ვიეტნამის ომის დროს დაკარგული მამა-შვილი ჯუნგლებში იპოვეს
ვიეტნამის ჯუნგლებში 40 წლის წინ დაკარგული მამა-შვილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Тhanh Nien News-ი წერს.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა. ძებნაში მონაწილეობას დაკარგულთა ნათესავებიც იღებდნენ. 82 წლის
ჰო ვან ტჰანი იმდენად იყო დასუსტებული, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.
გამოძიებით დადგინდა, რომ
ვიეტნამის ომის დროს, ტჰანი
2 წლის შვილთან ერთად დაბომბილი სოფლიდან გაიქცა და თავი ჯუნგლებს შეაფარა. ომის დროს მამაკაცს მეუღლე და ორი უფროსი შვილი დაეღუპა.
სოფლიდან გამოქცევის შემდეგ, მამა-შვილმა 6 მეტრის სიმაღლეზე, ხეზე დაიდო ბინა. ტჰანმა
ხისგან დანის და
გამოთლაც ისწავლა და მათი საშუალებით ცხოველებზე ნადირობდა. მაშველებმა
სამუშაო იარაღებს და საოჯახო ნივთებსაც მიაგნეს. ასევე, ხესთან
ახლოს აღმოჩნდა მცირე პლანტაცია, სადაც ტჰანს შაქრის ლერწამი მოჰყავდა.
ჯუნგლებში ჰო ვან ტჰანს მშობლიური ენა დაავიწყდა და შესაბამისად, ლაპარაკი
შვილსაც ვერ ასწავლა.
სტატიაში ნათქვამია, რომ
ტჰანის კიდევ ერთმა უმცროსმა შვილმა, მამას
და ძმას ჯუნგლებში 20 წლის
წინ მიაგნო, თუმცა ვერ დაარწმუნა, რომ
ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.
წყარო www.ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი