ტერიტორია, რომელზეც სტრასბურგში დაობენ ქუთაისის მერიამ გაასხვისა
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ჭავჭავაძის გამზირზე სადაო მიწის ნაკვეთი გაასხვისა. ტერიტორიისთვის დავას სტრასბურგის ევროპული სასამართლო განიხილავს.
1975 წელს ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირზე 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი „ქუთმრეწვვაჭრობას" უნივერმაღის აშენებისათვის გადაეცა.
1999 წელს აღნიშნული ტერიტორია და ასევე, მასთან ერთად ფალიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი აბანო ფიზიკურმა პირმა, უნგრეთის მოქალაქე აკაკი წერეთელმა შეიძინა. წერეთლის წარმომადგენელი ქუთაისში ქეთევან კახიძე აღნიშნავს, რომ მათი ქონება დღემდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებული არაა, რამაც ხელი 2000 წლიდან დაწყებულმა სასამართლო პროცესებმა შეუშალეს.
ქეთევან კახიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიამ და არქიტექტურის სამსახურმა უნვერმაღის ტერიტორიაზე შპს „ამირანის" მესვეურებს ჯიხურების ჩადგმის უფლება კანონდარღვევით მისცა, რაც მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უნივერმაღის მესვეურების სარჩელი და საქმე ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გასაჩივრდა.
საქმის განხილვის პროცესში, იმ დროს, როცა დავა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებეული, ქუთაისის მერიამ უნივერმაღის მიმდებარედ კიდევ ერთი მიწის ფართი, 2007 წლის 7 ნოემბერს შპს „იბერიის ვარსკვლავს" 45 წლიანი იჯარით გადასცა. კომპანიას ვალდებულება ეკისრებოდა, იმ დროს, ქალაქისთვის 2 ნაგვის გადამზიდავი მაქანა შეეძინა, მოეწყო სკვერი ამ ტერიტორიაზე და 3 წლის განმვალობაში 3 მლნ ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. თუმცა, ამ ვალდებულებებიდან კომპანიას არც ერთი არ შეუსრულებია. ამ მიზეზის გამო, ხელშეკრულება „იბერიის ვარსკვლავსა" და მერიას შორის გაუქმდა, ხოლო სადაო მიწის ფართობი კვლავ ქალაქის საკუთრებაში გადავიდა.
„იბერიის ვარსკვლავის" მფლობელი დავით კოსტავა აცხადებს, რომ ვალდებულებების შესრულება და დაწყებული მშენებლობის გაგრძელება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული რესპრესიების გამო ვერ შეძლო. მისი თქმით, შენობის საძირკველი, გუბერნატორის ბრძნებით მიწით ამოავსეს.
„ორი ნაგვის მანქანა რა სალაპარაკოა, როცა მაგ ობიექტის გამო 300 000 დოლარი ვიზარალე," - განაცხადა კოსტავამ.
როგორც „იბერიის ვარსკვლავის" მფლობელი აცხადებს, მის მიმართ „სადამსჯელო ოპერაციებს" იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ ჩოგოვაძე ახორციელებდა. კოსტავა ამბობს, რომ ამ ფართის მიმართ ინტერესები გუბერნატორსაც გაუჩნდა და მას ტერიტორიის დათმობა მოსთხოვა, რაზეც ჩოგოვაძემ კოსტავასგან უარი მიიღო. კოსტავას მტკიცებით, აღნშნულ ტერიტორიაზე ინტერესები ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, გიგა შუაშანიასაც გააჩნდა. რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.
„ამის შემდეგ ჩამომართვეს ცისფერყანწელთა ქუჩაზე ჩემს საკუთრებაში არსებული ფართი, 2 მანქანა და ბოლოს დამიჭირეს კიდეც 4 ამპულა მორფის შენახვის ბრალდებით," - აცხადებს კოსტავა.
დავით კოსტავა შპს „იბერიის ვარსკვლავში" 75%-იანი წილის მფლობელია, კომპანიის დანარჩენს ხვიჩა ღონღაძე ფოლობს (რომელიც იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გოჩა თევდორაძის ახლო ნათესავია (ცოლის ძმა). არაოფიციალურად, ღონღაძის წილი სწორე თევდორაძის სახელს უკავშირდება).
გარდა ამისა, კოსტავა 50%-იან წილს ფლობს შპს „ყველაფერი ოჯახისთვის", ხოლო „იბერიის ვარსკვლავის" მენეჯერი ნინო კოსტავა კი, შპს „ოქროს ჩარდახი%"-ის მფლობელია.
„ახალ გაზეთთან" საუბრისას დავით კოსტავა სიამაყით იხსენებს კო<
ავტორი: დეა მანაგაძე