|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიელები კრედიტს ყველით იხდიან

ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს ფინანსური დანაზოგების ყველის თავებში დაბანდება, მაგრამ იტალიის ზოგიერთ რეგიონში ეს რეალობაა.

მსოფლიოში ცნობილი ყველი პარმეზანი იმდენად ძვირადღირებულია, რომ მას ფინანსური ოპერაციების დროს გირაოდ იყენებენ.

ბანკი Credito Emiliano მთელს იტალიაში ასობით ფილიალს ფლობს და შტატში 1000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს.

როგორც ყველა მსგავს დაწესებულებაში, აქ დაცვის ყველა ხერხი გამოიყენება: ფარული ვიდეოკამერები, დამცავი კარები და დიდი საცავი სათაო ოფისში. თუმცა დიდ ფოლადის ყუთში, რომელსაც სრული დამცავი აღჭურვილობა აქვს დამონტაჟებული, ოქროს ზოდების ნაცვლად ასი ათასობით იტალიური ყველი Parmigiano Reggiano- ინახება.

ბანკი ადგილობრივი მწარმოებლებისგან ფულის სანაცვლოდ სწორედ ამ ძვირადღირებულ პროდუქტს იღებს. აღსანიშნავია, რომ საცავი კლიმატურად ოპტიმიზირებულია, რათა ყველი არ გაფუჭდეს. Credito Emiliano- საცავში არსებული ყველის მარაგი 200 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

მომზადებულია drunov.ru- მიხედვით.

წყარო: www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა