მამაკაცები ქალებისგან პაემანზე გაწეული ხარჯების თანაგადახდას ითხოვენ
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს პაემნის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 64%-ს სურვილი აქვს, დანახარჯი ორივე მხარემ გაინაწილოს.
მამაკაცების 44% აღიარებს, რომ მათ პარტიორის მიმართ ინტერესი ეკარგებათ, თუკი მას ფინანსური წილი არ შეაქვს მომავალ ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, გამოკითხულ მამაკაცთა 76%-ს ეუხერხულება მანდილოსნისთვის თანხის გამორთმევა.
ფსიქოლოგ დევიდ ფრედერიკის თქმით, ანალიზი აჩვენებს, რამდენად შეიცვალა გენდერული ნორმები. ტრადიციული სქემა, დაკავშირებული ქალის პატივისცემასთან, წარსულს ჩაბარდა.
რაც შეეხება გამოკითხულ ქალებს, მათი 57% მამაკაცს პაემანზე ხარჯის თანაგადახდას სთავაზობდა, თუმცა 39%-ს იმედი ჰქონდა, რომ მამაკაცი ამაზე უარს იტყოდა.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი