ევროპელებმა 100 წლის განმავლობაში სიმაღლეში 11 სმ-ით მოიმატეს
ესექსის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ტიმოთი ჰეტონმა საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროპელმა მამაკაცებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში სიმაღლეში 11 სმ-ით მოიმატეს. მკვლევარის აზრით, ამის მიზეზი სამედიცინო პროგრესია.
ჰეტონმა საშუალო სიმაღლის 21 წლის მამაკაცების მონაცემები გააანალიზა 15 ევროპული ქვეყნიდან. მონაცემები 1870-1980 წლების დოკუმენტების მიხედვით დამუშავდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები 11 სანტიმეტრით გაიზარდნენ. ამ პროცესისთვის ხელი არც ორ მსოფლიო ომსა და დიდი დეპრესიის პერიოდს შეუშლია. კვლევის ავტორის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპელმა მამაკაცებმა სიმაღლეში მოიმატეს, სამედიცინო პროგრესია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა