|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო „დახმარება" მცირე მეწარმეებს

ქუთაი­სის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა მიმ­დი­ნა­რე წლის მა­­სი­დან მიკ­რო სესხების გა­ცე­მას იწყებს. ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლების გან­მარ­ტებით, ბიზ­ნეს-იდე­ას მხოლოდ ად­გი­ლობრივ მცი­რე მე­წარ­მეებს და­­ფი­ნან­სებენ. რო­გორც თვით­მმარ­თვე­ლობაში ირ­წმუ­ნებიან, მიკ­რო­სესხების გა­ცე­მა ქა­ლაქ­ში ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რებისა და მე­წარ­მეების ხელ­შეწყობის მი­ზანს ისახავს.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობის ბიუჯეტი­დან  მიკ­რო სესხების გა­ცე­მას  ქა­ლა­ქის მე­რი გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლი­დან აა­ნონ­სებდა.  „2012 წელს გვექ­ნება ინო­ვა­ცია - მცი­რე მე­წარ­მეებზე მიკ­რო სესხების გა­ცე­მა. მიკ­რო­სესხების გა­ცე­მას ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან ვგეგ­მავთ", - აცხადებდა ქა­ლა­ქის მე­რი გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე.

ქუ­თა­­სის მე­რი­­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს მიკ­რო სესხების გა­ცე­მა სა­პი­ლო­ტე იქ­ნება. ბიზ­ნეს-იდეების და­ფი­ნან­სება ბიუჯეტ­ში ჩა­დებული „უცხოუ­რი ინ­ვეს­ტი­ციების, ბიზ­ნე­სის ხელ­შეწყობისა და სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თობების  გან­ვი­თა­რების პროგ­რა­მის" ფარ­გლებში უნ­და განხორ­ცი­ელ­დეს. თუმ­ცა, გარ­და იმი­სა, რომ პროგ­რა­მა ამ­დრომ­დე არ ამოქ­მე­დებულა, რო­გორც ირ­კვე­ვა, არც შე­ფა­სების კრი­ტე­რი­­მები და ის მოთხოვ­ნებია შე­მუ­შა­ვებული, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ბიზ­ნეს-იდეები უნ­და და­ფი­ნან­სდეს.  „ამ­დრო­ის­თვის მი­დის მუ­შაობა, თუ რა კრი­ტე­რი­­მით შე­ფას­დებიან მიკ­რო სესხის მიმ­ღები მე­წარ­მეები და თუ რა მოთხოვ­ნები გვექ­ნება მათ მი­მართ. ბიზ­ნეს­თან ზე­პი­რი ურ­თი­ერ­თობა რთუ­ლი­ა. ­მი­ტომ ჩვენ სწო­რად ჩა­მოყალიბებულ ბიზ­ნეს-იდე­ას, აზრს და  სწო­რად გათ­ვლილ მე­ნეჯმენტს მივ­ცემთ მსვლე­ლობას. მიკ­რო სესხის მი­ღებას რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ყვე­ლა მე­წარ­მე ვერ შეძ­ლებს. მხოლოდ სა­­კე­თე­სო ბიზ­ნეს-იდეა და­ფი­ნან­სდება", - გან­მარ­ტავს მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სახურის უფ­რო­სი მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში აცხადებენ, რომ მე­წარ­მის ბიზ­ნეს-იდე­ის შე­ფა­სების ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­­მი - ახალი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა და ქა­ლაქ­ში ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რების ხელ­შეწყობა იქ­ნება. ბიზ­ნეს-იდე­ის და­სა­ფი­ნან­სებლად მცი­რე და სა­შუ­­ლო მე­წარ­მეების მი­ერ წარ­დგე­ნილ განცხადებებს ქა­ლა­ქის მერ­თან არ­სებული ბიზ­ნეს­საბჭო გა­ნიხილავს. (შე­გახსე­ნებთ, რომ ბიზ­ნეს საბჭო 2011 წელს შე­იქ­მნა და მი­სი თავმჯდო­მა­რე ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი პი­რი - გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძეა). საბჭოს  მი­ერ­ვე მოხდება მე­წარ­მეების წარ­დგე­ნი­ლი წი­ნა­და­დების შე­ფა­სება.

მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კის სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მიკ­რო სესხის გა­ცე­მის სავა­რა­­დო მი­ნი­მა­ლუ­რი თანხა 3000 ლა­რი­დან იწყება, რომ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნობა 10 000 ლა­რამ­დე იქ­ნება. მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ჯერჯერობით დად­გე­ნი­ლი არ არის, თუ რამ­დენ­წლი­­ნი იქ­ნება მიკ­რო სესხი. ამ­დრო­ის­თვის არც საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზუს­ტი  ოდე­ნობაა გან­საზ­ღვრუ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში  ირ­წმუ­ნებიან, მათ მი­ერ გა­ცე­მუ­ლი მიკ­რო სესხები ყვე­ლა­ზე დაბალ პრო­ცენ­ტი­­ნი იქ­ნება.  „ჩვენ ვფიქ­რობთ 6%-დან 8%-მდე საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის გან­საზ­ღვრას", - აღ­ნიშ­ნავს ჭრე­ლაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მე­წარ­მეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მიკ­რო სესხის დამ­ტკი­ცების შემთხვე­ვა­ში, ნების­მი­ერ ბან­კში შე­ეძ­ლება თანხის გა­ნაღ­დება.

თვით­მმარ­თვე­ლობის ინი­ცი­­ტი­ვას მიკ­რო სესხების გა­ცე­მის შე­სახებ ოპო­ნენ­ტი კო­ლე­გები ეჭ­ვის თვა­ლით უყურებენ. ეჭ­ვის გა­სა­ფან­ტად მათ პროგ­რა­მის განხორ­ცი­­ლების პრო­ცე­სებში ჩარ­თუ­ლობის იმე­დი აქვთ. „ქრის­ტიან-დე­მოკ­რა­ტი­­ლი" მოძ­რაობის ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით დვა­ლი გან­მარ­ტავს, რომ მო­ნიტო­რინ­გის მიზ­ნით, პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლეობაზე უკ­ვე შე­­თანხმდა უმ­რავ­ლე­სობის წევ­რებს. „ი­მე­დია, ეს შე­თანხმება იქ­ნება ძა­ლა­ში. თუ ასე არ მოხდება, მა­შინ ბუნებრი­ვია გაგ­ვიჩ­ნდება ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი და ამას მე­დი­ის სა­შუ­­ლებით გავხდით საჯაროს. პრო­ექ­ტი არაა ცუ­დი, თუ ხელოვ­ნუ­რად ვინ­მე არ და­­მახინჯებს: არ გახდის სა­არ­ჩევ­ნო პი­­რის ნა­წილს და არ გავ­რცელ­დება მხოლოდ „ში­ნა­ურ" ბიზ­ნეს­მე­ნებზე", - აღ­ნიშ­ნავს და­ვით დვა­ლი.

კო­ლე­გის­გან განსხვა­ვებით, უფ­რო სკეპ­ტი­კუ­რი შეხედუ­ლებები აქვს საკ­რებულოს წევრს, „ახალი მე­მარჯვე­ნეების" ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს  მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძეს. მი­სი თქმით,  აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა მხოლოდ არ­ჩევ­ნებზე არის ორი­ენ­ტი­რებული და არა - შე­დეგ­ზე. „ეს პროგ­რა­მა, ისე­ვე რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­

ავტორი: თეკლა მორგოშია