|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა კავშირი აქვს „კუდის" ყოფილ მაღალჩინოსანს საბაჟოზე წართმეულ ათასებთან?

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები 60 წლის ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძე კუთ­ვნი­ლი თანხის და­საბრუ­ნებლად წლებია იბრძვის. ქარ­ქა­შა­ძე თურ­ქეთ­ში, წლების გან­მავ­ლობაში ნაგ­რო­ვები თანხის და­კარ­გვას აჭა­რის კუ­დის ყოფი­ლი უფ­რო­სის, თე­მურ პა­ტა­რი­ძის მხრი­დან მის ძმა­ზე, ავ­თან­დილ ქარ­ქა­შა­ძე­ზე შუ­რის­ძიებას უკავ­ში­რებს.

იმ შემთხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ნა­შა­ვე­თა დასჯასა და ფუ­ლის დაბრუ­ნებას ვერ შეძ­ლებს, ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძე სა­ჩივ­რის გაგ­ზავ­ნას სტრასბურ­გის ადა­მი­­ნის უფ­ლებათა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მავს.
 

2007 წლის 18 სექ­ტემბერს, თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვალი ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძე, მი­სი ძმა და მე­უღ­ლე სარ­ფის საბაჟოზე შე­მოს­ვლამ­დე და­­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნებებს ხელთ არ­სებული 80 000  დო­ლა­რი იქ­ვე ჩა­მო­არ­თვეს. ქარ­ქა­შა­ძის თქმით, მას ფულ­თან ერ­თად მიკ­­ავ­ტობუსით ავეჯი და სახლი­სათ­ვის სა­ჭი­ სხვა ნივ­თები მოჰქონ­და.

„თურ­ქეთ­ში 1990 წლი­დან დავ­დი­ვარ. იქ ან­ტა­ლი­­ში  ვმუ­შაობდი.  ჩე­მი ძმა პო­ლი­ცი­­ში მუ­შაობდა, თუმ­ცა სამ­სახური და­კარ­გა და რად­გან აქ ვე­რა­ფერს შო­­ლობდა, ჩემ­თან წა­ვიყვა­ნე სა­მუ­შა­ოდ. თურ­ქეთ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლობაში ვიყავი. ჩე­მი ოჯახის წევ­რები მეხვე­წებოდ­ნენ, რომ ჩა­მოვ­სუ­ლიყავი და აქ მეცხოვ­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა არ მინ­დო­და, მაგ­რამ ჩე­მი ძმა არ მო­მეშ­ვა. საბაჟოზე რომ შე­მო­ვე­დით პო­ლი­ცი­­ლებმა მა­შინ­ვე და­­კა­ვეს. ჩე­მი ძმა და ქმა­რიც და­­კა­ვეს. პო­ლი­ცი­­ლებს და­კა­ვების მი­ზე­ზი რომ ვკითხე, მითხრეს, არ ვი­ცი­თო. იქ­ვე საბაჟოზე გახსნეს ჩან­თა, გად­მოყარეს ფუ­ლი და და­სათ­ვლე­ლად წა­­ღეს," - ამბობს ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძე.

ქარ­ქა­შა­ძის  თქმით, მის ჩან­თა­ში არ­სებული 80 000 დო­ლა­რი­დან ძა­ლოვ­ნებმა 72 300 დო­ლა­რი დათ­ვა­ლეს, ხოლო 3 900 დო­ლა­რი ყალბად მი­იჩ­ნი­ეს.  ქარ­ქა­შა­ძეს ფუ­ლის ჩა­მორ­თმე­ვის მი­ზე­ზად თანხის საბაჟოს გვერ­დის ავ­ლით შე­მო­ტა­ნა და­­სახელეს და შე­საბამი­სი ოქ­მიც გა­­ფორ­მეს.

„ჩა­მორ­თმე­­ლი ფუ­ლი ბან­კში, ჩვენს სახელ­ზე უნ­და შე­­ტა­ნათ ან ხუთი წლის გან­მავ­ლობაში იქ, ად­გილ­ზე დაყადა­ღებული უნ­და ყოფი­ლიყო. თუმ­ცა არა­ვინ იცის ფუ­ლი სად წა­­ღეს. ეს ფუ­ლი ჩე­მი შრო­მით მქონ­და ნა­შოვ­ნი. იქ მუ­შაობით ჯან­მრთე­ლობა მო­ვის­პე. მე არც დე­პორ­ტი მაქვს, არც ­ქაურ ჟან­დარ­მე­რი­ას­თან და პო­ლი­ცი­ას­თან მქო­ნია პრობლე­მა," - ამბობს ქარ­ქა­შა­ძე.

ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძე კუთ­ვნი­ლი ფუ­ლის და­კარ­გვას აჭა­რის კუ­დის ყოფილ უფ­როსს, თე­მურ პა­ტა­რი­ძეს უკავ­ში­რებს. რო­გორც ქარ­ქა­შა­ძე ამბობს, ქუ­თა­­სის პო­ლი­ცი­ის ყოფილ მე­ოთხე განყოფი­ლებაში  (ამჟამად ეს განყოფი­ლება ავ­ტო­ქარხნის და­სახლებაში მდებარეობს და მას პო­ლი­ცი­ის მე­სა­მე განყოფი­ლება ჰქვია)  თე­მურ პა­ტა­რი­ძე და მი­სი ძმა ერ­თად მუ­შაობდნენ, რა დრო­საც სამ­სახურებრივ სა­კითხთან და­კავ­ში­რებით უთანხმოება მო­­ვი­დათ.

ქარ­ქა­შა­ძე ამბობს, რომ თე­მურ პა­ტა­რი­ძე, რო­მე­ლიც იმჟამად ბათუმ­ში კუდს ხელ­მძღვა­ნე­ლობდა, მა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ ფლობდა. ამის და­სამ­ტკი­ცებლად ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძეს ის ფაქ­ტი მოჰყავს, რომ პა­ტა­რი­ძე და მი­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი მათ ხოფა­ში აე­დევ­ნენ. ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძე თვლის, რომ ყოფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ძვე­ლი უთანხმოების გა­მო მის ძმას გა­უს­წორ­და.

სარ­ფის საბაჟოზე თანხის წარ­თმე­ვის შემ­დეგ ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძემ  მის დაბრუ­ნებაზე და­იწყო ზრუნ­ვა, თუმ­ცა დღემ­დე უშე­დე­გოდ ცდი­ლობს. ამბობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მის ად­ვო­კატს აში­ნებდა და საქ­მი­სა­გან ჩა­მო­შო­რებისა­კენ მო­­წო­დებდა, ხოლო საქ­მე­ზე გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებზე ქარ­ქა­შა­ძეს არ ეძახდნენ და მას მხოლოდ სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლებები ეგ­ზავ­ნებოდა.

„ი­მა­ზეც თა­ნახმა ვიყავი, რომ თანხის ნახევა­რი წა­­ღოთ და ნახევა­რი დაებრუ­ნებინათ, რად­გან ვა­ლებში ვარ გა­ჭე­დი­ლი. იპო­თე­კა­რებმა ბინა წა­მარ­თვეს, რის გა­მოც მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ნა­თე­სავს ვართ შე­კედ­ლებული. თუ კი­დევ არ იქ­ნა საშ­ვე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თა­ლი ვერ ვი­პო­ვე, ისევ თურ­ქეთ­ში  წა­ვალ. იმ ოჯახის შვი­ლი, სა­დაც მე ვმუ­შაობდი, ად­ვო­კა­ტი­ა. მი­სი დახმა­რებით თა­ვი­დან მო­ვამ­ზა­დებ სარ­ჩელს, სტრასბურ­გსაც მივ­მარ­თავ და ყვე­ლას გა­ვა­გებინებ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა უსა­მარ­თლობაა. ჩემ­სას ვითხოვ. ჩემს ნაშ­რომს. სხვის­თვის წარ­თმე­­ლი  კი არ მქონ­და ის ფულ, ჩე­მი შრო­მით ვი­შო­ვე," - ამბობს  ლო­ლა ქარ­ქა­შა­ძე.

ქარ­ქა­შა­ძე ამ ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, იუს­ტი­ცი

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა