|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოთლიდან წყლის დალევის ჩვევა სახეზე ღრმა ნაოჭებს აჩენს

ნიუ-ჯერსის კოსმეტოლოგიური ცენტრის დერმატოლოგი მაიკლ ჩეზინი ქალებს აფრთხილებს, რომ ბოთლიდან წყლის დალევის ჩვევა სილამაზისთვის სახიფათოა.

ექსპერტი ამტკიცებს, რომ ბოთლიდან წყლის დალევა ტუჩების ირგვლივ ღრმა ნაოჭებს აჩენს. ამასთან, ნაოჭები იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ მათგან გათავისუფლება მხოლოდ სპეციალური პროცედურებით – ბოტოქსით ან ლაზერული თერაპიით არის შესაძლებელი.
ჩეზინის კოლეგამ ვაშინგტონიდან, მერილინ ბერზინიმ კი გამოთვალა, რომ ნაოჭები ტუჩების ირგვლივ ბოთლიდან წყლის სმის ჩვევიდან 2 წლის შემდეგ ჩნდება.
კანის ახალგაზრდობას ასევე საფრთხეს უქმნის კოქტეილის დასალევი ჩხირების რეგულარული გამოყენება, თუმცა ისინი ისეთი მავნებელი არ არის კანისთვის.
თუ არ შეგიძლიათ ამ ჩვევისგან გათავისუფლება, მაშინ აუცილებლად აკეთეთ ვარჯიშები სახის კუნთებისთვის – მხოლოდ ამ შემთხვევაში აიცილებთ თავიდან ტუჩებთან ღრმა ნაოჭების გაჩენას.

წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა