|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩხუბი მოზარდებში IQ-ს მაჩვენებელს დაბლა წევს

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა ადასტურებს, რომ ჩხუბი მოზარდის IQ-ზე უარყოფითად მოქმედებს. ინტელექტის ექვივალენტის მაჩვენებელის დაქვეითება, სკოლაში ერთ გაცდენილ წელს უტოლდება. კვლევის შედეგები Medical News Today-ში გამოქვეყნდა. 

როგორც აღმოჩნდა, მოზარდებს შორის კონფლიქტები და შეხლა-შემოხლა, სერიოზულ გავლენას ახდენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით კი, 

ეს მწვავედ გოგონებზე აისახება. კვლევის შედეგების მიხედვით, საერთო ჯამში IQ-ს მაჩვენებლის დაქვეითება ბიჭებში 1.62 პუნქტს, ხოლო გოგონებში 3.02 პუნქტს შეადგენს.
ის, რომ ფიზიკური ტრავმები ადამიანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ახალი ამბავი არ არის. ახლა კი გაირკვა, რომ თავის ტრავმები არა მხოლოდ IQ-ს მაჩვენებლის დაწევას, არამედ ნევროლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. ამის გათვალისწინებით, ექიმები ფეხბურთში ბურთის თავით მოგერიების წინააღმდეგ გამოდიან. 
კვლევის ფარგლებში დაკვირვება 20 0000-მდე მოსწავლეზე მიმდინარეობდა. 

წყარო
www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა