|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამხატვრო სკოლა კუთვნილ შენობას ითხოვს, 20 ოჯახი სახლის გარეშე რჩება

ქუ­თა­ი­სის სამხატ­ვრო სკო­ლა კუთ­ვნილ შე­ნობას ითხოვს, სა­დაც ამ­დრო­ის­თვის, თვით­ნებურად შე­სახლებული 20 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯახი ცხოვ­რობს. ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვებული ადა­მი­ა­ნების­თვის  ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თის ძიებაში­ა.

სამხატ­ვრო სკო­ლა, აა­იპ ქუ­თა­ი­სის სახელოვ­ნებო სა­გან­მა­ნათ­ლებლო კულ­ტუ­რულ და­წე­სებულებათა გა­ერ­თი­ა­ნებაში შე­დის. გა­ერ­თი­ა­ნებამ, სამხატ­ვრო სკო­ლი­სათ­ვის ობიექ­ტის დაბრუ­ნების მოთხოვ­ნით ქა­ლა­ქის მე­რი­ას უკ­ვე რამ­დენჯერ­მე მი­მარ­თა.

აა­იპ გა­ერ­თი­ა­ნების მმარ­თვე­ლის,  ლა­დო პა­ტა­რი­ძის გან­მარ­ტებით,  სამხატ­ვრო სკო­ლამ თა­ვი­სი შე­ნობა უნ­და დაიბრუ­ნოს. რად­გან, „აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნობა თა­ვი­დან­ვე სამხატ­ვრო სკო­ლი­სათ­ვის აშენ­და და მი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რაც ამის შე­საბამისდ არის მოწყობილი", - ამბობს ლა­დო პა­ტა­რი­ძე.

თა­ვად სამხატ­ვრო სკო­ლა ამ­დრო­ის­თვის, ქუ­თა­ი­სის ყოფილ მე-18-ე საჯარო სკო­ლა­შია გან­თავ­სებული. პა­ტა­რი­ძის გან­მარ­ტებით, შე­ნობა კე­თილ­მოწყობილი­ა. თუმ­ცა, სამხატ­ვრო სკო­ლი­სათ­ვის შე­უ­საბამო.

ლა­დო პა­ტა­რი­ძე ამბობს, რომ ისი­ნი ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის გა­დაწყვე­ტი­ლებას თა­ვი­ანთ სა­სარ­გებლოდ ელო­დებიან. თუმ­ცა, მი­სი თქმით, შე­ნობის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლებას ძა­ლის გა­მოყენებით არ აპი­რებენ.

„ჩვენ იმის მომხრე არ ვართ, რომ ეს ადა­მი­ა­ნები ძა­ლის გა­მოყენებით გა­რეთ გა­მოიყვა­ნონ და ქუ­ჩა­ში და­ტო­ვონ. ად­გი­ლობრივ­მა ხელი­სუფ­ლებამ ამ ადა­მი­ა­ნებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი საცხოვ­რებელი ფარ­თი უნ­და შეს­თა­ვა­ზოს. ესე­ნიც  ჩვე­უ­ლებრი­ვი მო­ქა­ლა­ქეები არი­ან, რომ­ლებსაც ნორ­მა­ლუ­რი საცხოვ­რებელი პი­რობები სჭირ­დებათ", - ამბობს ლა­დო პა­ტა­რი­ძე. 

სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობაში მცხოვ­რებლების  გან­მარ­ტებით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ  ორი ახალ­გაზ­რდა იყო მი­სუ­ლი, რომ­ლებმაც  აზომ­ვი­თი სა­მუ­შაოები გა­ნახორ­ცი­ლეს. მა­თი თქმით, ერთ-ერ­თი  სამხატ­ვრო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის შვი­ლი იყო. 

სამხატ­ვრო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნი­კო ბეროშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს და ამბობს, რომ მი­სი შვი­ლი ქა­ლაქ­ში არ იმყოფება.

„ჩვე­ნი მხრი­დან არა­ნა­ი­რი აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ოები  ჯერ  არ ჩა­ტა­რებულა. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც ამ ადა­მი­ა­ნების დაკ­მაყოფი­ლება მოხდება ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თით, შე­ნობას გა­ვა­რე­მონ­ტებთ", - გან­მარ­ტავს პა­ტა­რი­ძე.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში ირ­წმუ­ნებიან, რომ სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობაში მცხოვ­რები სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯახების ალ­ტე­რნა­ტი­უ­ლი ფარ­თით დაკ­მაყოფი­ლებაზე მუ­შაობენ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სო­ცი­ა­ლურად და­უც­ველ ოჯახებს ობიექ­ტი უკა­ნო­ნოდ აქვთ და­კა­ვებული. 

 „უ­კა­ნო­ნობაა სახელ­მწი­ფო ქო­ნების და­სა­კუთ­რება. თუმ­ცა, ჩვენ ამას არ გა­მო­ვე­კი­დეთ და ვფიქ­რობთ მათ­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თის შე­თა­ვა­ზებას", - ამბობს ქუ­თა­ი­სის მე­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი. 

„ვი­ცით, რომ უკა­ნო­ნოდ  და­ვი­კა­ვეთ ფარ­თი, მაგ­რამ ეს  იმას არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნები არ ვართ და ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რება არ გვინ­და. ამ ზო­მამ­დე გა­ჭირ­ვებამ მოგ­ვიყვა­ნა", - ამბობს სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობაში მცხოვ­რები ჯული­ე­ტა ნა­დი­რაშ­ვი­ლი. 

კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, სამხატ­ვრო სკო­ლის შე­ნობაში მცხოვ­რები სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლ ოჯახებს იმ საცხოვ­რებელ ფართს შეს­თა­ვა­ზებენ, რო­მე­ლიც ამ­დრო­ის­თვის დევ­ნი­ლებს აქვთ და­კა­ვებული. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ფარ­თზეა საუბარი, მე­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი ვერ აკონ­კრე­ტებს.

„სა­მი­ნის­ტრომ დევ­ნი­ლები უნ­და გა­დაიყვა­ნოს რეაბილი­ტი­რებულ საცხოვ­რებელ ფარ­თში. მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გეტყვით, თუ რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ დევ­ნი­ლებზეა საუბარი. ეს სა­მი­ნის­ტროს გა­და­საწყვე­ტი­ა", - ამბობს კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ რაც კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახლებული დევ­ნი­ლები ობიექ­ტებს და­ტო­ვებენ, მა­თი შე­ნობის რეაბილი­ტა­ცია მოხდება და იქ სკო­ლის შე­ნობაში მცხოვ­რებ ოჯახებს  გა­დაიყვა­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ქუ­თა­ის­ში, სამხატ­ვრო სკო­ლა  წლების გან­მავ­ლობაში ირაკ­ლი აბაში­ძის ქუ­ჩა №18-ში იყო გან­თავ­სებული. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუ­ჩა (სა­დაც, პარ­ლა­მენ­ტი, იუს­ტი­ცი­ის და მთავ­რობის სახლებია გან­ლა­გებული) ყოფი­ლი მთავ­რობის­თვის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის ობიექ­ტად იქ­ცა, სამხატ­ვრო სკო­ლას შე­ნობის და­ტო­ვება მოუხდა. ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების სურ­ვი­ლის მიუხედა­ვად, სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობას ფუნ­ქცია ვერ მო­უ­ძებნეს და ისევ,  თვით­მმარ­თვე­ლობას დაუბრუნ­და.

ახლა შე­ნობას სამხატ­ვრო სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ითხოვს. 20 ოჯახის ბედი კი დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს გა­დაწყეტი­ლებაზეა და­მო­კი­დებული.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა