|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისა და მეპატრონის გარეშე დარჩა

ქუ­თა­ის­ში,ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო  ცენ­ტრის  შე­ნობა ერთ თვე­ზე მე­ტია დან­გრე­­ლია. 

ობიექ­ტის მწყობრი­დან გა­მოს­ვლის მი­ზე­ზების დად­გე­ნა კი ამ­დრომ­დე არ დაწყებულა.

ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის შე­ნობა-ნა­გებობა ფე­რა­დი მი­ის კონ­სტრუქ­ცი­ითაა აშე­ნებული. ის  მას შემ­დეგ და­­კე­ტა, რაც  ერ­თმა­ნე­თის მიყოლებით სა­მი­ვე შე­სას­ვე­ლი კა­რი ჩა­მო­ვარ­და. ირ­კვე­ვა ისიც, რომ შე­ნობა მწყობრი­დან ერთბაშად არ გა­მო­სუ­ლა. რადგან ობიექ­ტის გახსნი­დან ერთ თვე­ში  სახურა­ვი­და წყალიც ჩა­მო­ვი­და.

ამ­დრო­­სათ­ვის, ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნობაშია გან­თავ­სებული.

"შე­ნობის გახსნი­დან მა­ლე ერ­თმა­ნე­თის მიყოლებით, ორი კა­რი ჩა­მო­ვარ­და. ამას გა­ვუ­ძე­ლით, იმ კუთხით, რომ მე­სა­მე კა­რი გავხსე­ნით. მაგ­რამ მე­სა­მეც რომ მწყობრი­დან გა­მო­ვი­და, იძუ­ლებულები გავხდით სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი  მე­რი­­ში დაგ­ვებინა­ვებინა. რად­გან, გარ­და კა­რების პრობლე­მი­სა სხვა უფ­რო სე­რი­­ზუ­ლი  და­ზი­­ნებაც იყო, რო­მე­ლიც საფრთხის სა­შიშ­როებას  ქმნი­და," - ამბობს ქუ­თა­­სის ვი­ცე-მე­რი ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი. მი­სივე გან­მარ­ტებით, ამ­დრო­­სათ­ვის გა­ურ­კვევ­ლია და­ექ­ვემ­დებარება, თუ არა შე­ნობა რე­კონ­სტრუქ­ცი­ას.



მე­რი­ის ქა­ლაქ­და­გეგ­მა­რებისა და ურბანუ­ლი გან­ვი­თა­რების სამ­სახურის ყოფილი უფ­რო­სი ვა­სილ მებურიშ­ვი­ლი ამბობს, რომ მათ თა­ვის დრო­ზე ობიექ­ტის მშე­ნებლობის შე­სახებ არც  პრო­ექ­ტი მი­­ღი­ათ და არც ექ­პერ­ტი­ზის დას­კვნა.

"გა­საკ­ვი­რია რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სახურ­ში ქა­ლა­ქის განხორ­ცი­­ლებულ პრო­ექ­ტზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობენ," - ამბობს მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი სამ­სახურის უფ­რო­სი თენ­გიზ თო­ფუ­რი­ძე.

მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და ინ­ვეს­ტი­ციების მარ­თვის  სამ­სახურის უფ­რო­სის, მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, შე­ნობის მდგრა­დობის  მოკ­ვლე­ვის  მიზ­ნით, მე­რი­ას წლების გან­მავ­ლობაში წე­რი­ლობით მი­მა­თავ­და. თუმ­ცა, მერიის მხრიდან არა­ნა­­რი რე­­გი­რება არ ყოფი­ლა.

"ჩვენს სამ­სახურს ექ­ვსი წე­რი­ლი აქვს და­წე­რი­ლი ცენ­ტრის შე­ნობის მდგრა­დობის მოკ­ვლე­ვის მოთხოვ­ნით. მაგ­რამ წე­რი­ლები უპა­სუხოდ რჩებოდა", - ამბობს ჭრე­ლაშ­ვი­ლი.

ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და ინ­ვეს­ტი­ციების მარ­თვის  სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბოლოს წე­რი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებლის ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სახელ­ზე და­წე­რეს. ეკო­ნო­მი­კის სამ­სახურს პა­სუხი არც ამ უკა­ნას­კნელ­ზე მი­­ღი­ა.

ქუ­თა­­სის ვი­ცე-მე­რის ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, იმის გა­მო, რომ  შე­ნობა ქა­ლა­ქის სა­კუთ­რება არ არის,  თვით­მმარ­თვე­ლობა ვე­რა­­ნა­რად ვერ მოახდენს  ობიექ­ტის მდგრა­დობის შეს­წავ­ლას.

კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის თქმით, შე­ნობა  ეკო­ნო­მი­კის  სა­მი­ნის­ტროს სა­კუთ­რებაა  და მხოლოდ მას აქვს ობიექ­ტის შეს­წავ­ლის უფ­ლება.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნისტ­რო­ში კი  "ახალ გა­ზეთს" გა­ნუ­მარ­ტეს, რომ  ზე­მოთაღ­ნიშ­ნუ­ლი ობიექ­ტი სახელ­მწი­ფო სა­კუთ­რება არ არის.

თა­ვის მხრივ, მე­რი­ის ქო­ნების მარ­თვის სამ­სახურ­ში ირ­წმუ­ნებიან, რომ  შე­ნობის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობისათ­ვის  გად­მო­ცე­მის პრო­ცე­დუ­რები ამ ტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რეობს.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა