|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეასრულებს თუ არა ქალაქის მერია პრემიერის დავალებას?

 თუმცა, ქალაქის მერიას აღნიშნული საკითხის შესწავლა, როგორც ირკვევა, ამდრომდე არ დაუწყია.

ქუ­თა­­სის სამხატ­ვრო სკო­ლის  ყოფილ შე­ნობაში  შე­სახლებული სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯახების პრობლე­მების მოგ­ვა­რების და­ვა­ლება ქუ­თა­­სის მე­რი­ას  პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დაახლოებით ერ­თი თვის წინ მის­ცა. თუმ­ცა, ქა­ლა­ქის მე­რი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის  შეს­წავ­ლა,  რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ­დრომ­დე არ და­უწყია.

და­ვა­ლება ქა­ლა­ქის მე­რი­ამ პრე­მი­­რის­გან წე­რი­ლობით, მას შემ­დეგ მი­­ღო, რაც თა­ვად შე­ნობაში მცხოვ­რებმა სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ველ­მა ოჯახებმა აღ­მას­რუ­ლებელ თუ სა­კა­ნონ­მდებლო ხელი­სუფ­ლებას დახმა­რების თხოვ­ნით მი­მარ­თეს.

სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობაში სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი 20 ოჯახი, ობიექ­ტი­დან გა­სახლება-არ­გა­სახლების მო­ლო­დინ­ში უკ­ვე 9 თვე­ზე მე­ტია არი­ან.

ად­გი­ლობრი­ვების თქმით, გა­ურ­კვე­ვე­ლობაში ყოფ­ნას პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­მო­სახლების მუ­ქა­რაც ემა­ტება.

„უბნის ინ­სპექ­ტო­რი პე­რი­­დუ­ლად მო­დის და გვეუბნება, რომ აქ უკა­ნო­ნოდ ვართ შე­მო­სუ­ლები და ყოველ წუთს უნ­და ვიყოთ მზად გა­მო­სახლებისათ­ვის. აქ სამხარეო პო­ლი­ცია გად­მო­ვაო გვეუბნებიან\", - ამბობს სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ ­ნობაში მცხოვ­რები  და­რეჯან ავა­ლი­­ნი.

 ად­გი­ლობრი­ვების გან­მარ­ტებით, მას შემ­დეგ რაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ უბედუ­რი შემთხვე­ვა მოხდა და შე­ნობაში მცხოვ­რები ერთ-ერ­თი ქალბატო­ნი გარ­და­იც­ვლა, პო­ლი­ცია უფ­რო შერბილებული ტო­ნით ესაუბრებათ.

„ად­ შე­ნობის და­ტო­ვებას ძა­ლის გა­მოყენებით გვე­მუქ­რებოდ­ნენ. ასე რო­გორ შე­იძ­ლება თით­ქოს­და ადა­მი­­ნები არ ვართ. დევ­ნი­ლები ვართ სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში\", - აცხადებენ  შე­ნობაში მცხოვ­რებნი.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში ირ­წმუ­ნებიან, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­ქა­რის შე­სახებ ისი­ნი არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობენ. 

სამხა­ვრო სკო­ლის ყოფი­ლი შე­ნობა, პო­ლი­ცი­ის მეხუთე რა­­­ნულ განყოფი­ლების დაქ­ვემ­დებარებაში­ა. ირ­კვე­ვა, რომ სწო­რედ, ქა­ლა­ქის მე­რი­ამ მი­მარ­თა აღ­ნიშ­ნულ რა­­­ნულ განყოფი­ლებას შე­საბამი­სი ღო­ნის­ძიებების გა­სა­ტა­რებლად.

„ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის კუთ­ვნილ შე­ნობაში უკა­ნო­ნოდ არი­ან შეჭ­რი­ლი სო­ცი­­ლუ­რად და­­ცვე­ლი ოჯახები, რის გა­მოც ვერ ხერხდება მის­თვის ფუნ­ქცი­ის მი­ცე­მა. ქა­ლა­ქის მე­რია უძ­ლუ­რია ამ საქ­მე­ში და გთხოვთ, გა­­ტა­როთ შე­საბამი­სი ღო­ნის­ძიებები\", - ამ ში­ნა­არ­­ის წე­რი­ლით  მე­რი­ამ  პო­ლი­ცი­ის მეხუთე განყოფი­ლებას, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­მარ­თა. წე­რილს ხელს  ქა­ლა­ქის იმ­დრო­­სათ­ვის მე­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი და ამ­დრო­ის­თვის  ვი­ცე-მე­რი ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი აწერს. 

ვი­ცე-მე­რის ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ქა­ლა­ქის მე­რია ვალ­დებულია თა­ვის კუთ­ვნი­ ობიექ­ტზე განხორ­ცი­­ლებული უკა­ნო­ნობის შე­სახებ შე­საბამის უწყებას აც­ნობოს.

„ჩვენ სწო­რედ ეს გა­ვა­კე­თეთ. თუმ­ცა, ამ ადა­მი­­ნებს არა­ვინ არ ემუქ­რებათ და არც გა­მო­სახლება მოხდება\", - ირ­წმუ­ნება  ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

რაც შეეხება, სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ  შე­ნობაში ძა­ლო­ვა­ნი უწყების გა­დას­ვლას, მე­რი­­ში გან­მარ­ტვენ, რომ ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობენ.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და სვა­ნე­თის სამხარეო პო­ლი­ცი­­ში ადას­ტუ­რებენ. 

„ახალ გა­ზეთს\" სამხარეო სამ­მარ­თვე­ლო­ში უთხრეს, რომ ისი­ნი ად­გილ­მდებარეობის შეც­ვლას არ აპი­რებენ.  მა­თი გან­მარ­ტებით, უბნის ინ­სპექ­ტო­რი ვალ­დებულია მის დაქ­ვემ­დებარებაში არ­სებულ ტე­რი­ტო­რი­ას მეთ­ვალყურეობა გა­­წი­ოს.

„ი­მის გა­მო, რომ შე­ნობა უკა­ნო­ნოდ აქვთ სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახებს და­კა­ვებული, ჩვე­ნი მხრი­დან მე­ტი კონ­ტრო­ლი არის, რად­გან კი­დევ არ მოხდეს რა­­მე სახის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა\", - გან­მარ­ტა­ვენ სამხარეო პო­ლი­ცი­­ში.

ად­გი­ობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობაში, მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ოქ­ტომბერს  თვით­ნებურად შე­სახლებულ  სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახებს, ამ­დრომ­დე საცხოვ­რებელი ფარ­თი ვერ შეს­თა­ვა­ზა. მა­შინ რო­ცა, მე­რი­­ში დაახლოებით ერ­თი თვის წინ ამბობდნენ,  რომ სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობაში მცხოვ­რებლებს საცხოვ­რებელი ფარ­თით ივ­ნის­ში და­აკ­მაყოფი­ლებდნენ.

„ამ ადა­მი­­ნებისათ­ვის გან­საზ­ღვრუ­ლი გვქონ­და ის საცხოვ­რებელი ფარ­თი, სა­დაც დევ­ნი­ლები ცხოვ­რობენ. თუმ­ცა, დევ­ნი­ლების­თვი­საც გა­ჭი­­ნურ­და ავ­ტო­ქარხნის და­სახლებაში, რეაბილი­ტი­რებული საცხოვ­რებელი ფარ­თის გა­და­ცე­მა\", - ამბობს ქუ­თა­­სის ვი­ცე-მე­რი ნი­კო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის,  რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და სვა­ნე­თის სამხარეო სამ­მარ­თვე­ლო­ში გან­მარ­ტავენ, რომ ავ­ტო­ქარხნის და­სახლებაში რეაბილი­ტი­რებული ობიექ­ტი 18 დევ­ნი­ლი ოჯახისათ­ვის არის გან­საზ­ღვრუ­ლი, რო­მე­ლიც მათ მიმ­დი­ნა­რე თვის ბოლოს გა­და­­ცა­მათ.

წო­რედ ამის შემ­დეგ იქ­ნება შე­საძ­ლებელი სამხატ­ვრო სკო­ლის შე­ნობაში შე­სახლებული ოჯახების­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­­ლი საცხოვ­რებელი ფარ­თის შე­თა­ვა­ზება.

მა­ნამ­დე, ქუ­თა­­სის მე­რი­ის ად­მი­ნისტ­რა­ცი­ულ  სამ­სახურ­ში ირ­წმუ­ნებიან, რომ ქა­ლა­ქის მე­რი სამხატ­ვრო სკო­ლის ყოფილ შე­ნობაში

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა