|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქარ­თულ ბაზარ­ზე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლობის­თვის სა­ში­ში პუ­რი ხვდება

სა­ქარ­თვე­ლოს მომხმა­რებელ­თა ფე­დე­რა­ცი­­ში აცხადებენ, რომ ქარ­თულ ბაზარ­ზე კარ­ტო­ფი­ლი­სა და თი­ვის ჩხირით დას­ნებოვ­ნებული ფქვი­ლის­გან გა­მომცხვა­რი პუ­რის გაყიდ­ვის ფაქ­ტები არა­ერთხელ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

ფე­დე­რა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­­ძე  იმ სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მების უხეშ დარ­ღვე­ვა­ზე საუბრობს, რაც  ქუ­თა­ის­ში  გა­სულ წელს, მომხმა­რებელ­თა ფე­დე­რა­ცის მი­ერ იქ­ნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. თუმ­ცა, ქუ­თა­ის­ში, ამ კუთხით არ­სებული მდგო­მა­რეობა არ გა­უმჯობესებულა და კვლავ იგი­ვე რჩება.

„პრო­დუქ­ტის უვ­ნებლობაზე შე­იძ­ლება იმ შემთხვე­ვა­ში საუბარი, რო­ცა ყვე­ლა ეტაპ­ზე და­ცუ­ლია მი­სი სა­ნი­ტა­რულ-ჰიგი­­ნუ­რი მოთხოვ­ნები. ქუ­თა­ის­ში ე.წ „მწვა­ნე ბაზ­რის" ტე­რი­ტო­რი­­ზე ბინ­ძუ­რი ჩან­თებიდან ხდება პუ­რის რე­­ლი­ზა­ცი­ა. აქ ხალხი დი­დი რა­­დე­ნობით მოძ­რაობს და ასე­ვე, ტრან­სპორ­ტის გა­მო­ნაბოლ­ქვის და­ლექ­ვის სა­შიშ­როებაა. პუ­რი ქუ­ჩა­ში იყიდება ყვე­ლა­ნა­­რი სა­ნი­ტა­რულ-ჰიგი­­ნუ­რი ნორ­მების დარ­ღვე­ვით," -  აცხადებს სა­ქარ­თვე­ლოს მომხმა­რებელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­­ძე.

იხილეთ ფოტოგალერეა

სა­ნი­ტა­რი­ის, ჰიგი­­ნი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ეკო­ლო­გი­ის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ლაბორა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რის ქე­თე­ვან და­დი­­ნის თქმით, მომხმა­რებელ­მა თა­ვად უნ­და გან­საჯოს, თუ რა შე­დე­გით დას­რულ­დება სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მების დარ­ღვე­ვის გახში­რებული ფაქ­ტები.

„ნების­მი­­რი ჰიგი­­ნუ­რი პი­რობის დარ­ღვე­ვის დროს ხდება მიკ­რობული, მწვა­ვე და შე­რე­­ლი ხასი­­თის მოშხამ­ვები. ამათ­გან, ძი­რი­თა­დად, მიკრ­ობული ხასი­­თის მოშხამ­ვები არის უფ­რო მე­ტად გავ­რცე­ლებული. გა­რე ბაზ­რობებზე არ­სებული ან­ტი­სა­ნი­ტა­რია საფრთხეს უქ­მნის პრო­დუქ­ტის დაბინ­ძუ­რებას," -  - აღ­ნიშ­ნავს ქე­თე­ვან და­დი­­ნი.

სა­ნი­ტა­რი­ის, ჰიგი­­ნი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ეკო­ლო­გი­ის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ლაბორა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ეს პა­სუხის­მგებლობა სა­წარ­მოებზე­ა, მაგ­რამ სახელ­მწი­ფომ მო­მა­ვალ­ში ბევ­რი რამ უნ­და გა­­კე­თოს ამ მი­მარ­თუ­ლებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: დეა მანაგაძე