|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კაზინოს შეცდომის გამო აშშ-ის მკვიდრი მილიონერი გახდა

ქალაქ ცინცინატის მოსახლემ კაზინოს შეცდომის გამო საჩუქრად მილიონი დოლარი მიიღო. მამაკაცი სეხნიაში აერიათ. კაზინოს ადმინისტრაციამ გადახდილი ფულის უკან დაბრუნება არ მოითხოვა და მილიონ-მილიონი ორივე კევინ ლიუისმა მიიღო.

"ეს ჩვენი შეცდომა იყო, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს სტუმრებს სამართლიანად მოვექცეთ, ამიტომ მილიონი დოლარი 

ორივე ადამიანმა მიიღო", - განაცხადა კაზინო Horseshoe-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა კევინ კლაინმა.

შეცდომა Horseshoe-სი 10 აგვისტოს ღამეს მოხდა, როდესაც იქ სარეკლამო კონკურსის გამარჯვებული გამოაცხადეს. "მცდარი" კევინ ლიუისი, კაზინოში იმყოფებოდა, საკუთარ სახელს გამოეხმაურა და ადმინისტრაციისგან ჩეკი მიიღო. მხოლოდ შემდგომ გაირკვა, რომ ჯილდო სხვა დამიანს ეკუთვნოდა.

ცრუ და ნამდვილ გამარჯვებულებს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა პირადი მონაცემებიც აერთიანებთ, მათ შორის ასაკი და ოჯახური მდგომარეობა. გარდა ამისა, ორივე მათგანი Horseshoe-ის ხშირი სტუმარია.


წყარო: ambebi.ge



ავტორი: ნიუპრესი