|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე ცნობილი ოროსნები

სკოლაში ხუთებზე სწავლას გვაიძულებენ, რაც წარმატებული ცხოვრების გარანტია უნდა იყოს. სინამდვილეში, ეს აზრი რაღაც შემთხვევაში ანტიპედაგოგიურია, ოროსნობა საერთოდ არ არის სირცხვილი. ხანდახან ეს შეიძლება დიდებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი საფეხური გახდეს. ისტორიისთვის ცნობილია ხუთოსნებისა და ვუნდერკინდების მაგალითები, რომლებმაც ბავშვობაში მიღწეული წარმატებები მოზარდობაში ვერ განავრცეს.

უინსტონ ჩერჩილი: ცუდად სწავლის ეს შემთხვევა უფრო კლასიკურად და ყველაზე ფესვგადგმულად გვევლინება. არისტოკრატი მშობლების უფროსი შვილი ბავშვობიდან ყალთაბანდი იყო, სწავლის პროცესი თავიდანვე ეზიზღებოდა. ჩერჩილი იხსენებდა, რომ განათლება მის წინაშე ბრაზიანი გუვერნანტის სახით წარდგა, რომლის გამოჩენაც წინასწარ აუწყეს. იმ დღისთვის ბიჭუნა აიძულეს მომზადებული ცრემლების გარეშე კითხვისთვის, ყოველდღე გამზრდელთან ერთად გაჭირვებით კითხულობდა და სწორედ იმ დროს მიხვდა რომ ეს პროცესი არა მარტო დამღლელი, არამედ აბსოლუტურად უშედეგო იყო. როდესაც მათ სახლში გუვერნანტი მივიდა, ჩერჩილს წიგნი დამთავრებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

ჩერჩილი მოიქცა ისე, როგორც ასეთ შემთხვევაში სხვა ოროსნები მოიქცეოდნენ - გაიქცა! ცხრა წლის ასაკში მომავალი პოლიტიკოსის ცხოვრებაში განათლება მტკიცედ დამკვიდრდა - იგი ასკოტის წმინდა გიორგის სკოლაში მიაბარეს. სწორედ იქ განიცადა რეალურად ჩერჩილმა საკუთარ თავზე ინგლისური განათლების \"სიამენი\". ამ სკოლაში ოროსნებს რეგულარულად სცემდნენ, უინსტონი კი ყველაზე ჩამორჩენილ მოწაფე იყო. ამასთან, სულელი ბიჭი ნამდვილად არ იყო - ხანდახან მასწავლებლები, რომელიღაც მოფარებულ ადგილას განმარტოებულს წიგნის კითხვის დროს გადააწყდებოდნენ. მაგრამ გაკვეთილების სწავლას და განათლებით დაინტერესებას არისტოკრატი მოსწავლე საერთოდ არ აპირებდა. სწავლის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, ახალგაზრდა ლორდმა გამოცდებზე ვერანაირი პროგრესი ვერ გამოავლინა, ამიტომ მშობლები იძულებული გახდნენ შვილი სახლში წაეყვანათ.

ცამეტი წლის ჩერჩილი ჰეროუს კერძო სკოლაში მიაბარეს. ამ ასაკისთვის ბიჭუნა უფრო გამოყოჩაღდა, გამოცდებზე ორიანების ჩამორჩენილი მოსწავლე მაინც უინსტონი იყო. სხვა კლასელ ყალთაბანდებთან ერთად ლათინურისა და ძველბერძნულის შესწავლისგან გაათავისუფლეს. ამ ენების მაგივრად დამატებით ინგლისურ ენას ეუფლებოდა. შეიძლება მომავალში სწორედ ეს გაკვეთილები წაადგა დიდ პოლიტიკოსს, ლიტერატურაში ნობელის პრემია მოეპოვებინა.


ანდრეი ტარკოვსკი: ახლა თა­ვისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ანდრეის სკოლის წლებში არ გაუმართლა. პირველ კლასში 1939 წელს მოსკოვის #554-ე სკოლაში შევიდა. ბიჭუნამ სწავლის პროცესში ჩართვაც ვერ მოასწრო, რომ ომი დაიწყო. ანდრეი დედასთან ერთად ნათესავებთან იურივეცში იქნა ევაკუირებული. მისმა ბავშვობამ შიშსა და შიმშილში განვლო. დაწყებით კლასებში ელემენტარული განათლებაც ვერ მიიღო. ამის გამო გარდატეხის ასაკში ანდრეის პრობლემები გაუჩნდა, უფრო სწორად დედამისს, რომელიც ოჯახიდან ქმრის წასვლის შემდეგ ვაჟს მარტო ზრდიდა.

უფროს კლასებში ტარკოვსკი სხვა ელიტურ ოროსნებთან ერთად მოდას იყო აყოლილი. მოზარდს სწავლა ფეხებზე ეკიდა, ომის შემდგომ მოსკოვში მოდურმა ტანსაცმელმა და ამერიკულმა მუსიკამ გაიტაცა. სკოლა, თავისი წესებითა და დოგმებით ანდრეის დროებითი გაურკვევლობა ეგონა. მისთვის ნამდვილი ცხოვრება სასწავლო დაწესებულების მიღმა დუღდა. ტარკოვსკი იხსენებდა, მი­უხედავად იმისა, რომ იცოდა რა უარყოფით გავლენას ახდენდა ზოგადად ქუჩური ცხოვრება, ქუჩა მაინც ენატრებოდა. ატესტატში მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოჰყვა ლიტერატურაში.

1951 წელს მომავალმა რეჟისორმა დაბალი კონკურსის გამო მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ იქ სწავლა დროის ტყუილად დაკარგვა იყო.

ტარკოვსკიმ ცხოვრებისეული გამოცდილების საკუთარი ძალებით შევსება დაიწყო, რომელსაც ყოველთვის თავის ძირითად უნივერსიტეტად მიიჩნევდა. 

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა