საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით
საქართველოს უნივერსიტეტის, შემაჯამებელი, რეგიონალური შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ ქუთაისში დასრულდა. თელავი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელთაც უნივერსიტეტი სხვადასხვა, შემეცნებითი პროექტებით ყოველწლიურად სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონალური შეხვედრების ფორმატი, გარდა უნივერსიტეტის პოპულარიზაციისა, აბიტურიენტებისათვის და არამხოლოდ, შემეცნებითი, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ელემენტებით არის დატვირთული, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, პროფესიული ტრენინგები, იმიტირებული გამოცდები და სხვ.
„ყოველწლიურად ვარჩევთ აქტუალურ თემებს და შესაბამისად ვგეგმავთ გასვლით ღონისძიებებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, უნივერსიტეტის, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის წარმოჩენა და გაძლიერებაა, რაც თავის თავში აკადემიურ განათლებასთან ერთად - არაფორმალური განათლების გაცემის საშუალებას იძლევა. ყოველწლიური ინტერესის საგანს სწორედ კონცენტირებული თემატიკის ირგვლივ საჯარო დისკუსიები იწვევს, იქნება ეს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეები, თუ ზოგადი ადამიანის უფლებების ირგვლივ დასმული საკითხები. ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს პროფესიული ვორქშოფები, მაგალითად ქალაქ ზუგდიდსა და ქუთაისში მოსულმა ახალგაზრდებმა პრაქტიკულად იმუშავეს პროფესიის არჩევაზე და ტრენერებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაშიც ახლა, დამამთავრებელ კლასებში არიან. პროფესიების შინაარსის გაგება და არჩევანის გაკეთება, ეს ტრენინგი სწორხაზოვნად პრაქტიკული რჩევების გაზიარება იყო, რაც დაეხმარებათ იმის გამორკვევაში თუ სად, რომელ სფეროში, ან რატომ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი. სწორედ ამ შინაარსის გათვალისწინებით, ყოველწლიურად ვაკვირდებით და ვიკვლევთ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებს და შესაბამის პროექტებს და აქტივობებს ვთავაზობთ მათ. ასევე, ინტერესების შესაბამისად ვგეგმავთ სადისკუსიო თემებს“, - გვიზიარებს ქეთევან ლომთაძე, საქართველოს უნივერსიტეტის კომუნიკაციების სამსახურის სპეციალისტი.
გარდა ზუგდიდისა და ქუთაისისა, საქართველოს უნივერსიტეტი გორელ და თელაველ ახალგაზრდებსაც შეხვდა. სასტუმრო Gori Inn- ში გამართულ შეხვედრაზე, აბიტურიენტებმა სოციალური მედიის და მასში ჩაშვებული კამპანიის ფარგლებში სამუშაო სპეციფიკის შესახებ მიიღეს პრაქტიკული რჩევები. კამპანიის დაგეგმვის პროცესზე, ნედლი მასალიდან, აღსრულებამდე. თვისობრივად იგივე, პროფესიული დატვირთვა ჰქონდა თელავში გამართულ შეხვედრასაც, რომელიც კიბერუსაფრთხოების შესახებ იყო, პირადი მონაცემების დაცვის და ინტერნეტ სივრცეში მუშაობის წესებთან დაკავშირებით. ღონისძიების ფარგლებში, ყველა რეგიონში, აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ, გაცნობოდნენ პროგრამებს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში - როგორც სტუდენტებს, დახვდებათ. გარდა პროგრამებისა, მოსული სტუმრები დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ უნივერსიტეტის შეთავაზებების შესახებ, გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და დასაქმების ხელშეწყობის ირგვლივ.
აღსანიშავია, რომ უნივერსიტეტი წლიდან წლამდე იზრდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომელიც სხვადასხვა პროექტებში გენერირდება, ამ ინფორმაციის მიღება და ამ პროექტებში ჩართულობა შეხვედრებზე მოსულ სტუმრებს ადგილზე შუძლიათ. რაც თავისთავად ზრდის უნივერსიტეტთან კომუნიკაციის ხარისხს და ამარტივებს ინფორმაციის მიღების გზებს.
„საქართველოს უნივერსიტეტი ქალაქ თელავში გავიცანი, ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელმაც საშუალება მოგვცა, ადგილობრივ მოსწავლეებს იმიტირებული გამოცდები გვეწერა. მახსოვს, როგორი გახარებული ვიყავი ამ ფაქტით, რომ თავად ჩამოდიოდნენ და ამ საშუალებას გვაძლევდნენ. მითუმეტეს რამდენად მნიშვნელოვანია წინასაგამოცდო პერიოდში, გამოსცადო საკუთარი თავი. შეხვედრას, გარდა ამ აქტივობისა, ინფორმაციული სახეც ჰქონდა და სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, თუ სად უნდა ჩამებარებინა, ახლა კი საქართველოს უნივერსიტეტის, სამართალმცოდნეობის სტუდენტი ვარ,“ - აღნიშნავს, მარიამ ბახბახაშვილი.
საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს მასშტაბით კვლავ აგრძელებს პროექტების გაზიარებას, ყველა დაინტერესებული პირისთვის. ახალი აკადემიური წელი სავსე იქნება სიახლეებით და მრავალფეროვანი, საინტერესო და პრაქტიკული შეხვედრებით.
ავტორი: