ცვლილებები საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
ყაზახეთში ეროვნული გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. თემურ ქეცბაიას გუნდს ტრავმის გამო უჩა ლობჟანიძე გამოაკლდა. სავიზო პრობლემების გამო გუნდს ასტანაში აკაკი ხუბუტია ვერ დაეხმარება. ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ყაზახეთში კვირას საღამოს გაემგზავრებიან. გუნდი სრული შემადგენლობით 12 აგვისტოს შეიკრიბება.
ნაკრებში გამოძახებულთა სია:
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („დილა“, გორი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა (ორივე „კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), გულვერდ თომაშვილი („დილა“, გორი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ლაშა გვალია („დილა“, გორი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), ელგუჯა გრიგალაშვილი („დინამო“ თბილისი), შოთა გრიგალაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი სირბილაძე („ინტერ ტურკუ“, ფინეთი)
ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 14 აგვისტოს, 18.00 საათზე (თბილისის დროით), „ასტანა არენაზე“ გაიმართება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური
ავტორი: ნიუპრესი