კეტრინ ზეტა ჯონსმა მაიკლ დუგლასი გულახდილობის გამო მიატოვა
მსახიობებმა კეტრინ ზეტა ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. ახლახან მსახიობების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეუღლეები "დროებით დაშორდნენ". ამბობენ, რომ 68 წლის დუგლასს ბიპოლარული აშლილობით დაავადებული 43 წლის კეტრინი მობეზრდა. მაგრამ მსახიობებთან დაახლოებულმა პირმა ბრიტანულ გაზეთ "Sun"-თან წყვილის დაშორების სხვა მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც ინფორმატორი ირწმუნება, წყვილი იმიტომ დაშორდა, რომ დუგლასმა პრესასთან ორალურ სექსთან დაკავშირებული აღიარება გააკეთა. დუგლასმა თქვა, რომ ხორხის კიბო ორალური სექსისადმი სიყვარულით დაემართა.
"კიბოს ეს კონკრეტული სახეობა - HPV (პაპილომა ვირუსი) ორალური სექსუალური კონტაქტის დროს გადადის",- განაცხადა მაშინ მსახიობმა.
მაგრამ კეტრინი არა მისი მეუღლის სექსუალურ მიდრეკილებებზე გულახდილმა საუბარმა, არამედ იმან გააოგნა, რომ მაიკლს ინტერვიუში არ დაუზუსტებია: პაპილომას ვირუსი მას ზეტა-ჯონსთან შეხვედრამდე, თუ მას მერე შეეყარა, რამაც კიბო გამოიწვია. დუგლასი კეტრინთან 13 წელია ცხოვრობს.
"ეს კერტინისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა",- ამბობს გაზეთის ინფორმატორი.
ვარსკვლავების ოჯახური ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: 2010 წელს მაიკლს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა კეტრინზე, რომ ვარსკვლავს ნერვული აშლილობა განუვითარდა, ის სარეაბილიტაციო კლინიკაში რამდენჯერმე იწვა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე განკურნება კეტრინმა ვერ მოახერხა (მისი მეუღლისგან განსხვავებით, რომელმაც კიბო დაძლია). დღემდე ზეტა-ჯონსს ხშირად ეცვლება ხასიათი და მძიმე დეპრესიაშიც ვარდება. კეტრინი თავის ავადმყოფობაში გარკვეულ წილად მეუღლეს ადანაშაულებს.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა