|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია ნოდია სააკაშვილსა და ზაქარეიშვილზე – ორივე რომანტიკოსია

„გვრჩება ორი გზა წავიდეთ თვითგამოცხადებული სახელმწიფოების აღიარებისკენ. ან არ გავაკეთოთ ეს და ვიცხოვროთ კონფლიქტის პირობებში“, – ამ დასკვნით  დასრულდა შეხვედრა, რომელიც 21 სექტემბერს ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ გამართული შეხვედრის  თემას  „ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები" წარმოადგენდა.

მომხსენებლებმა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ  გია ნოდიამ აღნიშნული კონფლიქტის ორგვარი ხედვა შესთავაზეს პუბლიკას – ოპტიმისტურ–რომატიკული და პესიმისტურ–რაციონალური.

პირველის მაღიარებელი პაატა ზაქარეიშვილი გამოსავალს  კონფლიქტის მონაწილე მხარეების დიალოგსა და ერთმანეთის მოსმენაში ხედავს.  გია ნოდიას შეფასებით  პაატა ზაქარეიშვილს აფხაზურ–ოსური კონფლიქტის საკითხში გაცილებით მეტი აქვს საერთო მიხეილ სააკშვილთან, ვიდრე თავად მას – "ორივე რომანტიკოსია", – განაცხადა ნოდიამ.  

რომანტიკასთან ნაკლები ჰქონდა საერთო თავად ნოდიას შეფასებებს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გია ნოდიამ აფხაზებთნ ურთიერთობის მოგვარების 7 ილუზია წარმოადგინა. მისი თქმით ილუზიაა ის, რომ ქართველებს და აფხაზებს გასაყოფი არაფერი აქვთ და ყველაფერი მესამე ძალის ბრალია, ის რომ აფხაზებს და ქართველებს შორის კპონფლიქტი მარტო ჩვენი კონფლიქტია, ილუზიაა ის, რომ კონფლიქტი "ეთნიკურია", დიდი ილუზიაა იმის იმედიც, რომ  რუსეთის მეშვეობით ამ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია, ასევე ისიც რომ ტერიტორიების პრობლემის მოგვარება რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს. ან ეს დასავლეთის ზეწოლით მოხდება. ან ის რომ საქართველო გახდება განვითარებული დემოკრატიული  ქვეყანა და აფხაზებს თავად მოუნდებათ ჩვენთან ყოფნა.

ნოდიას თქმით ამ პრობლემის მოგვარება ბევრ ფაქტორსა და ალბათობაზეა დამოკიდებული. ერთ–ერთი, მაგალითად, გლობალურია და დიდი მოთამაშეების, ამერიკა–რუსეთის ურთიერთბის  შეცვლას უკავშირდება, ან თავად რუსეთის დაშლას, ან მისი პოლიტიკის  პრინციპულ ცვლილებას. თუ ეს მოხდა "საქართველომ ეს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს", – განაცხადა ნოდიამ. 


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა