ქუთაისის ყოფილი მერი შვილის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო საცხოვრებელ ადგილს ტოვებს
ქუთაისის ყოფილი მერი, ნუგზარ შამუგია, შვილის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო, newpress.ge-ს ინფორმაციით სახლს ყიდის და საცხოვრებლად სხვა ადგილას გადადის. საფიჩხიაზე მცხოვრებ ნუგზარ შამუგიას შვილს, პაატა შამუგიას მისი მეზობლის, 1991 წელს დაბადებული ლუკა კუბლაშვილის მკველობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ პაპუნა შამუგიას მიმართ წაყენებული პირველი ბრალდება 3-დან 5 წლამდე, ხოლო მეორე კი – 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აგვისტოს, გვიან ღამით, ქუთაისში, საფიჩხიაძე, წმინდა სამების სახელობის სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით მუცლისა დაბარძაყის არეში სხეულის დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ლუკა კუბლაშვილს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობის იარაღი, ბრალდებულის მამის, ქუთაისის ყოფილი მერის სეხელზეა რეგისტრირებული.
მომხდარის გამო კი, ნუგზარ შამუგია ოჯახთან ერთად, საცხოვრებელ ადგილს იცვლის.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა