|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველები ცარიელი ბიუჯეტის გამო, შემწეობის მიღმა რჩებიან

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახური, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ვე­ღარ ეხმა­რება. მი­ზე­ზი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სახურის უკ­ვე გახარჯული ბიუჯეტი­ა.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახურის 2013 წლის ბიუჯეტი მთე­ლი წლის გან­მავ­ლობაში უნ­და გა­და­ნა­წი­ლებულიყო. თუმ­ცა, რო­გორც სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ დრო­ი­სათ­ვის ბიუჯეტი თით­ქმის გა­ნუ­ლებული­ა.

მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახური, უკ­ვე დახარჯული ბიუჯეტის გა­მო, ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, მათ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო სა­მი პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ დახმა­რებას (სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რება, მე­დი­კა­მენ­ტებით უზ­რუნ­ველყოფა და ერთჯერად მა­ტე­რი­ა­ლურ დახმა­რება)  ვერ სთა­ვა­ზობენ.

თუმ­ცა, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახურის თა­ნამ­შრომ­ლების თქმით, მათ 2013 წლის ბიუჯეტი­დან დარ­ჩე­ნი­ლი ნაშ­თით, დახმარების გა­წე­ვა 128 ბენე­ფი­ცი­ა­რის­თვის  შეძ­ლეს. ხოლო სხვა ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სამ­სახურს ყოველ­დღი­უ­რად სტუმ­რობენ, ჯერჯერობით, შემ­წეობის მიღ­მა რჩებიან.

„მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში მო­ვე­დი ამ სამ­სახურ­ში და ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რეობა დამხვდა. მო­დი­ან მო­ქა­ლა­ქეები და მეუბნებიან, რომ დახმა­რებას სა­ჭი­როებენ. გა­ნუ­ლებული ბიუჯეტის გა­მო კი, მათ ვერ ვეხმა­რებით და ვერც იმას ვეუბნებით, თუ რო­დის შევ­ძლებთ მა­თი მოთხოვ­ნების დაკ­მაყოფი­ლებას," - ამბობს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლურ სა­კითხთა და იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი, ზუ­რაბ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­გან განსხვა­ვებით, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის „ნა­ცი­ო­ნა­ლი" დე­პუ­ტა­ტი, და­ვით გო­გის­ვა­ნი­ძე, მიმ­დი­ნა­რე წლის ამ დრომ­დე გახარჯულ მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახურის ბიუჯეტს, მიზ­ნობრიობით ხსნის. რო­გორც გო­გის­ვა­ნი­ძე ამბობს, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახურის ბიუჯეტის დი­დი ნა­წი­ლი იმის გა­მო გაიხარჯა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა მი­მარ­თვი­ა­ნობა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახურის ბიუჯეტის მიხედ­ვით, სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების პროგ­რა­მა 380 000 ლა­რით არის და­ფი­ნან­სებული. სა­ი­და­ნაც, დღე­ის მდგო­მა­რეობით,  არ­სებული ნაშ­თი მხოლოდ 3 230 ლარს შე­ად­გენს.

რაც შეეხება, მე­დი­კა­მენ­ტებით დაზ­ღვე­ვის პროგ­რა­მას, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე წლის ბიუჯეტი  235 000 ლარს შე­ად­გენ­და,  არ­სებული ნაშ­თი 5 100 ლა­რით გა­ნი­საზ­ღვრება.

ხოლო ერთჯერა­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახმა­რების პროგ­რა­მის 361 600 ლა­რი­ა­ნი ბიუჯეტი­დან,  მხოლოდ 22 500 ლა­რია დარ­ჩე­ნი­ლი.

„სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რების ბიუჯეტი უკ­ვე ცა­რი­ე­ლი­ა, წლის ბოლომ­დე კი დი­დი დროა დარ­ჩე­ნი­ლი. არ ვი­ცი, რამ­დე­ნად მიზ­ნობრი­ვად და ადეკ­ვა­ტუ­რად გა­ი­ცა ეს თანხები სამ­სახურის ყოფი­ლი უფ­რო­სის მი­ერ. მაგ­რამ,  ალბათ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხით შე­საბამი­სი მა­კონ­ტრო­ლებელი ორ­გა­ნოები და­ინ­ტე­რეს­დებიან და გა­მო­იკ­ვლე­ვენ," - ამბობს  ზუ­რაბ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

გარ­და საბიუჯეტო პრობლე­მებისა, რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამბობს, მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახურის წი­ნა­მორბედი უფ­რო­სის­გან, კახაბერ ქო­რი­ძის­გან ასე­ვე ბენე­ფი­ცი­არ­თათ­ვის პა­სუხგა­უ­ცე­მე­ლი 3000 წე­რი­ლიც დახვდა.

„სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბენე­ფი­ცი­ა­რის­თვის, ვთვლი, რომ უა­რიც კი პა­სუხია. თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებზე, ყოფი­ლი სამ­სახურის უფ­რო­სის მი­ერ არა­ნა­ი­რი პა­სუხი არ იყო გაგ­ზავ­ნი­ლი," - ამბობს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

ქუ­თა­ი­სის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახურ­ში პრობლე­მების გა­მო­სას­წო­რებლად, რო­გორც ირ­კვე­ვა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დახმა­რების­თვის, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სახურს მი­მარ­თა.

„მო­ვითხოვეთ სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების პროგ­რამ­ა­ში და­მა­ტებით 10 000 ლა­რით დაგ­ვეხმა­რონ, მე­დი­კა­მენ­ტებით უზ­რუნ­ველყოფის პროგ­რა­მა­ში და­მა­ტებით 50 000 ლა­რია სა­ჭი­რო, ხოლო ერთჯერა­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახმა­რების პროგ­რა­მა­ში - 135 000 ლა­რი. რად­გან წლის ბოლომ­დე ბენე­ფი­ცი­ა­რების გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის დაკ­მაყოფი­ლება მა­ინც შევ­ძლოთ," - გან­მარ­ტავს ზუ­რაბ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახურის ბიუჯეტ­თან გა­ჩე­ნი­ლი კითხვებით, „ახალი გა­ზე­თი" ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ყოფი­ლი სამ­სახურის უფ­როსს, კახაბერ ქო­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რებას შე­ე­ცა­და. თუმ­ცა მას მობილუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ამ დრომ­დე გა­თი­შუ­ლი აქვს. ასე­ვე  შე­უძ­ლებელი გახდა მას­თან გა­საუბრება, ოჯახის წევ­რებთან და­კავ­ში­რების შემ­დე­გაც.

თუმ­ცა ამ დრომ­დე  პა­სუხგა­უ­ცე­მელ კითხვებზე, თუ რა­ტომ და რამ­დე­ნი გაიხარჯა მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახურის  2013 წლის ბიუჯეტი­დან ყოფი­ლი სამ­სახურის უფ­რო­სის მი­ერ?, ასე­ვე რამ­დენ ბენე­ფი­ცი­არ­ზე გა­და­ნა­წილ­და ბიუჯეტი­დან გა­ცე­მუ­ლი თანხა და რა­ტომ დარ­ჩა ბენე­ფი­ცი­არ­თა წე­რი­ლები პა­სუხგა­უ­ცე­მე­ლი,? - „ახალი გა­ზე­თი" მოკ­ვლე­ვას აგ­რძე­ლებს.  რომ­ლის შე­სახებ სტა­ტი­ას, გა­ზე­თის მომ­დევ­ნო ნომ­რებში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ავტორი: ანა ჯანაშია