|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკური ხელშეკრულებით 200 000-მდე ოჯახს გამოსახლება ემუქრება

სა­ქარ­თვე­ლო­ში იპო­თე­კუ­რი სესხის გა­მო, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლობაში საცხოვ­რებელი სახლი 172 300 ოჯახმა და­კარ­გა. ანა­ლო­გი­უ­რი  საფრთხის წი­ნა­შე  კი­დევ 200 000-მდე ოჯახი დგას.

სა­ქარ­თვე­ლოს აღ­სრუ­ლების ეროვ­ნუ­ლი ბიუ­როს მო­ნა­ცე­მებით, ამ ­დრო­ი­სათ­ვის, იპო­თე­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლებით სა­ქარ­თვე­ლო­ში 200 000-მდე ოჯახი სარ­გებლობს.  ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მე­ლიც უბინა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი ოჯახების პრობლე­მებზე მუ­შაობს,  „სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მებისა და გან­ვი­თა­რების ცენ­ტრი­ა". აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის მმარ­თვე­ლის, ნა­ნა მუ­რა­დაშ­ვი­ლის განცხადებით,  სა­ქარ­თვე­ლო­ში იპო­თე­კუ­რი სესხის გა­მო საცხოვ­რებელ სახლს, ყოველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ, 40 ათა­სამ­დე  ოჯახი კარ­გავს.

მიუხედა­ვად ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მო­კითხვის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ იპო­თე­კურ სესხებზე მო­სახლეობის მხრი­დან  მოთხოვ­ნა დი­დი­ა. ხოლო ოჯახები სესხს ჯან­მრთე­ლობის მდგო­მა­რეობის გა­უ­ა­რე­სების,  საპ­რო­ცე­სო გა­რი­გებების, ბიზ­ნე­სის­თვის და ოჯახის წევ­რის საზ­ღვარ­გა­რეთ გა­საშ­ვებად იღებენ. 

„სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მებისა და გან­ვი­თა­რების ცენ­ტრში" მი­აჩ­ნი­ათ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახებს, რომ­ლებიც  სახლს სა­ი­პო­თე­კო ხელ­შეკ­რუ­ლებაში დებენ, მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრთხის­გან  სახელ­მწი­ფო უნ­და იცავ­დეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში „ქვეყანა  მი­ი­ღებს ერ­თის მხრივ,  უსა­ფუძ­ვლოდ გამ­დიდ­რებულ კერ­ძო მე­ვახშეებს,  ბან­კებს და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ციებს, ხოლო მე­ო­რეს მხრივ,  მათ­ზე მძი­მე ტვირ­თად და­წო­ლილ  სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და უბინა­ო­თა მთელ კას­ტას", - ამბობს ნა­ნა მუ­რა­დაშ­ვი­ლი.

იპო­თე­კუ­რი სესხების­გან და­ზა­რა­ლებული მო­სახლეობის პრობლე­მამ აქ­ტუ­ა­ლობა ბოლო წლებში შე­ი­ძი­ნა. მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წილ­მა საცხოვ­რებელი უკ­ვე და­კარ­გა ან კი­დევ გა­მო­სახლების მო­ლო­დინ­ში­ა. შე­საბამი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯახები სახელ­მწი­ფო­სა­გან ქმე­დი­თი  ნაბიჯების განხორ­ცი­ე­ლებას ითხოვენ.

იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებულებმა გა­სულ კვი­რას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის  სახელ­ზე სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნო­ში წე­რი­ლი შე­ი­ტა­ნეს. მო­ქა­ლა­ქეები საცხოვ­რებელი სახლებიდან გა­მო­სახლების პრო­ცე­სის შე­ჩე­რების, სესხების რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის და პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ მე­ვახშეების საქ­მის გა­მო­ძიების დაწყებას მო­ითხოვენ.  

იპო­თე­კუ­რი სესხებისა­გან და­ზა­რა­ლებული მო­სახლეობის გა­აქ­ტი­უ­რებამ­დე ამ მიმართულებით ხელი­სუფ­ლებაც აქ­ტი­უ­რობდა, ოღონდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და­პი­რებების გა­ცე­მის კუთხით. თუმ­ცა და­პი­რებების მიუხედა­ვად, მო­ქა­ლა­ქეების პრობლე­მის მო­საგ­ვა­რებლად სახელ­მწი­ფოს ამ დრომ­დე ქმე­დი­თი ნაბიჯი არ გა­და­უდ­გამს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ამ მი­მარ­თუ­ლებით კა­ნონ­მდებლობისა და მო­ქა­ლა­ქე­თა დაც­ვის გა­რან­ტიების შე­მუ­შა­ვებაზე მუ­შაობს.

ვიდ­რე სახელ­მწი­ფო იპო­თე­კუ­რი სესხების მავ­ნებლობისა­გან სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქეებს და­ი­ცავს,  ამის გა­კე­თებას არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ცდი­ლობენ.

,,სახელ­მწი­ფო პრო­ექ­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი იპო­თე­კის შე­სახებ" - ასე ჰქვია პრო­ექტს, რო­მე­ლიც  „სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მებისა და გან­ვი­თა­რების ცენ­ტრმა" პარ­ლა­მენ­ტში შე­ი­ტა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახებს, რის­კის გა­რე­შე გრძელ­ვა­დი­ან კრე­დიტს სთა­ვა­ზობს.   

ცნობილი­ა, რომ ქვეყნის სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნოს არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ შე­თა­ვა­ზებული პრო­ექ­ტის განხილ­ვა ამ დრო­ი­სათ­ვის არ და­უწყია.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა