|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნების შემდეგ წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობიდან გადააყენებენ?

ცნობილი ხდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებენ. არსებული ინფორმაციით, ღავთაძის გადაყენება ამ დრომდეც იყო დაგეგმილი, თუმცა მას ვადა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე გაუხანგრძლივეს.

თავდაპირველი ვერსიით, ღავთაძის შემცვლელად, წერეთლის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი ონიანი განიხილებოდა, თუმცა შესაძლოა ის სხვა კანდინატურით ჩაანაცვლონ.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.   

ავტორი: ნიუპრესი