|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პურის რეალიზაცია საბარგულებში და ნაგვის ურნებთან დაყრილი ყუთებით ხდება

პუ­რის რე­­ლი­ზა­ცი­ის დროს სა­ნი­ტა­რულ-ჰიგი­­ნუ­რი ნორ­მები ხშირ შემთხვე­ვა­ში დარ­ღვე­­ლი­ა.

პუ­რის ტექ­ნო­ლო­გები აცხადებენ, რომ პუ­რის დაბინ­ძუ­რების ალბათობა პრო­დუქ­ტის მა­ღა­ზი­ამ­დე ტრან­სპორ­ტი­რებისას და თა­ვად მა­ღა­ზი­­შიც ძა­ლი­ან დი­დი­ა. მიუხედა­ვად ამი­სა, პუ­რის დატ­ვირ­თვი­სა და გად­მოტ­ვირ­თვი­სას აუ­ცი­ლებელი ჰიგი­­ნუ­რი მოთხოვ­ნები მწარ­მოებლებისა და რე­­ლი­ზა­ტო­რების მხრი­დან ხში­რად უგუ­ლებელყოფი­ლი­ა.

იხილეთ ფოტოგალერეა

„პუ­რი არის პირ­ვე­ლა­დი მოხმა­რების და აუ­ცი­ლებელი პრო­დუქ­ტი. სა­ნი­ტა­რუ­ლი წე­სების დარ­ღვე­ვის გა­მო უპირ­ვე­ლე­სად პუ­რის ქერ­ქი ბინ­ძურ­დება, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სში­რად მოხმა­რებადი­ა. ადა­მი­­ნების უმე­ტე­სობა ქერქს უფ­რო მი­ირ­თმევს, მი­სი კვებითი ღი­რებულების გა­მო," - აღ­ნიშ­ნავს პუ­რის ტექ­ნო­ლო­გი ნა­ტა­ლია თო­დუ­ა.

ტექ­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, რომ პუ­რის გა­და­ზიდ­ვა სპე­ცი­­ლუ­რად გა­მოყოფი­ლი ტრან­სპორ­ტით უნ­და ხდებოდეს, რომ­ლი­თაც სხვა სახის ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვა და­უშ­ვებელი­ა. აუ­ცი­ლებელი­ა, ასეთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­­ლებას ეწე­როს - პუ­რი. თუმ­ცა, ამის ნაც­ვლად, იშ­ვი­ათ შემთხვე­ვებში, ავ­ტო­მან­ქა­ნებზე მხოლოდ მწარ­მოებლის და­სახელებაა მი­თი­თებული, ხოლო უმე­ტე­სად არა­ნა­­რი წარ­წე­რა არ გვხვდება.

პურ-ფუნ­თუ­შე­­ლის წარ­მოების სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მების დაც­ვას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის 2001 წლის ბრძა­ნება ით­ვა­ლის­წი­ნებს. რომ­ლის თა­ნახმად, პუ­რის რე­­ლიზ­ცი­ის დროს სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მების დაც­ვი­სათ­ვის უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლი­სწი­ნებელი. მა­გა­ლი­თად, გად­მოტ­ვირ­თვის დროს პუ­რი და­ცუ­ლი უნ­და იყოს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქების ზე­მოქ­მე­დებისა­გან, ხოლო თა­ვად ტრან­სპორ­ტი და შე­სა­ნახი მა­სა­ლა ყოველ­დღი­­რად ცხელი წყლით გა­­რეცხოს და  5 დღე­ში ერთხელ დე­ზინ­ფექ­ცია ჩაუ­ტარ­დეს. მა­ღა­ზი­­ში პუ­რის შე­სა­ნახი თა­როები კი კვი­რა­ში ერთხელ  1%-ია­ნი ძმარმჟავას ხსნა­რით გა­იწ­მინ­დოს. მით უმე­ტეს მა­შინ, თუ ამ თა­როებზე კარ­ტო­ფი­ლის ან თი­ვის ჩხირით და­­ვა­დებული პუ­რი მოხვდა.

„სამ­წუხაროდ, სა­ნი­ტა­რულ ნორ­მებს პუ­რის რე­­ლი­ზა­ცი­ის დროს ქუ­თა­ის­ში არც ერ­თი რე­­ლი­ზა­ტო­რი არ იცავს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­ცა პუ­რის შე­ძე­ნი­სას მის ერთჯერად პო­ლი­­თი­ლე­ნის პარ­კში ჩა­დებას მო­ვითხოვ­დით, ლა­მის ფი­ზი­კუ­რად გვეხებოდ­ნენ გამყიდ­ველები. რო­გორც იქ­ნა, წლების შემ­დეგ, ეს კულ­ტუ­რა და­­ნერ­გა ჩვენ­თან," - აცხადებს ქუ­თა­ის­ში მცხოვრები მზია კუ­პა­ტა­ძე.

მომხმა­რებელ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დაბინ­ძუ­რების თა­ვი­დან აცი­ლების მიზ­ნით, უმჯობესია პუ­რი შე­ფუ­თულ მდგო­მა­რეობაში იყიდებოდეს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლი მომხმა­რებელი ამ შემთხვე­ვა­შიც  ნაკ­ლებადაა და­ცუ­ლი.

„პო­ლი­­თი­ლე­ნის პარ­კი, რო­მელ­შიც იქ­ნება პუ­რი შე­ფუ­თუ­ლი, საკ­ვებად ვარ­გი­სი უნ­და იყოს. ქა­ღალ­დი უფ­რო ეკო­ლო­გი­­რად უსაფრთხოა, მაგ­რამ ვი­ნა­­დან ეს დიდ ხარჯებთა­ნაა დაკა­ვში­რებული, მწარ­მოებლები ამ მე­თოდს იშ­ვი­­თად  იყენებენ," - აღ­ნიშ­ნავს პუ­რის ტექ­ნო­ლო­გი ნა­ტა­ლია თო­დუ­ა.

რატომ ვერ კონტროლდება სანიტარული ნორმები პურის რეალიზაციის დროს და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის ბაზარზე მოხვედრილი პური? – აღნიშნულ თემებზე სტატია იხილეთ ორშაბათს (10 ივნისი) newpress.ge-ზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა