ძიძობა განსაზღვრული კრიტერიუმებით
შესაბამისი ასაკი, გამოცდილება და ფიზიკური მონაცემები - ეს ის კრიტერიუმებია, რომელსაც ძიძად მუშაობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ძიძის პოზიცია ბევრად მეტია, ვიდრე აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მსურველი.
მათი პროფესია სხვის შვილებზე მზრუნველობა და თავისად აღქმაა. ძიძები დასაქმების მიზნით პირადი კონტაქტების გარდა, გაზეთში განცხადებების გამოქვეყნებასა და ინტერნეტრესურსსაც მიმართავენ.ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადებების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ თბილისში, ძიძის ვაკანსიაზე მოხვედრის სურვილს ბევრი ქალბატონი გამოთქვამს. აქვე ისიც ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე საშუალო ანაზღაურება 350 ლარიდან - 400 ლარამდე მერყეობს.
თბილისში მცხოვრებ 30 წლის ნათიას დიდი სურვილი აქვს ამ კუთხით დასაქმდეს. მას მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება აქვს. მიაჩნია, რომ ძიძების პროფესია დღეს მოთხოვნადია. თვლის, რომ საქმის სიყვარული მუშაობას უადვილებს.
„გააჩნია ჯერ როგორი ოჯახი შეგხვდება და შემდეგ - ბავშვი. მშობლები ძირითადად ძიძისაგან იმას ითხოვენ, რომ იყოს სუფთა, მოწესრიგებული და გააკეთოს ის, რაც მათ სურთ. საქმე ისეთი დამღლელი არ არის, რომ ძალების აღდგენა ვერ შეძლო. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაც სამუშაოს საათების მიხედვით ხდება. თუ გვიანობამდე მუშაობ, 400-450 ლარი ღირს, მაგრამ როცა შედარებით ადრე თავისუფლდები, 300-350 ლარზე მეტს არ იხდიან," -ამბობს ნათია.
27 წლის ელზა ქუთაისში ცხოვრობს. ის ძიძად 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. აქედან 1 წელი - საზღვარგარეთ, ხოლო 2 წელი საქართველოში იმუშავა. ელზას თქმით, ძიძას რომ მუშაობა არ გაუჭირდეს, ამისთვის საჭიროა კარგი ბაშვი შეხვდეს. თუმცა თვლის, რომ აღმზრდელის პიროვნებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.
„ფსიქოლოგიურად უნდა იყო გაწონასწორებული, რომ ბავშვს გაუგო. მშობლებისთვის მთავარია, მათ შვილს ნორმალურად მოუარო. ქუთაისში რამდენად მოთხოვნადია ძიძის პროფესია, არ ვიცი. თუმცა, ანაზღაურება კი ძალიან დაბალია. მაქსიმუმი 200 ლარი შეიძლება იყოს," - ამბობს ელზა.
ბავშვის აღმზრდელების დასაქმებას ემსახურება ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა №30-ში მდებარე ერთ-ერთი სააგენტო. მათ შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ცნობის ფურცელში" მოვიპოვეთ. გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სააგენტოს წარმომადგენლები (მერი და თინა) ბავშვის აღმზრდელად, ავადმყოფის მომვლელად ან სხვა ნებისმიერ სამუშაოზე დასასაქმებლად იწვევს შესაბამის პირებს.
აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლების მეშვეობით შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად მოთხოვნადია ქუთაისში ძიძის ინსტიტუტი. თუმცა, სააგენტოში მისვლისას დამსაქმებელმა ქალბატონებმა განგვიცხადეს, რომ აღმზრდელთა დასაქმებისთვის არ სცალიათ, რადგან არჩევნები ახლოვდება და ამ კუთხით უნდა გააქტიურდნენ(?!)
ამის შემდეგ, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სააგენტოს ტელეფონის საშუალებით დავუკავშირდით და ძიძის პოზიციაზე დასაქმება ვითხოვეთ. სააგენტოს წარმომადგენელმა გაგვიცხადა, რომ ძიძის ვაკანსიის დაკავებლად შესაბამისი გამოცდილება, ასაკი (30 წლიდან 45-წლამდე) და ვიზუალური მონაცემები უნდა გვქონოდა. ამასთან ერთად, გვითხრა, რომ უპირატესობა დაოჯახებულ ქალბატონებს ენიჭებათ.
„მშობლები 20-22 წლის გოგონებს შვილებს არ ანდობენ, რადგან მათ გამოცდილება არ გააჩნიათ. ჩვენ უფრო 30 წლიდან 45 წლის ასაკის ადამიანებს ვასაქმებთ. სამუშაო 09:00 საათიდან 20:00 საათამდეა. ანაზღაურება 200 ლარიდან იწყება. მეტი ქუთაისში არც არის. ჩვენ როგორც კი გამოგვიჩნდება ვაკანსია, მაშინვე ვასაქმებთ. თუ მუშაობა გინდათ და შესაბამისი მონაცემები გაქვთ, სააგენტოში მოდით. ტელეფონის საშუალებით ინფორმაციას არ ვიძლევით," - გვითხრეს სააგენტოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბარში.
„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" ქუთაისის ოფისის კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრის მონაცემებით, 2010 წლის მაისიდან დღემდე ცენტრს ძიძის აყვანის მსურველმა 14-მა ოჯახმა მიმართა. აქედან მხოლოდ 2 ძიძა მოიძებნა,
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე