გა­კე­თება უნ­და, ის ამას თხოვ­ნის მიუხედა­ვად აკე­თებს," - ამბობს არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქუ­თა­­სის სა­ინ­ორ­მა­ციო ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ხვი­ჩა ვა­შაყმა­ძე.

„ქუჩაში გამოსული ადამიანებისგან სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თებს არც არას­დროს ვყიდუ­ლობ. ხში­რად სახლში­დაც მა­კითხავენ. რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც იყვნენ მო­სუ­ლი და რომ არ ვიყიდე არა­ფე­რი, მითხრეს, უფ­ლის გე­ში­ნო­დე­სო," - ამბობს ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი ილი­კო ნაც­ვა­ლა­ძე.

მო­ქა­ლა­ქე­თა ერ­თი ნა­წი­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ პი­რებთან მოწყალების გა­ცე­მას სა­ვალ­დებულოდ თვლის. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამით კე­თილ საქ­მეს აკე­თებენ, ხოლო თუ მოწყალებას არ გას­ცე­მენ, ეს მა­თი მორ­წმუ­ნეობის ხარისხზე ცუ­დად აი­სახება.

„მე მგო­ნი­ა, რომ ჩემს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი მოწყალება კე­თილ საქ­მეს ხმარ­დება. ამი­ტომ უნ­და გა­ვი­ღო ფუ­ლი. რად­გან თუ სი­კე­თეს გა­ა­კე­თებ, ეს ისევ შენ და შენს ოჯახს დაეხმა­რება," - ამბობს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები ლა­ლი ნი­კო­ლა­ძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა