საპატრიარქოს კომერციული საქმიანობა კერძო კომპანიებისა და სულიერების სახელით
საქართველოს
საპატრიარქო და მისი ეპარქიის წარმომადგენლები არაერთი კერძო კომპანიის
100%-იანი წილის მფლობელნი და თანამფლობელნი არიან, რომელთა უმეტესობა კომერციული
საქმიანობის მიზნით არის შექმნილი.
საკუთარი, კერძო კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხელისუფლების მიერ სახელმიწფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადარიცხული სოლიდური დაფინანსებაც ემატება, რამაც 2002 წლიდან დღემდე 200 მილიონი ლარი შეადგინა.
რას და რა ფორმით
ფლობს საქართველოს საპატრიარქო და მისი ეპარქიის წარმომადგენლები? -
„ახალი გაზეთი" ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულ კითხვებზე პასუხების
გაცემას შეეცადა. როგორც აღმოჩნდა,
საპატრიარქოს ეკონომიკური საქმიანობა და მის ირგვლივ არსებული ფინანსური
აქტივები ძირითად შემთხვევებში შავ ხვრელად რჩება.
X X X
2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმების მეექვსე მუხლი სწორედ ეკლესიის საკუთრებას და მის ქონებრივ უფლებებს ეხება. კერძოდ ის, რომ ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით, ხოლო ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
კონსტიტუციური შეთანხმება ასევე გვაუწყებს, რომ: „ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ასევე, ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
ეკლესიის
დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო
შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.
ეკლესიის
მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა,
მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება
და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.
სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე".
საქმიანობა - კომერციული - საპატრიარქო და მისი წარმომადგნელები
კერძო კომპანიებში
მართალია სახელმჭიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა, საქართველოს საპატრიარქო და მისი ეპარქიის წარმომადგენლები არაერთი კერძო კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელად და თანამფლობელად გვევლინებიან.
შპს „მესხური ბარაქა"
საჯარო რეესტრის
ოფიციალური მონაცმების მიხედვით, საქართველოს
საპატრიარქო 50%-იან წილს ფლობს შპს „მესხური
ბარაქა"-ში, აღნიშნული კომპანიის დანარჩენი 50% - კი IOCC საქართველოს
ფონდს ეკუთვნის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკევა, რომ 2008 წელს, კომპანია დარეგისტირებულია როგორც კვების პროდუქტების მწარმოებელ, დისტრიბუტორ საწარმოდ. კერძოდ, ის რძისა და რძის პროდუქტების გადადამუშავებელ წარმოებას ეწევა.
შპს „როკი"
კიდევ ერთი კომპანია,
რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა შპს „როკი"
გახლავთ. აღნიშნული შპს-ს 22% თავადაპირველად კომპანიის დირექტორს,
რომან კუმელაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, ამ უკნასკნელისგან 22%-იანი საწესდებო
კაპიტალის შესაძენად საპატრიარქომ, 2010 წლის 16 აგვისტოს, 150 000 დოლარი
გადაიხადა. ამასთან ერთად, რომან კუმელაშვილმა მოისხნსა დირექტორის თანამდებობა.
დღესდღეობით კომპანიის დირექტორი დარეჯან შენგელია გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ შპს „როკი"-ს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკვშირებით მითითებულია, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი: სურსათის, საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგებასთან და საკვებ ობიექტთან. თუმცა, თუ რა საქმიანობას ეწევა აღნიშნული კომპანია, არსად მითითებული არ არის.
შპს „არგო-სენაკი"
სამაგიეროდ, საკმადო დეტალურად არის განსაზღვრული
შპს „არგო-სენაკის" საქმიანობის არცთუ მცირე ჩამონათვალი, სადაც
საქართველოს საპატრიარქო 5%-იანი წილის მფლობელია. დანარჩენი 75% ს/ს „არგო ჰოლდინგ ჯორჯია"-ს
ეკუთვნის, ხოლო 20%0იანი წილის მფლობელი დავით ფირცხალავა გახლავთ.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების თანახმად,
შპს „არგო სენაკი" თავდაპირველად შპს „წყაროს" სახელით, ფოთის ეპისკოპოსმა
გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) დააფუძნა. იქვე განისაზღვრა კომპანიის
საქმიანობის სახეები: წარმოება (სასურსათო საქონლის, სახალხო მოხმარების
და სახალხო რეწვის საქონლის და საწარმოო ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის
წარმოება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია,
საკომისიო ვაჭრობა. ასევე, ალკოჰოლური
და უალკოჰულო სასმელების, მინერალური
წყლების ჩამოსხმა, ჩაის წარმოება და გადამუშავება); ვაჭრობა (საკონსიგნაციო
და საბაჟო საწყობების შექმნა და ექსპლოატაცია) ტრანსპორტი;
(მგზავრების გადაყვანა, ტვირთების გადაზიდვის
ორგანიზება და განხორციელება); საზკვება (საზოგადოებრივი კვების პროდუქტების
წარმოების, რეალიზაციის მოხმარების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა - სასადილო,
კაფე, რესტორანი, ბარი და ა.შ) ფინანსები (საქართველოსა და უცხოელი იურიდიული
და ფიზიკური პირების სახსრებისა და მატერიალური რესურსების კოოპერირება,
საწარმოთა და ორგანიზაციების თხოვნით აღჭურვილობის, სატრანსპორტო საშუალებების,
ტექნიკის, დანადგარების და სხვა ქონების შესყიდვა და იჯარით გაცემა გამოსყიდვის
უფლებით (ლიზინგი), საკუთარი საფინანსო დაწესებულების დაფინანსება, საგარეო-ეკომონიკური
საქმიანობა, ექსპორტ-იმპორტი) და სხვა საქმიანობის
განხორციელება, როგორც რესპუბილიკაში, ასევე, საზღვარგარეთ,
რომელიც არ იკრძალება სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობით.
მოგვიანებით,
„არგო სენაკში" დამფუძნებელთა წილი შემდეგნაირად გადანაწილდა
- 10% ფოთის ეპარქია, ხოლო 90% დავით ფირცხალავა.
1999 წლის 28 ოქტომბრის
ცვლილებით კი, შპს „არგო სენაკის"
დამფუძნებელთა რიცხვის დაემატა ს/ს „აგრო ჰოლდინგი", კომპანიაში
75%-იანი წილობრივი შენატანით, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის
ფოთის ეპარქია - 5%, ხოლო დავით ფირცხავალა 20 %. (დღეის მდგომაროებით ,,შპს
არგო სენაკი"-ს უძრავი ქონება - სოფელ თეკლარში სასოფლო-სამეურნო
მიწის ნაკევთი 84 ჰა. დაყადაღებულია,
დანარჩენი ქონება კი იპოთეკით არის დატვირთული).
შპს „დიაბაზი"
მორიგი კომპანია,
რომელიც ასევე, კომერციული საქმიანობისთვის,
საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის შექმნილი შპს
„დიაბაზი" გახლავთ. კომპანიის საწესდებო
კაპიტალი შეადგენს 2500 ლარს, რომლის 100% ეკუთვის საქართველოს საპატრიარქოს.
ოფიციალური
მონაცემების მიხედვით, შპს „დიაბაზი" -ს საქმიანობა განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ეკლესია-მონასტრებისა და სხვა სახის მშენებლობისთვის სამშენებლო მასალების
წარმოება, სხვადასხვა სახის ქვის დამუშავება. თუმცა, აქვე მითითებულია, რომ
კომპანიას შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა, როგორც
საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყანაში, რომელიც არ არის აკრძალული ამ ქვეყნის
კანონმდებლობით.
შპს „გელათის წყარო"
სამეწარმეო საქმიანობას,
მოგების მიღების მიზნით, ასევე, ეწევა კომპანია შპს „გელათის წყარო",
რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქუთათელ–გაენათელი
მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს (შოთა მარგალიტაშვილი) საკუთარებაში
ირიცხება. აღნიშნული შპს 2010 წლის სექტემბერში კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ
საწარმოდ არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-ს შოთა მარგალიტაშვილი
ფლობს, ხოლო დირექტორი თამაზ ნებიერიძე გახლავთ. კომპანიის საწესდებო კაპიტალმა
შეადგინა 63.250 ლარი, ქონებრივი შენატანით.
შპს „გელათის წყარო" წესდებაში აღნიშნულია, რომ მისი საქმიანობის საგანია, წყაროს წლის ჩამოსხმა, რეალიზაცია. ასევე, „საზოგადოება ეწევა მოგების მიღების მიზნით წარმოებული ნებისმიერი სახის საქიანობას, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული".
როგორც ჩანს, კომპანიას მოგებას წყლის ჩამოსხმაც აძლევს, რომლის რეალიზაცია ბაგრატის ტაძარშიც კი ხდება. ტაძარში გაკეთებულია სპეციალური კუთხე, სადაც ბოთლებში ჩამოსხმული გელათის წყალია დაწყობილი. მათ თავზე კი გაკეთებულია შემდეგი წარწერა: "ნაკურთხი გელათის წყალი, ფასი 1 ლარი".
ამის მიუხედავად, მეუფლე კალისტრატე აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ჩამოსხმული წყალი არ იყიდება.
„გავიგე რომ იყიდებოდა გელათის წყალი, შევისყიდე, ამით მონასტერს და მოსახლეობას წყალი შევუნარჩუნე. ერთი ლიტრა არ გაყიდულა მაღაზიებში. ერთი პატარა ცეხია გაკეთებული, ჰუმანიტარული და ისიც სახელმწიფოს გადასახადებს ვიხდით. მე იქედან ერთი მანეთი არ წამომიღია. რაც ბერს აქვს ის ეკლესიის საკუთრებაა. რა ბიზნესი მაქვს. ნეტა მქონდეს, ეს თქვენი საკუთრებაა," - ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო
თავის მხრივ,
შპს „გელათის წყაროს" დამფუძნებელი,
მეუფე კალისტრატე გახლავთ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის
საეკლესიო საავადმყოფოს დირექტორი, ხოლო აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების
100%-იან წილს საქართველოს საპატრიარქო ფლობს.
მიუხედავად იმისა,
რომ საეკლესიო საავადმყოფო ქუთაისის სხვა სამედიცინო დაწესებულებისგან
მომსახურების პირობებით არ განსხვავდება, მეუფე კალისტრატე მის განმასხვავებლად
სულიერ დანიშნულებას მიიჩნევს.
„შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გადმოგვეცა ეს საავადმყოფო
დასავლეთ საქართველოში სარწმუნოების გამტკიცების მიზნით. საეკლესიო საავადმყოფო
უკვე დახმარებას ნიშნავს. ჩვენთან ჯერ სულიერი მკურნალობა მიდის, ეკლესია
აშენდა, მალე მონასტერს გავხსნით. მეტი სითბო იქნება პაციენტების მიმართ.
აქცენტი გაკეთდება არა მარტო ხორციელზე,
არამედ სულიერზეც, რადგან სულიერი ავადმყოფი მეტია. საავადმყოფო ჯერ აღმშენებლობის
პროცესშია", -–ამბობს მიტროპოლიტი.
„ეს არის სიტყვების რახა-რუხი, არავითარი სულიერება
იქ არ არის. თეკლას მონასტერში იყო
ერთი მორჩილი, რომლებიც საჭიროებდა მკურნალობას, ვურჩიე საეკლესიო საავადმყოფოში მისულიყო, უსაფრთხოა
და დაგემხარებიანთო. ცოტა ხნის მერე ვნახე და მითხრა, ვიყავი მეუფესთან და ასე
მითხრა - რა უფასოდ გიმკურნალებ, მე ეს საავადმყოფო ფული მიჯდებაო," -
იხსენებს ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტი დალი ბარაბაძე. ხოლო სამედიცინო
დაწესებულების მედპერსონალი დაბალ ხელფასებზე და შეუსაბამო პირობებზე აკეთებს
აქცენტს.
„რამდენიმე თვის
წინ, ერთ ექიმს 7 ლარი გამოუწერეს ხელფასი. ეს სირცხვილი არ არის? რას და როგორ გვიხდიან
დირექტორს კითხეთ. ძალიან უკმაყოფილო ვართ," - აცხადებს საავადმყოფოს
პერსონალი.
მეუფე კალისტრატე
კი განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში
მისი მისვლის დროს დაბალი ხელფასები იყო, სანიტარს 5 ლარი, ექთანს 10 ლარი,
ხოლო ექიმს 100-150 ლარი ჰქონდა. „ახლა კი მინიმალური ხელფასი 150 ლარიდან
იწყება და ექიმს 3000-5000 ლარი აქვს ანაზღაურება", - ამბობს მიტროპოლიტი.
მისივე თქმით, ქველმოქმედებისთვის და
უფასო მკურნალობისთვის ჯერ ფონდი არ არის შექმნილი, „თუმცა, ჩვენთან მკურნალობა
დაბალ ფასებში ხდება. პარალელურად რეფორმა მიდის," - ამბობს მეუფე კალისტრატე.
შპს „აქვა გეო"
საქართველოს
საპატრიარქო „სნო"-ს მწარმოებელი კომპანიის თანამფლობელიც გახლავთ.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო 20 %-იანი
წილის მფლობელია მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანია შპს „აქვა გეო"-ში.
აღნიშნული კომპანია მინერალური წყლების ბრენდს „სნო"-ს აწარმოებს.
საჯარო რეესტრის
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომპანიის დანარჩენი 80%-ის მფლობელი
ვახტანგ ლიპარტიანია, კომპანიის დირექტორი კი დავით გიგაიაა.
აღსანიშნავია
რომ კომპანია „აქვა გეო"-ს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ 21 ტენდერში
აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან კომპანიამ 10 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული
კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება 203 ათას ლარს შეადგენს (202 929 ლარი).
ამის შესახებ ინფორმაციას ვებ–გვერდი tendermonitor.ge იძლევა,
რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ არის შექმნილი.
ოფიციალური
მონაცემების თანახმად, შპს „აქვა გეოს" შემსყიდველებისთვის მინერალური წყლისმიწოდება
უნდა უზრუნველყო. შემსყიდველ უწყებებს შორის არიან საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო, საქართველოს შსს აკადემია, შსს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - 112,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შსს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტი,შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო,
შპს საქაერონავიგაცია და სხვა დაწესებულებები.
და სხვა ქონება...
ზემოთჩამოთვლილი კომპანიების გარდა, საქართველოს საპატრიაქრო შპს „ემ.ემ.ბე"-ს 100%-იან წილს ფლობს. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ასევე, 100 %-ის მფლობელია შპს „საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების ფონდი"-ს. გარდა ამისა, საპატრიარქო ფლობს 70%-ს შპს „მეგობრობა"-ში, რომლის 30% - საზოგადოება გამომცემლობა გვირგვინის საკუთრებაა.
XXX
„ეკლესიის ქონების კულტურამ საინტერესო განვითარება განვლო. საწყის ფაზაში ქრისტიანები მხოლოდ შემოწირულობებით არსებობდნენ, ერთმანეთს ქონებას უყოფდნენ და ეხმარებოდნენ. მატერიალური ქონების დაგროვების ხანა აქტიურად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო. საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირები, ახალი ტიპის "ბიზნესმენებთან" ერთად ჯართით, სპირტიანი სასმელებითა და სიგარეტებით ვაჭრობდნენ. ვინაიდან საპატრიარქო თავიდანვე გათავისუფლებული იყო გადასახადებისაგან. "საქმოსნებს" აწყობდათ საერთო ბიზნესი, მისი წილში გაყვანა მფარველობის სანაცვლოდ და ასე შემდეგ. სემინარიაში სწავლისას, 2005 წელს ჩემმა მეგობრებმა და მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მოვიპოვეთ. თითქმის იგივე სიტუაციაა დღეს, საპატრიარქოს ეკონომიკური საქმიანობა და მის ირგვლივ არსებული ფინანსური აქტივები ძირითადად არის შავი ხვრელი სახელმწიფოში, შეუვალი ყოველგვარი საკანონმდებლო რეგულაციისა და კონტროლისაგან. თუმცა გვხდება ოფიციალურად დარეგისტრირებული ბიზნესსაქმიანობა და წილებიც. კითხვაზე უნდა გააჩნდეს თუ არა ეკლესიას ქონება, ჩემი პასუხი არის დიახ, უნდა გააჩნდეს, უბრალოდ საკითხი დგას როგორ და რა ფორმით," - მიიჩნევს თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილი.
რას მოითხოვს და კრძალავს კანონიკური სამართალი?
კანონიკური
სამართლის სპეციალისტის, ვლადიმერ ნარსიას
განმარტებით, კანონიკური სამართლის ნორმები, ძალზედ მოძველებულია
და სრულიად სხვა გარემოში ორიენტირებისათვის არის შექმნილი. „თუმცა, ამ
კანონებს ღირებულება არ დაუკარგავთ, რადგან
ისინი ერთადერთი სამართლებრივი წყაროა რასაც შეიძლება მივმართოთ საეკლესიო
სამართლის ტრადიციის გაცოცხლებისათვის. ეს ტრადიცია კი ეკლესიის სამეწარმეო
საქმიანობასთან დაკავშირებით გვკარნახობს, რომ ასეთი საქმიანობის უმთავრესი
მიზანი ქველმოქმედება და სოციალური
მსახურებაა. ეკლესიას კანონით დაცულ
საზღვრებში აქვს უფლება სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელების, მაგრამ მატერიალური სიმდიდრის მოპოვება
უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს საქველმოქმედო მიზნებს, როგორიცაა უპოვარებისა
და ქვრივ-ობლების დახმარება, აღსაზრდელების განათლებისათვის ზრუნვა
და სხვა მსგავსი," - ამბობს ვლადიმერ ნარსია.
ნარსია განმარტავს,
რომ კანონიკური სამართალი კიდევ ერთ აუცილებელ მოთხოვნას აწესებს ეკლესიის
სამეწარმეო საქმიანობისა და საეკლესიო ქონების დაგროვებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, საეკლესიო ქონება მკაცრად გამიჯნული უნდა იყოს სასულიერო პირის,
მათ შორის ეპისკოპოსის, კერძო საკუთრებისაგან. სასულიერო პირს არ აქვს
უფლება სამეწარმეო საქმიანობა თვითნებურად ეკლესიის სახელით განახორციელოს.
„როგორც ჩანს საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ წესების დაცვა ძალიან უძნელდებათ. უკვე
ათეული წელია კანონიკური და რიგ შემთხვევებში საერო სამართლის მოთხოვნების
უხეში დარღვევით სმე სახიფათო ცდებს უტარებს ქართული საზოგადოების მოთმინებას.
ჩემი ღრმა რწმენით, ამ ხნის მანძილზე ეკლესიაში გვაროვნულ-კლანური დანაშაულებრივი
საქმიანობის აყვავება საეკლესიო მმართველი ადმინისტრაციის უუნარობაზე,
ან ასეთ საქმიანობასთან მათ პირად ინტერესებზე მეტყველებს," - მიიჩნევს კანონიკური სამართლის სპეციალისტი,
ვლადიმერ ნარსია.
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი განმარტავს,
რომ სამი უმთავრესი აღთქმიდან, რომელთაც ბერი დებს და მათ აღსრულებას იფიცებს,
ერთერთი უპოვარებაა. თუმცა ხდება სრულიად საპირისპირო რამ. „მონასტერში
მისულ ადამიანთაგან ვერ ყალიბდება მსხვილი საძმოები, როგორც ეს წესით უნდა
ხდებოდეს. ბერები ქონებრივი დავების, შეუთავსებელი ეკონომიკური ინტერესების
გამო მონასტრებს ან ტოვებენ და ჩვეულებრივ სამრევლოებში საქმიანობენ, ან
თავად აარსებენ ახალ მონასტრებს, რათა ქონების დაგროვებაში ხელი არ შეეშალოთ.
ამიტომაცაა საქართველოში უპრეცენდენტო - ერთკაციანი მონასტრები. ეპისკოპოსების
ქონებაზე, აღაფერს ვიტყვი, ეს უკვე დიდი ხანია ლეგენდებისა და ფანტასტიკის
სფეროდ იქცა. ბუნებრივი ბერობის არსი არც მათ ესმით. ისინი არ წყვეტენ ეკონომიკურ
დახმარებას საკუთარი ოჯახებისა თუ ისინი ეპისკოპოსად გახდომადე ჰყავდათ,
ხოლო ძირეული ბერები (ვინც არასოდეს ყოფილა დაოჯახებული) იჩენენ „შვილობილებს".
ის რომ ბერები და ეპისკოპოსები ასეთ ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილდებიან,
ასე ჩართულნი არიან სიმდიდრის მოხვეჭაში - უკვე არის საშინლად ანტიქრისტიანული
მდგომარეობა, არათუ ერთჯერადი დარღვევა და შეუსაბამობა," - ამბობს მირიან
გამრეკელაშვილი.
თეოლოგი, რელიგიათმცოდნე ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ საეკლესიო სამართლის ნორმებით განსჯა დღევანდელი რეალიების საკმაოდ რთული და ბუნდოვანი თემაა. მისი თქმით, მრავალი ნორმა დღეს არ სრულდება, ხოლო მრავალი არც სრულდება და ვერც სრულდება. „რადგან ეს ნორმები 2000 წლის განმავლობაში იქმნებოდა (უმეტესი მათგანი 3-9 საუკუნეებში), ძალიან აქტუალურია მათი ინტერპრეტაცია. გვხვდება კურიოზული შემთხვევებიც, მაგალითად, რჯულისკანონის მიხედვით ღვთისმსახურს ეკრძალება საროსკიპოების შენახვა, ანუ ბორდელის ბიზნესი. აქედან ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება, ერთი ის რომ 5 საუკუნეში ამგვარი მღვდლები იყვნენ, და მეორე ის რომ, სავარაუდოდ ღვთისმსახურს სხვა მეწარმეობა არ ეკრძალებოდა (მაგალითად სასტუმროს ბიზნესი). ამიტომ ჩემი აზრით ჯობს კითხვა არა საეკლესი სამართლის მიხედვით განვიხილოთ, არამედ იმ კუთხით, თუ რისკენაც არის ეკლესია მოწოდებული და ეწინააღმდეგება თუ არა ესა, თუ ის ქმედება ამ მოწოდების სულისკვეთებას (სულისკვეთება და არა კანონის სიტყვა). ქონება, თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. ცუდია თუ ის ანგარებასთან, მომხვეჭელობასთან, პირად გამორჩენასთან და უკანონობასთან არის დაკავშირებული; ქონება კარგია, თუ ის მოყვასის სიყვარულს ემსახურება, - გამოიყენება გაჭირვებულის დახმარებისთვის, გამოიყენება დოვლათის გასამრავლებლად, რომელიც ისევ მოყვასს (ხალხს) მოემსახურება"- აცხადებს თეოლოგი, რელიგიათმცოდნე, ლევან აბაშიძე.
სახელმწიფო ფინანსები საპატრიარქოს - რისთვის იხარჯება ბიუჯეტის თანხები?
აღსანიშნავია,
რომ საკუთარი შემოსავლებისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული დაფინანსების
გარდა, საქართველოს საპატრიარქოსთვის თანხებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც იღებენ.
კერძოდ, „საერთაშორისო გამრჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული
ბლოგის მიხედვით, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ
მიწოდებული ინფორმაციას ეფუძნება, 2002 წლიდან დღემდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების
მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხა 16 მილიონამდე
ლარს შეადგენს.
კონკრეტულად
იმერეთის რეგიონში არსებული რამოდენიმე მუნიციპალიტეტიდან, სხვადასხვა
წლებში გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა კი - 552 000 ლარია.
გადამრიცხველთა
შორის გამოირჩევა ვანის მუნიციპალიტეტი, რომელმაც
2011-2012 წლებში, ადგილობრივ ეპარქიას 280 000 ლარი გამოუყო. წყალტუბოს
მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს–
90 000 ლარი გაიღო; ხოლო სამტრედიის მუნიპიტალიტეტმა ადგილობრივი ეპარქია
2009 წელს 182 000 ლარით დააფინანსა.
ყველაზე
შთამბეჭდავი დახმარება მუნიციპალიტეტებიდან
ფოთის ანგარიშზეა. მან 5 მილიონი ლარი ჩაუ
ავტორი: თეა ზიბზიბაძე